საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრები ბულგარეთში გაფრინდა, სადაც 25-27 თებერვალს ნიკოლა პეტროვის მემორიალში გამოვა
ამ დილით საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრები ბულგარულ ბურგასში გაფრინდა, სადაც 25-27 თებერვალს ნიკოლა პეტროვის მემორიალში გამოვა. ესაა დასკვნითი შეჯიბრება აპრილის პირველსავე რიცხვებში დორტმუნდში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. იქ გამოჩნდება, ვინ რა კომპონენტში მოისუსტებს, ვისთვის რა რჩება "აქილევსის ქუსლად", დარჩენილ დროში კი მწვრთნელებმა ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე იმუშაონ.

ჩვენი ნაკრების თავკაცი ბეგი დარჩია ბურგასში უმთავრესად დორტმუნდში წამსვლელი კანდიდატების წაყვანას აპირებდა, მაგრამ ვარჯიშზე ფეხი იტკინა და გუნდს გამოაკლდა რევაზ ლაშხი (60), საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული ტვინის შერყევის გამო ვერც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია (66, თუმცა მას ამჯერად 74-ში უნდა ეჭიდავა) მიდის, გენადი გოგიშვილს (74) კი ხელი სტკივა. ცხადაიას და გოგიშვილის ტრავმები ძველია, ლაშხი კი ბოლო დღეებში დაშავდა - ეს მოულოდნელი და საკმაოდ მძიმე დანაკლისია, რადგან ლაშხი ევროპაზე წასვლის უმთავრესი კანდიდატი იყო.

დარჩიას საბოლოო განაცხადი ასეთია: ლაშა გოგიტაძე (55), არჩილ თურმანიძე, ანტონ მამაგეიშვილი (66), მანუჩარ კვირკველია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე, სანდრო დიხამინჯია (96), დიმიტრი ჯავახიშვილი (120). ამათგან ყველაზე ბოლოს ჯავახიშვილის საკითხი გაირკვა - მასაც ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მოირჩინა. დაშავებული იყო გოგიტაძეც, თუმცა ექიმები ამ ეტაპისთვის მის მწყობრში ჩადგომას გვპირდებოდნენ და მწვრთნელებმა ის თამამად შეიყვანეს წინასწარ განაცხადში.

სამაგიეროდ, ფრიად მოულოდნელია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ კვირკველიას წასვლა, რადგან ის თავდაპირველ სიაში არ მოიაზრებოდა. ტურნირის პირველ დღეს - 25-ში ბერძენ-რომაელთაგან (ეს შეჯიბრება ქალთა და თავისუფალ სტილში მოჭიდავე ვაჟთა შორისაც ტარდება, მაგრამ იქ არ ვმონაწილეობთ) 74 და 96-ის ფალავნები იჭიდავებენ, მეორე დღეს 60, 84 და 120-ის წარმომადგენლები, 27-ში - 55 და 66-ის ფალავნები.

ცხადია, დორტმუნდში წასვლის კანდიდატები ბურგასულ გუნდშია საძიებელი. არსებითად, სპეციალისტებისთვის მათი ვინაობა ისედაც ცნობილია, მაგრამ რამდენიმე წონაში კონკურენცია ჯერ კიდევ გაურკვეველია. სავარაუდოდ, მწვრთნელი ბურგასის შემდეგ ოფიციალურად დაასახელებს ევროპის პირველობაზე წასაყვან ნაკრებს.

ბულგარეთიდან დაბრუნებული ჩვენი გუნდი 2 მარტს მინსკში გაფრინდება, სადაც "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე ერთობლივ შეკრებას გაივლის. იქ წასვლა თავიდანვე დაიგეგმა, მაგრამ ერთი პერიოდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - ბელარუსებს ერთობლივი წვრთნების გავლა თურქებმა შესთავაზეს და თავისთანაც მიიწვიეს, საბოლოოდ თავად გადაწყვიტეს მინსკში წასვლა. დასკვნით შეკრებას ჩვენი ნაკრები დუშეთში გაივლის.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა