ნაკრების თავკაცმა ზაზა თურმანიძემ 29-30 მარტს დორტმუნდში, ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თავკაცმა ზაზა თურმანიძემ ოფიციალურად დაასახელა 29-30 მარტს დორტმუნდში, ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა.

თუმცა ეს დამალული არც აქამდე იყო - წინასწარი შეპირებით, ევროპაზე ქვეყნის ჩემპიონები იჭიდავებენ. გაურკვეველი მხოლოდ 66 კილოგრამი იყო. აქ საქართველოს ჩემპიონი გორელი ცოტნე ბარამიძე გახდა, მაგრამ ფილას მიერ მოქალაქეობის შეცვლის შესახებ მიღებული ახალი წესით, ჩვენი სახელით გამოსვლის ნება აღარ აქვს. ამ წესით მოქალაქეობის შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ამდენად, ამიერიდან ის მხოლოდ ყაზახეთის სახელით თუ იჭიდავებს, თურმანიძეს კი მისი შემცვლელის ძებნა ქვეყნის პრიზიორებს შორის მოუხდა.

კანდიდატი ისევ გორელი ვიცე-ჩემპიონი ილია ხუციშვილი და ბათუმელი მესამე პრიზიორი, იმავდროულად ევროპის ვიცე-ჩემპიონი კობა კაკალაძე იყვნენ (მან მეორე ბრინჯაოს მფლობელი, მიხეილ ზარქუა დაამარცხა და მთავარი მესამე ნომერი გახდა. ზარქუა ამიტომ არ იყო კანდიდატთა შორის). თურმანიძემ 10 დღის წინ ორივე სტამბოლში გამოსცადა იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირში, სადაც უფრო უკეთ კაკალაძე გამოვიდა - ბრინჯაოსთვის იჭიდავა, თუმცა წააგო და მეხუთეზე დარჩა.

ამის მიუხედავად, მთელ რიგ შეხვედრებში კაკალაძემ მაინც დაიმსახურა მწვრთნელთა მოწონება და ვაკანსიაც მის ხარჯზე შეავსეს, სხვა წონებში კი დორტმუნდში საქართველოს ჩემპიონები გამოვლენ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ბელდუხ გავაშელიშვილი (96), დავით მოძმანაშვილი (120). ჩვენი ნაკრები გერმანიაში 27 მარტს გაემგზავრება, ჩემპიონატი კი 29-ში დაიწყება. იმ დღეს 60, 74 და 96-ის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი 30-ში შეეცდებიან წარმატების მოპოვებას.

ევროპის ჩემპიონატამდე ჩვენს "თავისუფლებს" კიდევ ორი შეჯიბრება ელოდებათ - 4-5 მარტს მინსკში ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირია, 19-20 მარტს კი მახაჩყალაში მსოფლიოს თასი იმართება, ოღონდ ორივეგან სათადარიგოები წავლენ. ნაკრების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, ლიდერებს მეტი საშეჯიბრო პრაქტიკა არ სჭირდებათ, რადგან ნოემბერში საქართველოს პირველობაც იჭიდავეს. თან, უკვე ევროპამდე ბევრი დროც არ რჩება და ამ პერიოდში შეჯიბრებაზე წასვლა მართლაც არაა მიზანშეწონილი.

მინსკში საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: გიორგი ედიშერაშვილი, გივი დავიდოვი, ლაშა ლომთაძე (სამივე - 55), დავით ბერძნიშვილი, გიორგი ბალიაშვილი (60), ილია ხუციშვილი (66), არჩილ ქიტიაშვილი, ირაკლი მარსაგიშვილი (84), ლერი ქეთიშვილი (96), გიორგი საკანდელიძე (120). მახაჩყალაში ბესარიონ გოჩაშვილი (55), მალხაზ ქურდიანი (60), შალვა მუზიაშვილი (66), გელა საღირაშვილი (74), ბექა ჭელიძე (84), დავით ქერაშვილი (96), გიორგი საკანდელიძე, ლევან ბერიანიძე (120) იჭიდავებენ.

მინსკის ტურნირი ჩვეულებრივი ფორმატით ტარდება და ამიტომ აგზავნიან იქ გაფართოებულ შემადგენლობას, დაღესტანში კი გუნდური შეჯიბრებაა, სადაც მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. შემადგენლობაც ამან განაპირობა. წინასწარი მონაცემებით, მახაჩყალაში ძალიან ძლიერი შეჯიბრება იქნება. რუსეთში და კონკრეტულად - ჩრდილო კავკასიაში ახლა რომ სპორტის ბუმია, არაერთხელ დაგვიწერია, მათთვის ტრადიციულ თავისუფალ ჭიდაობაში კი ეს ორმაგად თვალშისაცემი პროცესია - იქაურებისთვის რაღა ჭიდაობა და რაღა რელიგია! ამიტომ ყოველ შეჯიბრებას უდიდესი ინტერესით ეკიდებიან და იქაურმა საჭიდაო ტურნირებმა საპრიზო ფონდებით უკვე რეკორდები მოხსნა - ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა შარშან პირველად ჩაატარა თავისი სახელობის შეჯიბრება და გამარჯვებულებს მანქანებთან ერთად ჯილდოდ 20 ათასი დოლარი მისცა.

თუმცა ჩეჩნები უკვე ჭიდაობასაც გასცდნენ და მშობლიური "ტერეკის" საფეხბურთო კლუბის მწვრთნელად სახელოვანი ჰოლანდიელი რუუდ გულიტი ხომ მიიწვიეს, აგერ, ახლა ბრაზილიასთან გაჯიბრებაც მოინდომეს და გროზნოში რა დონის ვარსკლავებს ეპატიჟებიან! მართალია, რეგიონის სხვა ქვეყნები მთლად ასე შორს ჯერ არ წასულან, მაგრამ სპორტს ისინიც დიდ ყურადღებას უთმობენ, მოჭიდავეთა ზემოაღნიშნული მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტს კი სათავეში დაღესტანის პრეზიდენტი მაგომედსალამ მაგომედოვი უდგას. ის და რესპუბლიკის სპორტის მინისტრი არსენალი მურთაზალიევი იანვრიდან მოყოლებული, როცა მახაჩყალამ ოფიციალურად მიიღო ტურნირის გამართვის უფლება. ყოველდღიურად მკაცრად აკონტროლებენ მზადების პროცესს. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარია.

როგორც ვხედავთ, საკანდელიძე ორივე შემადგენლობაშია - მინსკშიც იჭიდავებს და მახაჩყალაშიც. მწვრთნელები ენდნენ მას, როგორც ახალგაზრდა სპორტსმენს და მიაჩნიათ, რომ ეს მისთვის დაუძლეველი დატვირთვა არ იქნება. კაცმა რომ თქვას, ეს კითხვა რუსეთში, ჩრდილო კავკასიაში და კიდევ ბევრ ქვეყანაში არც დაისმებოდა, მაგრამ ჩვენთან მიუჩვეველები არიან მსგავს დატვირთვებს, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

ალბათ, შეამჩნევდით იმასაც, რომ მინსკში წასაყვან შემადგენლობაში 74-ში მონაწილე არ გვეყოლება - აქ თითქოს გიორგი მარსაგიშვილის დაყენებას აპირებდნენ, მაგრამ ის მერე ინდოეთში გაუშვეს შეჯიბრებაზე. მოგეხსენებათ, ინდოეთში ქართველი მწვრთნელი ვლადიმერ მესტვირიშვილი მუშაობს (სწორედ მის ხელში გახდნენ რენე და სუშილ კუმარები მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი). ინდოელები ამ დღეებში ზედიზედ ატარებენ ორ ტურნირს და ჩვენებისთვის სამი მოჭიდავის გაშვება უთხოვიათ. რაკი ყველანაირ ხარჯს ისინი იღებდნენ, არც ამათ უთქვამთ უარი და მარსაგიშვილთან ერთად მიხეილ ზარქუა და მძიმეწონოსანი გიორგი ნიკურაძე გაუშვეს.

დასასრულს იმასაც გეტყვით, რომ "თავისუფალთა" ნაკრები დუშეთშია შეკრებაზე, რომელსაც 4 მარტს დაამთავრებს, მერე კი იქაურობას ამავე სტილის ახალგაზრდები დაიკავებენ. მინსკში გუნდი 3 მარტს გაფრინდება დავით ოთიაშვილისა და ალექსანდრე კახნიაშვილის ხელმძღვანელობით.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...