ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ვარსკვლავებიც ადამიანები არიან

ვარსკვლავებიც ადამიანები არიან

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" წინ ESPN-ის ვებგვერდზე "ოლ სტარის" მონაწილე 24 კალათბურთელის შესახებ საინტერესო მასალა გამოქვეყნდა
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" წინ ESPN-ის ვებგვერდზე "ოლ სტარის" მონაწილე 24 კალათბურთელის შესახებ საინტერესო მასალა გამოქვეყნდა, რომელშიც NBA-ის ვარსკვლავების ცხოვრებისეული ფაქტები და ისტორიებია მოყვანილი.

- კრის პოლის ბაბუა ტრაგიკულად დაიღუპა მაშინ, როცა "ნიუ ორლეანის" მომავალი ვარსკვლავი გამთამაშებელი მოედანზე იყო. საყვარელი ბაბუას დაღუპვის დღეს პოლმა მატჩში 61 ქულა დააგროვა - სწორედ ამდენი წელი იცოცხლა ბაბუამისმა.

- კობი ბრაიანტი ბევრ ინტერვიუში ხაზს უსვამს ევროპული ფეხბურთისა და კერძოდ "ბარსელონასადმი" სიყვარულს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა მილანში გაატარა და თავის დროზე "როსონერის" ფანი იყო. კობიმ ზაფხულზე სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე სტუმრობაც მოასწრო.

- კარმელო ენტონი დენვერში საპარიკმახეროს მფლობელია, რომელსაც "სტუდია 15" ჰქვია და იქ "დენვერის" ვარსკვლავი ახალგაზრდებისთვის აქციებს მართავს - გარკვეულ დღეებში მათ უფასოდ შეუძლიათ გალამაზება. და კიდევ, ენტონის დაბადების რიცხვი და თვე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის დაბადების თარიღს ემთხვევა.

- კევინ დურანტის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად მაიკლ ბიზლი რჩება, რომელთანაც დურანტი ბავშვობიდან მეგობრობს. ხოლო ბავშვობაში კევინის კერპი ვინს კარტერი იყო.

- კევინ ლავი ტელეარხ "დისნეის" სერიალ The Suite Life on Deck-ის ერთ-ერთ ეპიზოდში დუაიტ ჰოვარდთან და დერონ უილიამსთან ერთად გამოჩნდა. მანამდე "მინესოტას" მძიმე ფორვარდს მცირე ტელეგამოცდილება ჰქონდა - სერიალ Entiiurage-ში შეასრულა ეპიზოდური როლი.

- რომ არა კალათბურთი და გარკვეული გარემოებები, "სან ანტონიოს" ლეგენდა ტიმ დანკანი, შესაძლოა, წარმატებული მოცურავე გამხდარიყო. ვირჯინიის კუნძულებზე დაბადებული სპორტსმენი 1992 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლასაც კი აპირებდა, მაგრამ ქარიშხალმა "ჰიუგომ" კუნძულზე ერთადერთი ყველაზე ნორმალური აუზი დაანგრია, ამიტომაც ტიმი კალათბურთზე გადაერთო.

- მანუ ჯინობილი მაიკლ ჯორდანისა და დიეგო მარადონას დიდი თაყვანისმცემელია, უყვარს ფილმები - "მეექვსე გრძნობა" და "ფორესტ გამპი", ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია, რაშიც თავად დარწმუნდებით, თუ მის პირად გვერდებს იხილავთ Twitter-სა და Facebook-ზე.

- რასელ უესტბრუკი კალიფორნიის ქალაქ ლონგ ბიჩიდანაა, სადაც სნუპ დოგი და ნიკოლას ქეიჯი დაიბადნენ. ბავშვობაში ოკლაჰომელი მეჯიქ ჯონსონის ფანი იყო.

- ესპანელი პაუ გასოლი კი ახალგაზრდობაში ექიმობაზე ოცნებობდა და ერთი წელი ბარსელონას უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯშიც კი ისწავლა, მაშინ 18 წლის იყო, მაგრამ კალათბურთმა მის გეგმებს ხაზი გადაუსვა.

- სპორტული ოჯახიდან (დედაც და მამაც პროფესიონალი სპორტსმენები იყვნენ) გამოსული დირკ ნოვიცკი თავისუფალ დროს გიტრაზე და საქსოფონზე დაკვრას აღმერთებს.

- დერონ უილიამსის დევიზია: "ყველაფერი, რაც არ გვკლავს - უფრო ძლიერად გვაქცევს".

- სუპერდებიუტანტმა ბლეიკ გრიფინმა მოიფიქრა, როგორ გამოიყენოს კაცობრიობის საკეთილდღეოდ თავისი ნიჭი. ის ყოველი საკუთარი ჩატენვისთვის 100 დოლარს ხარჯავს ქველმოქმედებისთვის.

- მართალია დერიკ როუზი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ათლეტია, მაგრამ მეტსახელად "პუჰი" ჰქვია. ბავშობაში ის ძალიან ჰგავდა მილნის ზღაპრის ცნობილ გმირს და ბებიამაც შვილიშვილს ასეთი სახელი მოუგონა.

- დუეინ უეიდს ყველა Flash-ს ("ანთება", "აფეთქება") ეძახის, მაგრამ ბევრმა არ იცის ამ მეტსახელის წარმოშობის ისტორია. მისი ავტორი ენაკვიმატი შაკილ ო'ნილია. ის "ქუინის" კომპოზიციას ("ის საუკეთესოა მთელს მსოფლიოში") მღეროდა, რომელიც შესულია ფილმში - Flash Gordon.

- ლებრონ ჯეიმსის შესახებ უამრავი ფაქტისა და ისტორიის მოყვანა შეიძლება, რადგან მისი ყოველი ნაბიჯი აქტიურად შუქდება პრესაში. Twitter-ში ლებრონის პირადი გვერდის გაცნობისას ასეთ ფაქტებს წააწყდებით: პატივს სცემს ენტონი ჰოპკინსს, აღმერთებს ქალაქ ნიუ იორკს, გატაცებულია ამერიკული ფეხბურთით და ა.შ.

- გასულ წელს ამარე სტაუდმაიერმა თავისი ფესვების გამოკვლევა გადაწყვიტა. მანამდე დედამისმა განაცხადა, რომ ისინი წარმოშობით ებრაელები არიან. ამიტომაც ამარე მშობლიური კულტურის გასათავისებლად ისრაელს ეწვია.

- სუპერმენი დუაიტ ჰოვარდი "გოსპელის" ჟანრის დიდი თაყვანისმცემელია, შესაბამისად, ის რელიგიურ მოტივებზე შექმნილი მუსიკის მოსასმენად ეკლესიაში სიამოვნებით დადის.

- რაჟონ რონდოს უყვარს რეპი, განსაკუთრებით T.I. და Jay-Z, პატივს სცემს ჩოგბურთს, გულშემატკივრობს ბეისბოლის გუნდ "რედ სოქსს", აღმერთებს ძილს. მისი საყვარელი კალათბურთელია რაჟონ რონდო.

- სამქულიანების რაოდენობით NBA-ის რეკორდსმენ რეი ალენს ერთგვარი ნერვული აშლილობა აქვს, რაც აკვიატებულ აზრებსა და მოძრაობებში გამოიხატება. მაგალითად, თუ ის იატაკზე ქაღალდის ნაგლეჯს შენიშნავს, აუცილებლად დაიხრება მის ასაღებად.

- პოლ პირსისთვის ბავშვობაში საუკეთესო გასართობი ტელევიზორში "ლეიკერსისა" და "სელტიქსის" მატჩების ყურება იყო. მეტსახელი - "სიმართლე", რა თქმა უნდა, შაკმა მოუგონა.

- კევინ გარნეტი სულაც არ არის გურმანი. თავის საყვარელ კერძებად პიცას, ჰამბურგერსა და შემწვარ კარტოფილს ასახელებს. ძალიან სასარგებლო კვებაა სპორტსმენისთვის!

- კრის ბოშმა "მაიამიში" გადასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის დაასახელა, რომ ფლორიდაში NBA-ის ყველა მატჩის ხილვის საშუალება ექნებოდა. მისი თქმით, ტორონტოში საჭირო არხის მონახვა შეუძლებელი იყო.

- ელ ჰორფორდი დომინიკის რესპუბლიკაში დაიბადა. ამიტომაც მისთვის გართობის საყვარელი სახეობა პლაჟზე ან აუზზე ნებივრობაა. გარდა ამისა, მას ძალიან კარგად შეუძლია მაგიდის ჩოგბურთის თამაში.

- "ატლანტას" კიდევ ერთი კალათბურთელისთვის, ჯო ჯონსონისთვის საუკეთესო გასართობია ბოულინგის თამაში, კინოში სიარული და ამერიკული ფეხბურთი.

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა