ესპანურ შეკრებაზე მყოფმა 17-წლამდელებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და მარცხის მიუხედავად, ღირსეულად ითამაშეს
ესპანურ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მარცხის მიუხედავად, ღირსეულად ითამაშა. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ესპანელებს ამ ასაკში ყოველთვის გამორჩეული გუნდი ჰყავთ, მათ თავკაც ხიმენეს მელენდესს კი წინა თაობებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი მოუგია.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების კუთვნილ "ლას როსასის" საწვრთნელ ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მასპინძელთა უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და გოლებიც ლოგიკურად გავიდა, შესვენების შემდეგ კი ქართველები გამოცოცხლდნენ და თამამად შეუტიეს. ბაჩანა არაბულმა თერთმეტმეტრიანით ერთი ბურთი გაქვითა და კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს დარჩენილ ნახევარ საათში გაყაიმებაც შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ, ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდა.

საკონტროლო მატჩში ანგარიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ ეს 1:2 იმის იმედს გვაძლევს, რომ ჩვენი ნაკრები ელიტრაუნდში თავს არ შეირცხვენს. კარგია, რომ ასეთი შეკრებისა და შეხვედრების ორგანიზება მოხერხდა. ამით ჩვენი ბიჭები საერთაშორისო გამოცდილებასაც გაიმდიდრებენ და სახელიანი მეტოქის წინააღმდეგ აუღელვებლად ბრძოლასაც მიეჩვევიან.

ესპანეთზე რევანშის შანსი კი ჟორჟიკაშვილის ბიჭებს ხვალ მიეცემათ.

ესპანეთი-საქართველო 2:1

ესპანეთი: ერერო - მანკილიო, ლუკე, გარიდო (45. მენენდესი), ბილბაო (65. ოლივანი) - ერედია, დელუფო (80. ვალენსია), კალვე (60. სუარესი), ნიგესი, ვიკო (60. ვადილიო) - ერნანდესი.

საქართველო: თებიძე - მთივლიშვილი, ცნობილაძე, სანდოხაძე, მონიავა (45. ჭიღვარია) - გოგიჩაიშვილი, ჰუფნაგელი (65. ტარყაშვილი), ენდელაძე (45. ექვთიმიშვილი), დიასამიძე (45. მარკოზაშვილი), სამუშია (75. ფანცულაია), არაბული.

გოლები: 1:0 ვიკო (35), 2:0 ერნანდესი (42), 2:1 არაბული (50. პენ.).

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა