კლუბსა და სფფ-ს შორის ფინანსური დავის გამო "ზესტაფონის" ხორვატი ახალწვეული გრუიცა თამაშის უფლებას ვერ იღებს
"ზესტაფონის" ხორვატ ახალწვეულ გორან გრუიცას "დინამოსთან" მატჩი გაუცდა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ვერც დღეს ითამაშებს "სპარტაკთან". მეტიც, არც ისაა გამორიცხული, იმერული კლუბის შემადგენლობაში საერთოდ ვეღარ ვნახოთ.

"ლელოს" მკითხველმა იცის, რომ 24 წლის გრუიცას დღემდე არ მიუღია საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე თამაშის უფლება. არადა, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციიდან მისი გათავისუფლების ფურცელი უკვე ჩამოვიდა. როგორც გავარკვიეთ, ყველაფრის თავიდათავი ისაა, რომ "ზესტაფონს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ლეგიონერის დარეგისტრირებისთვის დაწესებული თანხა, 15 000 ლარი არ შეუტანია.

საქმე ისაა, რომ იმერული კლუბი სფფ-ის ძველ ვალს, 4 000 ევროს ედავება და გრუიცას განაცხადში შესაყვანად სწორედ ამ თანხის გაქვითვას ითხოვს. ბუნებრივია, დავინტერესდით, თუ რატომ არ დგამს ფედერაცია ამ ნაბიჯს, რაზეც სფფ-ის გენერალური სამდივნოს უფროსმა რევაზ შენგელიამ შემდეგი გვითხრა:

"ეს 4 000 ევრო ჯერაც სადავო თანხაა და თუ დამტკიცდება, რომ ფედერაციას "ზესტაფონის" ვალი მართებს, ბუნებრივია, გაქვითვაც არ იქნება პრობლემა. ხაზს გავუსვამ იმ ფაქტსაც, რომ "ზესტაფონთან" დათმობაზე წავედით და 15 ათასი ლარის გადახდა არა ახლავე, არამედ 10 მაისამდე შევთავაზეთ. თანაც, სავსებით შესაძლებელია, მანამდე იმ 4 000 ევროს საკითხი გარკვეულიყო და თუ ფედერაციას ამ თანხის გადახდა დაეკისრებოდა, გაქვითვასაც წინ აღარაფერი აღუდგებოდა. ჩვენი წინადადება არ გაიზიარეს, მაგრამ იმედია, "ზესტაფონი" აზრს შეიცვლის. თუ ასე მოხდა, გრუიცას თამაშის უფლება უმალ მიეცემა. თეორიულად, ეს შეიძლება ხვალ დილასვე (დღეს, რედ.) მოხდეს და გრუიცას "სპარტაკთან" თამაში შეეძლება."

"ზესტაფონს" 15 000-ის გადაუხდელობისთვის მეორე არგუმენტიც აქვს - სეზონის დაწყებამდე პროფესიული ფეხბურთის ლიგაში სამონაწილეო თანხა სრულად მხოლოდ ამ კლუბმა და ქუთაისის "ტორპედომ" გადაიხადა. მოგვიანებით პფლ-მ კლუბებს საწევრო გაუნახევრა, მაგრამ "ზესტაფონს" შეტანილი ფულის ნახევარი არ დაბრუნებია. ამაზე ფეხბურთის ფედერაციას ასეთი პასუხი აქვს - პროფლიგის ვალებთან მე არაფერ შუაში ვარ. პროფლიგა კი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ჩემპიონატისა და თასის ჩატარების უფლება სფფ-ს გადაელოცა, თუმცა ეს ორგანიზაცია იურიდიულად არ გაუქმებულა.

მოკლედ, ჯერჯერობით აზრის შეცვლას არც ფედერაცია აპირებს და არც "ზესტაფონი", შექმნილი სიტუაცია კი კლუბს აზარალებს, რომელიც კვალიფიციურ ფეხბურთელს ვერ იყენებს.

ადამიანურ თანაგრძნობას იმსახურებს თვითონ გრუიცაც, რომელსაც შექმნილ ჩიხურ მდგომარეობაში ბრალი საერთოდ არ აქვს და საქართველოში მაინც ტურისტის სტატუსით უწევს ყოფნა.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად