მოცურავეს რიოს ინციდენტი ძვირად დაუჯდა
ამერიკელმა მოცურავემ რაიან ლოხტემ ათთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, - წერს USA Today. ასევე სანქციები გამოუტანეს კიდევ სამ მოცურავეს - გუნარ ბენცს, ჯეკ კონგერსა და ჯეიმს ფეიგენს. ამ სასჯელის გამო, ლოხტეს მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.

როგორც იცით, ოლიმპიადის დროს, ლოხტემ იცრუა, როცა განაცხადა, რომ მას და მის თანაგუნდელს რიოში თავს დაესხნენ. ექვსგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ეს ტყუილი თავისი უღირსი საქციელის გადასაფარად დასჭირდა.

თავდაპირველად, აშშ-ის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ოთხი მოცურავე14 აგვისტოს, ღამით გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბენცი, კონგერი, ლოხტე და ფეიგენი წვეულების შემდეგ, ოლიმპიურ სოფელში ბრუნდებოდნენ. ტაქსი, რომლითაც სპორტსმენები მგზავრობდნენ, შეიარაღებულმა პირებმა გააჩერეს, რომლებიც ამერიკელებს პოლიციის თანამშრომლებად წარუდგნენ. მძარცველებმა მოცურავეებს ფული და სხვა პირადი ნივთები მოთხოვეს.

მოგვიანებით გაირკევა, რომ სპორტსმენები არ გაუქურდავთ, არამედ ჯარიმა გადაახდევინეს ავტოგასასამრთ სადგურზე მიყენებული ზარალისთვის.

რიო-დე-ჟანეიროს პოლიციამ ლოხტესა და ფეიგენს ბრალი წაუყენა ცრუ ჩვენებების მიცემისთვის. მოგვიანებით. აშშ-ის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ბრაზილიურ მხარეს ბოდიში მოუხადა ინციდენტის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს