"არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ფეხბურთელს, რომელიც სულს და გულს დებს თავის საქმიანობაში!"
თბილისის "დინამოს" მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელის განცხადება დღეს, 9 სექტემბერს, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა.

თბილისის "დინამოს" 34 წლის ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში, რომლის ღირსებას 19 წლის ასაკიდან იცავდა, 49 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე ოთხი გოლია. ბოლოს ალეკომ საქართველოს ნაკრებში ავსტრიის წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში (1:2) ითამაშა.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

გამომდინარე იქიდან, რომ თავად ალეკოს სოციალურ ქსელში პირადი გვერდი არ აქვს, ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება, მისმა მეუღლემ ნინი ზარქუამ გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ვინაიდან ამისულა არ არის დარეგისტრირებული არცერთ სოციალურ ქსელში, განცხადებას ავრცელებს ჩემს გვერდზე.

მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან ძნელია ამ განცხადების გაკეთება, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და სწორედ ახლა დადგა ეს დრო, როდესაც მე ვემშვიდობები ეროვნულ ნაკრებს და გადავდივარ გულშემატკივართა რიგებში.

უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელს, ყველა მწვრთნელს, ვისთან ერთადაც მომიწია ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა. დიდი მადლობა ნაკრების თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან ბევრს და დაუღალავად შრომობენ. მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს გულშემატკივარს თანადგომისთვის, დაფასებისთვის, სიყვარულისთვის.

აქვე მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ მე ყოველთვის ვიყავი ჯანსაღი კრიტიკის მომხრე, ვითვალისწინებდი საფუძვლიან შენიშვნებს, რადგან ეს ჩემი განვითარებისათვის აუცილებელია. თუმცა, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში, ჩემს მიმართ გამოთქმული მოსაზრებები კრიტიკის ზღვარს გაცდა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რაც დამეთანხმებით, მიუღებელია. უხეშმა, პირდაპირ ვიტყვი, შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა ჩემი მისამართით, ნეგატიური გავლენა იქონია ჩემზე და ჩემს ოჯახზე.

იმედი მაქვს დაფიქრდებიან ამ გამონათქვამების ავტორები და მომავალში მაინც გაითვალისწინებენ, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ფეხბურთელს, რომელიც სულს და გულს დებს თავის საქმიანობაში!

ჩემი ეს განცხადება, ჩემს მიმართ უკვე გამოთქმულ შეურაცხყოფას ვერ წაშლის, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც ჯერ ყველაფერი წინ აქვთ, აღარ მოუწევთ მსგავსი გამონათქვამების მოსმენა.

ყველას, ვინც აფასებდით ჩემს საქმიანობას, დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! ალექსანდრე ამისულაშვილი", - ნათქვამია განცხადებაში.

უმადურებს
უმადურობის დოღია საქართველოში. ასეთი არაფერი მინახავს. რატომ თამაშობდიო? იმიტომ რომ მწრთვნელი აყენებდა. იმიტომ რომ მასზე უკეთესი არავინ იყო. ამხელა გზაზე მოდიოდა და ქვეყნის საქმეს ჩუმად, ყოველგვარი ხეირის გარეშე აკეთებდა... თქვენ რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის?
geo
მადლობა ალეკო. სამწუხაროდ ბევრის მოთმენა გიწევთ, რას იზამ...
OLdMan
ქეცბამ რაც ილაპარაკა ამაზე იმის მერე საერთოდ რა ნამუსით გამოდიოდა მინდორზე ...
gizog
ალეკო მადლობა, რომ ყველა თამაშისთვის ნაკრებში, გასაგებია ყველა წარმატებული ვერ იქნებოდა, მაგრამ შენ თავდადებაში ეჭვი არსდროს შეგვპარია. უმადურებს შევახსენაბ, რომ ნაკრებში ფეხბურთელს მწვრთნელები იწვევენ და ისინი ტანკებით არ მოდიან უნდა გვათამაშოო. ალეკომ თქვა უარი ნაკრებში თამაშზე მთელი ამბები ატყდა, როგორ გვაკადრაო. ითამაშა და უმადურების ნიაღვარი დაატყდა თავს.
გუჯა კახაძეს
ვაკვირდები ამ საიტზე თქვენს კომენტარებს და ვთლი,რომ ძალიან არასწორად მსჯელობთ,პირადულზე არ მიყვარს გადასცლა,მაგრამ ახლა ვეღარ მოვითმინე და გპასუხობ; რეებს წერ აბა,შენს კომენტარებში თუ არის რამე კაცური,შე კაცო ყიფიანი მაინც არ გახსოვს რატომ წავიდა,არ გაქვს წაკითხული მაინც მისი ინტერვიუები,გადაშალე წიგნები,წაიკითხე,გაიაზრე და მერე აკეთე დაწყნარებულ გულზე კომენტარები,ან დიდი მესხის მემუარებს გადახედე,გაცილების დღეს ურუგვაელთა მწვრთნელმა,რომ გაიგო მესხი მიდიოდა,გაიკვირვა და დასძინა ეს მიდის და სხვები რჩებიანო,ან სლავა მეტრეველზე გაგიგია რამე,რა კონდიციაში იყო როცა დატოვა ფეხბურთი,იცი ეს გენიოსები რატომ წავიდნენ ფეხბურთიდან?იმიტომ,რომ არ დამართოდათ ის რაც ამისულაშვილს დაემართა,ამისულაშვილი როგორ უნდა შეადარო ამ ბუმბერაზებს,მაგრამ მაინც მაგალითისთვის,ბატონი ქეცბაია ჭკვიანი კაცი იყო,მან თავის დროზე მიუთითა მას წასვლისკენ და არა მარტო მას,ბევრს კიდევ,ამათ ქეცბა საკუთარი თავების მტრად მიაჩნდათ,მაგრამ მისთვის,რომ დაეჯერებინა ამისულაშვილს და იმ სხვებსაც,ამ დიდ სირცხვილს გადარჩებოდნენ,ცხოვრება და სპორტი ძნელია,როგორც მოსვლაა საჭირო ასევე აუცილებელია წასვლა,რატომ იცი,რომ არ შერცხვე და რაც გაგიკეთებია,თუ რამე გაგიკეთებია,ერთბაშად წყალში,რომ არ ჩაყარო.აი ესაა კაცური საქციელი,აი ესაა კაცურად ცხოვრება.
სოსო
წარმატებებს გისურვებ ალეკო საკლუბო კარიერაში და მომავალ ცხოვრებაში. გმადლობ იმ კარგი თამაშებისა და თავგანწირვისათვის,რაც საკმაოდ ბევრი დაგიქუჩდა კარიერის მანძილზე. ძმებო გულშემატკივრებო,თქვენი და ჩემი კრიტიკა რა თქმა უნდა სამართლიანი იყო ნაკრების მიმართ, მაგრამ შემადგენლობას მწვრთნელი განსაზღვრავს და თუ ამისულაზე უკეთესი ეგულება,მას ათამაშებს,ფეხბურთელი კი ჯარისკაცია და თუ დაუძახებენ,უნდა იბრძოლოს რაც შეუძლია,მეორე საკითხია რა შეუძლია იმ მომენტში,მაგრამ ეს უკვე ფეხბურთელის საკითხავი აღარ არის,მწვრთნელისაა.ვთქვათ წავიდა ლობჟანიძეც,გვყავს კი მასზე უკეთესი განაპირა მცველი?კაცმა ამ სიბერეში როგორი აუტები ისწავლა,მოწინააღმდეგის კართან დაძაბულობა სანახევროდ მის აუტებს მოსდევს და თუ ამ აუტებიდან გამოვარდნილ ბურთებზე ნახევარმცველები ერთი ან ორი შეხებით კარში დარტყმებსაც დაამუშავებენ,რაც სხვათა შორი ამ ბოლო თამაშში სცადეს,მაშინ ლობჟანიძე შეუცვლელი იქნება შეტევაში.აქვე ვახსენებ გიორგი ცინცაძესაც,გიორგი ერთადერთი კლასიანი გამთამაშებელია საქართველოში,რომ ვუძახით მოაშორეთო,გვყავს უკეთესი?გიორგის,ამისულას,ლობჟანიძეს არ უნდათ რომ უკეთესად ითამაშონ?ამას ვერავინ დამაჯერებს და არც დასაჯერებელია.ფაჩულია მოსამზადებელ თამაშებზე ნოლი იყო,არცეგ არის პატარა ბიჭი და წასულიყო ნაკრებიდან?ოფიციალურ თამაშებში ხომ ვნახეთ, ისევ ის ლომია რაც ადრე იყო.ყველა სპორტსმენს აქვსკარგი და ცუდი პერიოდი,როცა უჭირს, მაშინ უნდა გვერდში დგომა,თორემ როცა ფორმის პიკზეა თვითონაც იცის რა გააკეთოს და ისევ ვიმეორებ,მისი მოედანზე გამოსვლა მწვრთნელის პრეროგატივაა და არა თავად სპორტსმენის.
ლუკა
მადლობა ალეკო! დროული ნაბიჯი გააკეთეთ და დასაფასებელია ეს. გისურვებთ წარმატებას საკლუბო დონეზე და პირად ცხოვრებაში.
butxa
მადლობა დიდი რო წახვედი.გმერთმა ხელი მოგიმართოს. ჩვენი ხალხის დამსახურებაა ამ კაცის წასვლა.
Gocha
Karieris Sauketeso wlebshi nakrebs ar gaakares es bichi,radgan rusetshi tamashobda.I'm drops sauketeso qartveli mcveli iko.midis kaci da isev lanzgavt da abuchad igdebt.vinc dascinit am kacze meti gagikrtebiat? Mara bogma da shuri gaxrchobt.aseti ram arcert qvekanashi ar xdeba.
გიყვარდეს შენი ქვეყანა!მერე ფეხბურთი და ა.შ
წახედი რა შენც მესი ხარ აქამდე რას უყურებდი მაგის გამო ნაკრების თამაშს არ ვუყურებდი, ღირსეულად უნდა წახვიდე გიყვარდეს შენი ქვეყანა!მერე ფეხბურთი და ა.შ
beso
oh kai erti egre itamasho da agarc gagakritikon? jer erti kariera ro aiwyve nakrebis damsaxurebaa

ვაშააააა, ძლივს არ მიხვდა რომ უნდა წავიდეს
ალიკა
მადლობა ალეკო, წარმატებებს გისურვებ, მაგრამ ცოტა ადრე უნდა წასულიყავი, როცა დაინახე რომ სისწრაფეში ჩამორჩები და პოზიციის შერჩევაშიც ცოდავ ეე მაშინ უნდა წახვიდე, სანამ რამოდენიმე თამაშს შენი შეცდომის გამო არ წააგებს ნაკრები, მითუმეტეს რომ ცენტრალური მცველები მოიძებნება ასე თუ ისე
Timur
პოლონეთმა აქ რო მოგვიგო და მერე ვარშავაშიც რო ბურთი თავზე დაგვახია ლევანდოვსკიმ მაშინ უნდა წასულიყო. გადახედეთ იუტუბზე გოლებს და ნახავთ ვისი ბრალი იყო.
დონ კარლეონე
მადლობა ამისულ,გაიხარე ძმაო.უფალი გფარავდეს.
დილა
miuxedavad bolo tamashebis chagdebisa shen bevri kargi gagiketebia nakrebistvis da magis daviwyeba ar sheidzleba mara rogorc vtqvi bolos vegar iyavi satanado doneze da nu gwyins da nu ibutebi chvenc unda gagvigo gulshematkivars romelic martla daigala, shens gamosvlas nakrebshi ar vakninebt namdvili gulshematkivrebi, piriqit vapasebt da madlobas gixdit yvelapristvis da warmatebebs gisurvebt. madloba amsik
maradona
ჯერ მინდა,რომ ზოგადად ვთქვა... ბოლო პერიოდში,გულშემატკივართა მხრიდან იკო კრიტიკა,მე ვიტკოდი მცვავე კრიტიკა,ამისულაშვილის მისამართით და ეს კრიტიკა იკო სამართლიანი და საჩირო... შეურაცკოფა კი მისი მისამართით,კოველ შემთხვევაში სოც ქსელში მე არ მინახავს და საინტერესოა,თუ რას ეძახის ალექსანდრე შეურაცხკოფას... ეხლა უფრო მნიშვნელოვანზე მინდა ვთქვა... როდესაც ფეხბურთელი თამაშობს ეროვნულ ნაკრებში,ის ტამაშობს ორი რამის გამო,კოველ შემთხვევაში ასე უნდა იკოს... პირველი,ეს არის ეროვნული ინტერესი და მეორე არის პირადი ინტერესი... და როდესაც ფეხბურთელი გრძნობს,რომ ამა თუ იმ ობიექტური მიზეზის,ან მიზეზების გამო,მისი თამაში ეროვნულ ინტერესს ვეგარ ემსახურება და აგარც აქვს ამის პერსპექტივა,ის უნდა ცავიდეს... და უნდა ცავიდეს დროზე და არ უნდა დაჩირდეს გულშემატკივართა შეძახილები და მცვავე კრიტიკა... სცორედ ეს არის პატრიოტიზმი... და შესაძლოა,იმაზე მეტი პატრიოტიზმიც კი , ვიდრე მინდორზე თავდადება და კარგი თამაშია,რადგან ასეთი ცასვლით ფეხბურთელი მხოლოდ ეროვნულ ინტერესსზე ფიქრობს და პირად ინტერესს ივიცკებს... ამისულაშვილის ამ განცხადებიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება... ის ეროვნულ ნაკრებს ტოვებს არა იმის გამო,რომ მისი თამაში ეროვნულ ინტერესს ვეღარ ემსახურება,არამედ იმის გამო რომ თურმე შეურაცკოფილია ჩვენგან,ანუ გულშემატკივრისაგან... ანუ,ის იქცევა არა როგორც პატრიოტი,არამედ როგორც უბრალოდ გაბრაზებული და ნაცკენი ადამიანი... ამაზე მეტს აღარაფერს ვიტკვი... მხოლოდ ერთს დავმატებ...ლამაზად ცასვლასაც ცოდნა უნდა!... ეხლა მინდა რომ მოგმართოთ თქვენ,ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო... და მინდა გითხრათ,რომ ჩვენ ძალა ვართ!.. და თუნდაც აქ მიცერილ ჩვენს აზრს და ნათქვამს,მნიშვნელობა აქვს... და ჩვენი ვალია,რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა გამოვიკენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა,ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის!.. და ეს შესაძლებლობა,დინამოს სტადიონზე ეროვნული გუნდის გულშემატკივრობაცაა და აქ,ამ გზავნილებში გამოხატული თქვენი აზრი და გულისტკივილიც...
Kote
დიდი მადლობა ალეკო! მადლობა თითოეული ნაკრებში ჩატარებული თამაშისთვის! უმადურობა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვისებაა, რაც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს. ნუ იქნებით უმადურები! ამისულას დარი თავდადება ბევრ სხვა ფეხბურთელს არ უჩვენებია, ნაკრებისთვის მისგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს. მე არ ვიცი ფეხბურთელი, მით უმეტეს მცველი, მით უმეტეს ჩვენნაირი სუსტი ნაკრების მცველი, რომელსაც თამაშის დროს შეცდომები არ მოსვლია. ასე რომ - კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის, რაც კი ნაკრებისთვის გაგიკეთებია!
roma
ხალხო,რატომ ილანძღებით,ან ნერვებს რატომ არ უფრთხილდებით,ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება,ხოდა ზოგი აგინებს ამ კაცს,ზოგი აქებს,ეს გემოვნების საკითხია,გაიგეთ ყველამ,რომ საბჭოთა კავშირში აღარ ვცხოვრობთ,უკვე დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა ვართ,ახლა,რაც შეეხება ამისულაშვილს:ცხოვრებაში არსებობს "მერკები"რითაც იზომება ადამიანის დონე,როგორც ცხოვრებაში,ისე სპორტში,მითუმეტეს ფეხბურთში,მოდი ამ კუთხით განვიხილოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამისულაშვილი ვინ იყო,ის იყო ევროპის დონის მიხედვით საშუალოზე ერთი თავით დაბალი დონის ფეხბურთელი და შედარების კუთხით საბჭოთა ჩემპიონატში ითამაშებდა ქუთაისის ტორპედოში ან ლანჩხუთის გურიაში,აი ეს იყო ამისულაშვილი,ხოლო რაც შეეხება მადლობას,ის პირადა ჩემგან მადლობას არ იმსახურებს,ეს ჩემი აზრია,იმიტომ,რომ მას არაფერი საიკეთო ქართული ფეხბურთისთვის არ თუ ვერ გაუკეთებია,წავიდა,თავისი სურვილით,კარგია,ეს ადრე უნდა გაეკეთებინა,აი მაშინ,როცა ქეცბაია აღარ ათამაშებდა,მაშინ უნდა მიმხვდარიყო ამ ყველაფერს და სხვათაშორის იმ სირცხვილს გადარჩებოდა,რაც მის დაბრუნებას მოჰყვა,ასე,რომ ქეცბაია მოყვარე ყოფილა მისი და არა მტერი,როგორც თვითონ მიიჩნევდა,ნუ წავიდა და წავიდა,კარგი იქნება დინამოდანაც თუ წავა და ახალგაზრდებს დაუთმობს ადგილს და ასევე ძალიან კარგი იქნება თუ უკან აღარ მოიხედავს ფეხბურთში,მას გასაზიარებელი და მითუმეტეს ვინმეს,რამე,რომ ასწავლოს სამწუხაროდ ამ რეზერვს მასში მე პირადად ვერ ვხედავ,წავიდა, ნახვამდის.
1234
ჯერ გულშემატკივრობა ვისწავლოთ ქართველებმა და მერე ვიოცნებოთ წარმატებაზე ჯობია. შეცდომას ყველა სპორცმენი უშვებს მარა ამისგამო ოჯახი არუნდა აგინოთ თქვე ვაი-გულშემატკივრებო
ტარო
ამისულა მაგარი კაცი ხარ, დიდი ფეხბურთი ითამაშე, შენისთანა ფეხბურთელი ნეტავ ბევი ყავდეს საქართველოს.ყველგან მაგრა ითამაშე, დაწყებული ნალჩიკიდან დამტავრებული ეროვნულ ნაკრებში. გაიხარე და წარმატებებს გისურვებ.
gurami
საქარტველოს ჩემპიონატში ვინც ბრუნდება ვერავინ ვეგარ ტამაშობს ნაკრებიში, ამისულაშვილი საზღვარ გარეტ რომ ტამაშობდეს ისევ იმ დონეზე იტამაშებს, ამის წასვლიტ არფერი გამოსწორედება, მტავარია ბავშტა ფეხბურტიდან უნდა დაიწყოს განვიტარება.
მამულო
უფრო ადრე რომ წავსულიყავი,არ მიიღებდი შეურაცყოფას. წასვლა დაგიგვიანდა ზამიკო.
გუჯა კახაძე
მადლობა ალეკოს და წარმატებებს ვუსურვებ "დინამოსთან" ერთად! აქ აღარ შემოვდიოდი ჩემო პოსტებით გამოწვეული ნეგატივის გამო, მაგრამ იძულებული ვარ გავიმეორო: ფეხბურთელი აკეთებს იმას, რასაც მწვრთნელები ასწავლიან. თუ ქართული ფეხბურთის გადარჩენა გინდათ - ფეხბურთელის ჩაგდებული თამაშის შემდეგ ფეხბურთელის ლანძღვის ნაცვლად დაასახელეთ ის მწვრთნელები, ვინც ფეხბურთელი ამ კონდიციამდე მიიყვანა!
ბეჟანა
დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო...
koko
მადლობა ალეკო ყველაფრისთვის! ისე კარგი ქენი რომ წახვედი უკვე ვეღარ ქაჩავდი და თავს თყუილა ალანღინებდი ხალხს.5 წლის უკან მაგარი იყავი. წარსულში ნაკრებში თამაშზე უარი რომ თქვი ეგ ცუდი ლაქაა.
giorgi
დიდი მადლობა წასვლისთვის, ლობჟანიძის და დვალისვილის ჯერია.
Lm
ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა ... აშკარად ვეღარ არის იმ ფორმაში როგორშიც გვახსოვს და დროული წასვლაც საჭირო ... წარმატებები ალეკოს და მადლობა განვლილი თამაშებისთვის
5
ლობზანიდზესაც მოკიდე ხელი ტუ ზმა ხარ
nodarichi123
ერთერთი გამორჩეული ქართველი პეხბურთელი ვინც დაპასებული იყო საქართველოს გარეთ
tazo-s
თაზუნა შე მართლა ბრბოვ და ბრბოს ნაშიერო რო ილანზგები ერთი ეგ ტქვი რა აქვს გაკეთებული ამ ამისულა ავტოგოლას ქვეყნისთვის??????? გარდა იმისა რო ფულზეა დახარბებული?????
ტარასი
წასული არ იყავი?ვინ დაგახია კალთები რომ დაბრუნდი,მაგრამ ქეცბაიასთვის და ძველი მთავრობისთვის გინდოდა დაგემტკიცებინა რომ ვითომ ე.წ.პოლიტიკური ნიშნით აღარ გათამაშებდა ქეცბაია,მაგრამ არ იდარდო, პარლამენტში ან მთავრობაში გაგიჩალიჩებენ ადგილს,რა ყაველაშვილზე ნაკლები ხარ?
Vito
გაუტრაკეთ ამისულას თითქოს მაგაზე მაგარი ცენტრები არიან და მაინდამაინც მაგას იძახებდნენ,სანამ შეურაწყოფას მიაყენებთ გაიხსენეთ მისი ჩაშლილი შეტევები კარიდან გამოღებული ბურთები ჯიგრებო:)ალეკო წარმატებები ძმაო
Paata
მწვთნელი უნდა ხვდებოდეს,ვინ უნდა იყოს ნაკრებში და ვინ არა ! სანამ ლობჟანიძე,დაუშვილი და ა.შ.მიხვდებიან ,რომ აღარაა ფეხბურთი მაგათი საქმე,დამთავრდა მორიგი შესარჩევი ციკლი ! არ იქნება ჩვენი საშველი სანამ ძმაკაცობა,ბიძაშვილობა და ფულიანი მამიკო–ბიძიები არსებობს ქართულ ფეხბურთში !!!და არამარტო ფეხბურთში !
Tazo
გელაშვილზე და ამისულაშვილზე რომ წერთ აქ რაღაცეებს თქვე საცოდავებო რა გეშველებათ, მაგ ბოღმით არბდაიხჩოთ, და ლობჟანიძეს იძახებენ და თამაშობს , რა არის სხვა ვინე და არ იძახებენ??? უსაქმურების გაუნათლებლების და შურიანების ბრბო ხართ აქ 99%
megre
ასეთი დამოკიდებულების შემდეგ როცა ნებისმიერ ფეხის წაცდენაზე ტალახში გსვრიან, მთელი განვლილი წლების განმავლობაში ერთგულად რომ ემსახურებოდი ქვეყანას, ხალხს, ყველაფერი რომ დავიწყებას ეძლევა თითქოს არც ყოფილიყოს, კიდე რა თავგანწირვას და პატრიოტიზმს ითხოვთ ან ფეხბურთელებისგან ან ზოგადად. მჭედლიძეზე რომ იძახიან ან ქვილითაიაზე როგორ გაბედეს სადღაც მეასე ხარისხოვან სამოყვარულო გუნდთან თამაში ნაკრებში რატო არ ითამაშეს თავი რატო არ გაწირესო, გაეწირათ თავიც და კარიერაც თორე რომელიმეს სამადლობელი სიტყვა წამოგცდებოდათ და დაუფასებდით. ამისულაშვილს ეხლა კიარა 7 8 წლის წინ უნდა დაენებებინა თავი, ან რაში ჭირდებოდა ნაკრებში თამაში, ან იგივე დვალიშვილს, ლობჟანიძეს, კანკავას.... ან სხვებს რაში ჭირდებათ, პრემიერლიგაში ქართველი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს სათამაშო დონიდან გამომდინარე სადაც ყურადგება ექცევა ნაკრების რეიტინგს და ნაკრებში ჩატარებულ მატჩთა რაოდენობას და სხვა ქვეყნებში ამას არანაირი მნიშვნელობა არ ეძლევა. იგივე ჟოზე მოურინიოს აზრს ვეთანხმები რომ ზოგადად სანაკრებო ფეხბურთი მოძველდა და დროთა განმავლობაში კიდე უფრო დაბალ დონეზე დავა, ფეხბურთელს რომელიც კვირაში ღებულობს ასეულ ათას დოლარს არანაირი მოტივაცია არ აქვს სანაკრებო თამაშებში ფეხები იმტვრიონ. სანაკრებო თამაშები ასე თუ ისე მეორე ეშელონის საფეხბურთო ქვეყნებს უფრო აინტერესებთ და იგივე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეების გაზრდაც მაგ მეორე ხარისხოვანი გუნდებით მაგას ემსახურებოდა. ამისულაშვილს უღრმესი მადლობა, რაც შეეძლო რასაც თავისი ცოდნა და შესაძლებლობები გაწვდა ამდენი წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურა ნაკრებს და ქვეყანას
ჰმ
და ლობჟანიძის ადგილზე ვის აყენებთ?
joni
როგორც იქნა მიხვდა რომ წასულიყო მაიც და მაინც კიდევ ერთხელ უნდა ჩაეფლავებინა თამაში
giga
Eric cantona-ს. ისე იძახით ლობჯანიძეც თუ მიბაზავს კარგი იქნებაო, თითქოს კონა ორ შაურად ეყაროს მისი შემცვლელი ფეხბურთელები. ცოტა ტვინი გაანძრიეთ, კარგი იქნება. ალეკოს კი მინდა წარმატებები უსურვო ყველა მიმართულებით. ადრე თუ გვიან ეს ყველა ფეხბურთელის ხვედრია.
alexandre
გული არ გაიტეხო. ეს ზოგადად ქართული სენია. ნაკრებში ამისულაშვილის თავდადება ყოველთვის სამაგალითო იყო. წარმატებებს გისურვებ. გაიხარე.
ირაკლი
ეს წავა და სხვა მოვა, მაგრამ ნაკრები მაინც აგებს......
ვაკო
დინამოდანაც თუ წახვალთ შენ და ლობჟანიძე კარგს იზამთ!
Timur
ლობჟან შენი ჯერია ეხლა!
gurami
ეს აკამდე უნდა გაგეკეტებინა და არ იკნებოდი ამ დგესი
reso
გადავრჩით,ასე არ ჯობია ტოო.ლობიოჯანიძის დრო მოვიდა.
merabi
კარგია, რომ მიხვდა, რომ სუსტი ცენტრია და მის გამო ბევრი გოლი გავუშვით როგორც ნაკრებში, ისე დინამოში, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ მასზე უკეთესი მცველები თითებზე ჩამოსათვლელია. სამწუხაროდ.
vamexi
Madloba Aleko Giuliani kaci xar
გიორგი
ალეკო გულს ნუ გაიტეხ შენ მომავალშიც ჭირდები ქართულ ფეხბურთს. მემ ჯერა შენი ერთგული გარჯის და პროფესიონალიზმის. შეცდომები კი ყველას მოზდის. გულშემატკივარი კი ხშირად ემოციურად სუბიექტურია, ეს შენც არ გესწავლება.
გულშემატკივარი
ზოგიერთი ისეთი კომენტარია გული აგერევა რა. რას აგინებ დალოცვილო, იარაღი დაადო მწრთვნელს,გინდა თუ არა მათამაშეო? ვინც მიიყვანა და დააყენა იმას მოსთხოვეთ. კაცი რაც შეეძლო აკეთებდა და იბრძოდა. ქონდა ძალიან კარგი სეზონები, როცა მართლა გაუვალი იყო. მესმის რომ კვირკველია და კაშიას უნდა ეთამაშა, მაგრამ დავუშვათ რომელიმე ვერ ჩამოვიდა ვის აყენებთ შუაში საინტერესოა?
goga
უჩა ლობჟანიძეც თუ დაგვდებს პატივს ბედნიერი იქნება სრულიად საქართველო ))))))
svani
ცხადაძის ნაკრებში მშვენივრად კი თამაშობდი და...))
tornike
ბოლო, თამაშზე მესმოდა ალეკოს მიმართ, შეძახილები და მინდა ვთქვა ყველა ეს ადამიანი მტერია და არანაირი საერთო არ აქვთ არც ფეხბურთთან და არც გულშემატკივრობასთან. სირცხვილია ყველა მათქანი ტრიბუნის და შესაძლებელი რომ იყოს როგორც ბოთლის თავსახურს არ გვატანინებენ ისე არ უნდა შეუშვან მსგავსი განუვითარებელი ადამიანებიც.
Ven
Nu miaqcev aleko ugirs da uzrdel "gulshematkivrebs" yuradgebas. Sidzulvili da bogma xom qartvelebis damaxasiatebeli tvisebaa:( carmatebebi da madloba amisul!
giorgi
მიუხედავათ ბოლოდროინდელი ჩაგდებული თამაშებისა არაა ამისულაშვილი გინების ღირსი.როდესაც ახალგაზრდა იყო და პლუს ფორმის პიკზე ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია მას როგორც რუსეთის პრემიერლიგაში,ასევე ეროვნულ ნაკრებშიც.თავის დროზე კრასნოდარის და კრილია სოვეტოვის კაპიტანი იყო,რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველი და ამავდროულად ერთი პერიოდი მისი სატრანსფერო ფასი 3მილიონსაც აღწევდა.მადლობა ყველაფრისთვის ალეკო,წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში!!!სხვებისგან გასხვავებით კაცმა მიხვდა რომ თავის მოჭრას ჯობდა წასულიყო ნაკრებიდან...
status quo
შენ კი გრძნობ თავს შეურაცხყოფილად,მაგრამ ერთი ჩვენც გვკითხე როგორ ვგრძნობთ თავს შენი შეცდომების გამო ორი გოლი რომ გაგვიტანეს და ფაქტიურად მოგვესპო მსოფლიოზე გასვლის შესაძლებლობა.
Eric cantona
წარმატებები ალეკოს საკლუბო დონეზე და პირად ცხოვრებაში. პ.ს. ისე ლობჟანიძემაც რომ მიბაძოს არ იქნება ურიგო.
გიორგი
მადლობა ალეკო ყოველშემთხვევაში ნაკრებს სულ აფასებდი, ფორვარდებზე მეტი გოლი გაქვს გატანილი ნაკრებში და ერთი ორი წლის წინ მართლა ძალიან მაგრად თამაშობდი მაგრამ ახლა უკვე დაგეტყო ასაკი და ასე ჯობდა
gio
მადლობა ყველაფრისთვის. ამ მცველს უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი საქართველოს ნაკრებში ვიდრე ბევრ მოქმედ თავმდამსხმელს!
დიმა
კარგია, ყოჩაღ რომ დროულად წახვედი, იმედია სხვებიც მოგბაძავენ და ახალ თაობას შანს მისცემთ. ამასაც გამბედაობა უნდა
Gia
ზურა შე მარტო ბოღმა. იცი მაგით მარტო სხვას კი არა სენ ტავს ვნებ. იმკურნალე!
gelashvilis fani
არიქა ესეც ოცნების სიაში ხო არაა ::D
ego
მაგარი იქნება, ცენტრში იქნება კვირკველია კაშია,
beqa
გაიხარე წარმატებებს გისურვებს ყველა ნამდვილი გულშემატკივარი.
დინამო
ღირსეული საქციელია!
zura
აუ დაგვექცა ქართული ფეხბუთი,
ჰმ
გამოსამშვიდობებელ წერილში შეურაცხყოფებზე ლაპარაკი არ ღირდა. თმენის ვალდებულება არა მხოლოდ პოლიტიკოსებს აქვთ. თუმცა შეურაცხყობის მიყენებაც არასდროს არ ღირს, რა თქმა უნდა. ალეკო, მადლობა, წარმატებები!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კვირკველია და ამისულაშვილი ანტირეკორდსმენებში
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
გიორგი დეკანოსიძე: თელავს, კახეთის ლამაზ მხარეს, უმაღლეს ლიგაში გუნდი ეკუთვნის!
ლევან კობიაშვილი: მადლობა ამისულაშვილს ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის
ალექსანდრე იაშვილი: ის ძალიან დააკლდება ჩვენს ნაკრებს როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი
12 ნოემბერს ალექსანდრე ამისულაშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება