ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მოცეკვავე კალათბურთელი - ილია ლონდარიძე

მოცეკვავე კალათბურთელი - ილია ლონდარიძე

მე-14 ტურში N1 კალათბურთელად ის მოთამაშე დავასახელეთ, რომელსაც "ლელოს" მკითხველი ჯერ არ შეხვედრია

მე-19 ჩემპიონატში ტურის საუკეთესო კალათბურთელად აქამდე ის მოთამაშეები სახელდებოდნენ, რომლებსაც მანამდე ან სუპერლიგაში გამოუჩენია თავი, ან - საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში. შესაბამისად, ჩვენი გაზეთის მკითხველი მათ ტურის MVP-ად არჩევამდეც იცნობდა.

მე-14 ტურში კი N1 კალათბურთელად ის მოთამაშე დავასახელეთ, რომელსაც "ლელოში" "დებიუტი" აქვს - ილია ლონდარიძეს ჩვენი გაზეთის მკითხველი ჯერ არ შეხვედრია.

ვიდრე მასთან დიალოგს შემოგთავაზებდეთ, ორი წლით უკან გადავიხედოთ. 2008-09 წლების სეზონში "მაქაბი" ჩემპიონატის აუტსაიდერი იყო - სეზონის წინ გუნდი გიორგი შერმადინმა დატოვა და "პანათინაიკოსში" გადავიდა. "მაქაბი" ახალგაზრდული შემადგენლობით ასპარეზობდა: იყო შემთხვევები კალათბურთელებს ერთ დღეს უმაღლეს ლიგაშიც უწევდათ თამაში და 20-წლამდელთა ჩემპიონატშიც.

სწორედ იმ დროს გუნდში გამოჩნდა გამხდარი, ტანმაღალი ილია ლონდარიძე, რომელსაც თანაგუნდელები "წეროს" ეძახდნენ. ისევე როგორც გიორგი ცინცაძეს მეტსახელი "ბუ" დღემდე შემორჩა (უცხოელი მწვრთნელებიც "ბუდ" მოიხსენიებენ), მწვრთნელები ლონდარიძესაც "წერიდ" იცნობენ. შეიძლება "ავტორმა" მას ეს მეტსახელი სიმაღლის გამო შეარქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ლონდარიძე ძალიან მსუბუქი, სწრაფია და ამიტომაც უჭირთ მისი შეჩერება მეურვეებს.

იგი სუპერლიგაში "მაქაბიში" გამოჩნდა, შარშან "დინამოში" ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ხოლო წლეულს...

თსუ-ს მწვრთნელმა ნუგზარ ჭეიშვილმა კარგად გათვალა, სეზონის დასაწყისში ლონდარიძე რომ დაიმატა - სწრაფ გამთამაშებელ გიორგი გაფრინდაშვილს (შემდეგ მას მიხეილ ჩიტაშვილი შეუერთდა) ლონდარიძისავით მოძრავი მეფარე ნამდვილად სჭირდებოდა. ილიასაც ჩემპიონატის აუტსაიდერიდან საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსი მიეცა. როგორ გამოიყენებს ამ შანსს და როგორ განაგრძობს თამაშს, ამას სეზონის ბოლოს ვნახავთ, მანამდე ინტერვიუს მივხედოთ.

- "სამედიცინოსთან" ბოლო ტურის მატჩში საუკეთესო კალათბურთელად დაგასახელეთ. თუ მიგაჩნია, რომ სხვა მატჩებიც არანაკლებად ჩაატარე?

- ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალში "სოხუმის" წინააღმდეგ მთელმა თსუ-მ კარგად ითამაშა და საუკეთესო ფორვარდად დამასახელეს. ის მატჩიც დასამახსოვრებელი იყო. პირველ წრეშიც არაერთი კარგი შეხვედრა გვქონდა...

- "სამედიცინოსთან" დაპირისპირება რის ხარჯზე მოიგეთ?

- ვიბრძოლეთ, არაფერი დავთმეთ, სროლაც წაგვივიდა და გავიმარჯვეთ.

- ამ შეხვედრაში დაგიბრუნდათ ტრავმამოშუშებული მიხეილ ფანჩულიძე...

- მან დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა. მართალია, ჯერ სათანადო ფორმაში არ არის, მაგრამ ძალიან დაგვეხმარა. იმედია, გიორგი მარხვაშვილიც მალე მოირჩენს ტრავმას და პლეი ოფებს საბრძოლო შემადგენლობით შევხვდებით.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, დიდი ხანია რიჩარდ მათიაშვილის გვერდით თამაშობდი...

- ერთმანეთს კარგად ვუგებთ. რიჩოც მეხმარება, გაფრინდაშვილიც, ჩიტაშვილიც, კოხრეიძეც... მოკლედ, თსუ მეგობრული გუნდია, რაც მოედანზეც კარგად ჩანს.

- თსუ-ს სათამაშო სტილსაც კარგად მოერგე...

- კმაყოფილი ვარ. გუნდის სტრატეგიასთან შეგუება რომ არ გამჭირვებია, პირველ რიგში მწვრთნელების დამსახურებაა. მინდა მათ მადლობა ვუთხრა. ვეცდები, ბოლომდე ვიბრძოლო და იმედები გავუმართლო.

- თსუ-მდე "დინამო" იყო...

- "დინამოში" შარშანდელი სეზონი გავატარე. მწვრთნელი დავით თორთლაძე ძალიან დამეხმარა. იგი გუნდში მეორე წრიდან მოვიდა და, ვფიქრობ, გავუმართლე.

- სუპერლიგაში ყვითელი მაისურით გამოჩნდი...

- "მაქაბიშიც" ერთი წელი ვითამაშე. ამ გუნდში დიდი გამოცდილება შევიძინე - უმაღლეს ლიგაშიც ვთამაშობდი და დუბლებშიც. იყო შემთხვევა, ერთ დღეში ორი მატჩის ჩატარება მიწევდა.

- "მაქაბიმდე" "ნიკე" იყო...

- "ნიკეში" გურამ მეგრელაძემ დამიძახა. ახალგაზრდულ ჩემპიონატში ძლიერი გუნდების წინააღმდეგ გვიწევდა თამაში და მწვრთნელიც მენდობოდა. ბატონმა გურამმა ბევრი რამ მასწავლა, ერთი ზაფხული მე დამითმო, სათანადოდ მამუშავა, რამაც შედეგი გამოიღო.

- "ნიკეში" საიდან მოხვდი?

- "იმედიდან", რომელსაც ლევან ინწკირველი წვრთნიდა. კალათბურთზე პირველად სწორედ მასთან მივედი.

- "იმედში" რამდენი წელი ივარჯიშე?

- ერთი.

- კალათბურთის თამაში რა ასაკში დაიწყე?

- 16 წლისამ. მანამდე, 7 წლის განმავლობაში ცეკვაზე დავდიოდი, მაგრამ სიმაღლეში ძალიან რომ მოვიმატე, სცენაზე პარტნიორის პოვნა გართულდა და კალათბურთზე მისვლა გადავწყვიტე.

საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!

"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?

"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა

"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს