ელიტური მეძავი კარიმა ელ მარუგი ირწმუნება, რომ მასთან პორტუგალიელი ვარსკლავი მაშინ იწვა, როცა არასრულწლოვანი იყო
ელიტური მეძავი კარიმა ელ მარუგი, რომელიც რუბის სახელითაა ცნობილი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას ეშურება და გამოსდის კიდეც. როგორც ჩანს, მოროკოელ გოგონას იტალიის პრემიერ-მინისტრთან და "მილანის" პრეზდიენტთან დაკავშირებული სექსუალური შინაარსის სკანდალი ეცოტავება და ახლა შარში პორტუგალიელ ვარსკლავს, კრიშტიანო რონალდოს ხვევს.

18 წლის ელ მარუგი აცხადებს, რომ წელიწადზე მეტი ხნის წინ, ანუ მაშინ, როცა ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, მადრიდის "რეალის" ვარსკლავის საწოლში აღმოჩნდა.

მოროკოელი იხსენებს, როგორ გაიცნო 2009 წლის 29 დეკემბერს კრიშტიანო მილანის ერთერთ ღამის კლუბში. თურმე გულუბრყვილო ასულს მაშინ არცკი სცოდნია, რომ საქმე მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელთან ჰქონდა.

"ერთმანეთი გავიცანით და ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს წინაშე ვარსკლავი იყო - რესტორანში მასთან უცნობი ადამიანები მოდიოდნენ და ავტოგრაფებს სთხოვდნენ", - უამბო გარდასული რომანის ამბები კარიმამ ჟურნალისტებს.

ელ მარუგი ირწმუნება, რომ რონალდოსთან ვახშმის შემდეგ სასტუმროში აღმოჩნდა და სადაც, რაღა თქმა უნდა, სექსი ჰქონდათ. თურმე რონალდოს სიამმტკბილობის შემდეგ გოგონასთვის ფულიც გადაუხდია, რამაც თავმოყვარე კარიმმა შეურაცხყოფად მიიღო.

"როცა გავიღვიძე, აღმოვაჩინე, რომ რონალდო უკვე წასული იყო. მაგიდაზე წერილი დამხვდა: "ყველაფრისთვის გმადლობ. შენს ჩანთაში 4 ათასი ევრო დევს~. ამან ძალიან აღმაშფოთა~, - გაკაპასდა მოროკოელი ლამაზმანი ჟურნალისტებთან.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო