ყატარში მოჭადრაკე ქალთა გრანპრის გათამაშების ბოლო მე-6 ეტაპის პირველ ტურში ნანამ ინდოელი ჰამფი კონერუ დაამარცხა
გუშინ ყატარში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა გრანპრის გათამაშების ბოლო მე-6 ეტაპი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 12 წარმომადგენელი წრიული სისტემით 11 ტურად შეხვდება ერთმანეთს.

უკვე გაუწყეთ, რომ დოჰას ბატალიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ნანა ძაგნიძისთვის (2550), რადგან პირველ ან მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის წლის ბოლოს ჩინელ ჰოუ იფანს შეხვდება. კონკურენტად რეიტინგით პლანეტის მეორე მოჭადრაკე ქალი - ინდოელი ჰამფი კონერუ (2607) ჰყავს.

კენჭისყრამ პირველ ტურში სწორედ ისინი შეახვედრა ერთმანეთს, თანაც ჩვენებურს შავი ფიგურები არგუნა. ქართველ დიდოსტატზე ფერს ზეგავლენა არ მოუხდენია - პირველი სვლებიდან ფინიშამდე შემართებით იბრძოდა და პარტიაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. იყო მომენტი, სადაც კონერუს შეეძლო, უფრო გაბედულად ეთამაშა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. გამართლდა ძაგნიძის ამჟამინდელი მწვრთნელის, უკრაინელი ადრიან მიხალჩიშინის სიტყვები: კონერუს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პრობლემები აქვს - გადამწყვეტ მომენტში გადამწყვეტ ნაბიჯებს ვერ დგამს. ალბათ, დოჰაშიც ასე იქნებაო.

ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ (2502) მონგოლ ბათჰუიაგ მონგონთუულთან (2410) შეხვედრისას სასურველი პოზიცია მიიღო, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლო მისი გამოყენება. უფრო მეტიც - 47-ე სვლაზე დასანანი მარცხი იწვნია.

პირველი ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: მარტა ფიერო (ეკვადორი, 2363)-ჟუ ჩენი (ყატარი, 2495) 1:0, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2546)-სიუ იუჰუა (ჩინეთი, 2484) 0:1, პია კრამლინგი (შვედეთი, 2516)-ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 2475) 0,5:0,5, მარი სებაგი (საფრანგეთი, 2489)-ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2454) 0:1.

დღეს მე-2 ტურში ითამაშებენ: ძაგნიძე-მონგონთუული, დანიელიანი-ჩიბურდანიძე, სიუ იუჰუა-სებაგი, მკრტიჩიანი-სტეფანოვა, ჟუ ჩენი-კრამლინგი, კონერუ-ფიერო.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე