ჩოგბურთელებმა ხუთ ტურნირზე აიღეს სტარტი, ყველაზე მეტ ყურადღებას კი დოჰაში ქალებისა და დუბაიში მამაკაცების შეჯიბრებები იპყრობს
ამ კვირას ჩოგბურთელებმა ხუთ ტურნირზე აიღეს სტარტი. ყველაზე მეტ ყურადღებას დოჰაში ქალებისა და დუბაიში მამაკაცების შეჯიბრებები იპყრობს.

პირველ დღეს დოჰაში მხოლოდ სამი მატჩი ჩატარდა, მაგრამ უკვე დაფიქსირდა ერთი მოულოდნელობა. ჩეხმა ლუსი საფაროვამ ბრძოლას გამოთიშა მეშვიდე ნომრად განთესილი პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა, რომელმაც ავსტრალიის ღიაზე კარგად წარმოაჩინა თავი.

პოლონელმა ძალიან კარგად დაიწყო შეხვედრა და პირველ პარტიაში 5:1 დაწინაურდა, მაგრამ ამ სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უკვე ფსიქოლოგიური უპირატესობა საფაროვას მხარეს იყო და მან პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე სეტში კი ყველაფერი გაცილებით სწრაფად განვითარდა - ჩეხმა მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო მეტოქეს და დამაჯერებლად შეაბიჯა მეორე წრეში.

ტურნირში ჩაება ორი რუსი - ნადეჟდა პეტროვა და ალისა კლეიბანოვა. პეტროვამ წინა კვირას იტალიელ რობერტა ვინჩისთან წაგებისთვის რევანში აიღო, კლეიბანოვამ კი, რომელმაც ერთი კვირის წინ მსოფლიოს მესამე ჩოგანი ვერა ზვონარევა დაამარცხა, ამჯერად ვერაფერი მოუხერხა ფრანგ მარიონ ბარტოლიმ.

დოჰას ტურნირში უნდა ეთამაშა სერბ ანა ივანოვიჩს, მაგრამ მუცლის კუნთის დაჭიმვის გამო განაცხადის გამოტანა მოუხდა.

"ამ ამბავმა გამანაწყენა, რადგან ძალიან მოტივირებული ვიყავი. ეს ტრავმა ზღუდავს ჩემს შესაძლებლობებს, განსაკუთრებით მოწოდების დროს. ამიტომაც მკურნალობის თავიდან დაწყება და დასვენება მომიწევს", - განაცხადა ივანოვიჩმა.

მამაკაცებს შორის დელრეი ბიჩის ტურნირში უკვე აიღო სტარტი მესამე ნომრად განთელისმა სემ კუერიმ, რომელმაც დასტინ ბრაუნი სამ სეტში დაამარცხა და ამ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა.

ამერიკელმა მხოლოდ ექვსი ეისი ჩააწოდა - ექვსით ნაკლები ვიდრე მისმა იამაიკელმა მეტოქემ, მაგრამ ბრეიკ-პოინტების უკეთესმა რეალიზაციამ სემს ეს შეხვედრა მოაგებინა.

მასპინძელ ჩოგბურთელს დარჩა გამარჯვება ამერიკულ-გერმანულ დუელში - ჯეიმს ბლეიკმა მეშვიდე ნომრად განთესილი ბენჯამინ ბეკერი დაამარცხა. სხვათა შორის, იმ დღეს კიდევ ერთმა გერმანელმა წააგო - რაინერ შუტლერი რიკარდო მელოსთან სამ სეტში დამარცხდა.

ტურნირს ერთი ამერიკელიც გამოემშვიდობა - 11 ეისის მიუხედავად, რაიან ჰარისონმა ფლორან სერასთან სამ სეტში წააგო.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დელრეი ბიჩის ტურნირი პირველ ნომრად განთესილი ენდი როდიკის გარეშე დარჩა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ჯერ კიდევ გასულ კვირას, მემფისის ტურნირის ფინალის წინ იგრძნო თავი ცუდად და ახლა დასვენება გადაწყვიტა, რათა 5-6 მარტს დევისის თასზე ჩილესთან გასამართი მატჩისთვის უკეთ მოემზადოს.

დუბაის ტურნირს ერთი განთესილი გამოაკლდა - ივან ლუბიჩიჩმა ტრავმის გამო ვერ გააგრძელა მატჩი უკრაინელ სერგეი სტახოვსკის წინააღდეგ. სავარაუდოდ, ხორვატს ამ დაზიანების გამო ინდიან უელსის მასტერსის გამოტოვება მოუწევს.

დღის სხვა მატჩები პროგნოზისამებრ დასრულდა და განთესილებმა წარმატებით გაიარეს პირველი წრის ბარიერი. ერნესტ გულბისმა სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ლატვიელს საათნახევარი ებრძოდა მიხაელ ბერერი. გერმანელს მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ვერც ერთი ვერ გამოიყენა. ამის მიზეზი გულბისის 10 ეისიც იყო.

რიშარ გასკე გრიგორ დიმიტროვს ეთამაშებოდა და 64 წუთში იოლ გამარჯვებას მიაღწია. ასევე დამაჯერებელი იყო თავისი მოწოდებებისას ფილიპ პეტცშნერი - 14 ეისი დაეხმარა ანდრეას სეპის სამ პარტიაში დამარცხებაში. ფლორიან მაიერმა ფინელ იარკო ნიემინენთან მატჩში ათიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 65 წუთში ჩაეტია. დაბოლოს, ტომაშ ბერდიხს ჟერემი შარდისთან მატჩში არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

დუბაი (საემიროები). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 619 500 დოლარი

ფილიპ პეტცშნერი (გერ)-ანდრეას სეპი (იტა) 3:6, 7:6, 6:2; ერნესტ გულბისი (ლატ, 8)-მიხაელ ბერერი (გერ) 6:3, 6:4; რიშარ გასკე (საფ)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 6:2, 6:4; ფლორიან მაიერი (გერ)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:4, 6:2; ლუკაშ როლოსი (ჩეხ)-კაროლ ბეკი (სლოვაკ) 7:6, 6:3; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 3)-ჟერემი შარდი (საფ) 6:2, 6:3; სერგეი ბუბკა (უკრ)-ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 5) 6:1, 0:1 უარი.

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 995 000 დოლარი

სანტიაგო გონსალესი (მექ)-დანიელ გარსა (მექ) 6:2, 7:6; ფილიპო ვოლანდრი (იტა)-ფედერიკო ჟილი (პორ) 6:1, 3:6, 6:4; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-რუბენ რამირეს იდალგო (ესპ) 7:5, 6:0; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 6)-პოლ კაპდევილე (ჩილ) 7:5, 6:2; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-ალბერტ რამოს-ვინოლასი (ესპ) 4:6, 7:5, 7:5; დავიდ ფერერი (ესპ, 1)-ადრიან უნგური (რუმ) 6:1, 6:3.

დელრეი ბიჩი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 442 5000 დოლარი

ფლორან სერა (საფ)-რაიან ჰარისონი (აშშ) 3:6, 6:3, 7:5; რიკარდო მელო (ბრა)-რაინერი შუტლერი (გერ) 2:6, 6:2, 6:3; სემ კუერი (აშშ, 3)-დასტინ ბრაუნი (იამ) 6:3, 5:7, 6:3; ჯეიმს ბლეიკი (აშშ)-ბენჯამინ ბეკერი (გერ, 7) 7:5, 6:4; თეიმურაზ გაბაშვილი (რუს)-ჯონ ისნერი (აშშ, 4) 6:4, 5:7, 7:6.

დოჰა (კატარი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

მარიონ ბარტოლი (საფ)-ალისა კლეიბანოვა (რუს) 7:5, 6:2; ლუსი საფაროვა (ჩეხ)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 7) 7:6, 6:3; ნადეჟდა პეტროვა (რუს)-რობერტა ვინჩი (იტა) 6:4, 6:2.

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

არანჩა პარა-სანტონხა (ესპ, 6)-სიბილ ბამერი (ავსტრია) 7:6, 7:6; სორანა კირსტეა (რუმ)-პატრისია მეირი (ავსტრია) 6:2, 6:4; ჯულია გორჯესი (გერ, 1)-ხიმენა ერსომო (მექ) 6:1, 6:2; პოლინ პარმენტიე (საფ)-ჟუჟანა ონდრაშკოვა (ჩეხ) 6:3, 7:5.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს