იტალიურ სპორტულ პრესაში ყველაზე აქტუალური თემა "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვინჩენცო მონტელას დანიშვნაა.
იტალიურ სპორტულ პრესაში ყველაზე აქტუალური თემა "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვინჩენცო მონტელას დანიშვნაა. ბუნებრივია, არ ავიწყდებათ კლაუდიო რანიერიც, რომელმაც რომში ჩასვლისთანავე პრესკონფერენცია მოაწყო და გუნდს თბილი სიტყვებით დაემშვიდობა:

"ორი დღეა ტელეფონის ზარი არ წყდება, მირეკავენ და მამხნევებენ, გვერდში მიდგანან, რასაც არასდროს დავივიწყებ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ასეთ მძიმე დროს გვერდში დამიდგა და ცხოვრება გამიადვილა. ეს დღეები კი მართლაც მძიმეა, რადგან დავტოვე გუნდი, სადაც თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. დიდი მადლობა კლუბის პრეზიდენტს, რომელმაც მომცა საშუალება "ჯალოროსიში" მემუშავა და მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთხელაც არ უცდია ჩემს საქმეებში ჩარევა. ვესაუბრე მას და ძალიან თბილი სიტყვებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. არასდროს დამავიწყდება გულშემატკივართა მხარდაჭერა, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და დღესაც ვგრძნობ. მინდა ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო გუნდს და ფეხბურთელებს თავდადებისკენ მოვუწოდო. ძალიან გამიხარდება თუ ჩვენს მიერ დასახულ ამოცანას ახალ მწვრთნელთან ერთად შეასრულებენ. ვინჩენცო მონტელას ახლოს ვიცნობ და მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შესანიშნავი ადამიანია და მიხარია, რომ არჩევანი მასზე შეჩერდა. მინდა ვთხოვე გულშემატკივრებს და გუნდის მესვეურებს, რომ სეზონის ბოლომდე ნუ იქნებიან ზედმეტად მომთხოვნნი. მშვიდად მუშაობის საშუალება მისცენ და შედეგი აუცილებლად მოვა".

პირველი კომენტარი გააკეთა ვინჩენცო მონტელამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებებს სწორედ ის მიიღებს. ეს თემა იმად გახლავთ აქტუალური, რომ ბევრის აზრით, ახალგაზრდა სპეციალისტს გაუჭირდება ფეხბურთელების დამორჩილება და მათთან ჰარმონიულად მუშაობა. მაგალითად, ფრანჩესკო ტოტი წლების განმავლობაში მონტელასთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს და გუნდის წინაშე მასზე მეტი დამსახურებაც აქვს. არც გამოცდილებით ჩამოუვარდება ახალ მთავარ მწვრთნელს და არც ავტორიტეტით. ბევრმა ეს პრობლემად მიიჩნია და მონტლასაც ახსნა-განმარტებების კეთება უწევს: "კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა და მზად ვარ, ეს ტვირთი მხრებით ვზიდო. ყოველთვის მსურდა "რომას" მთავარი მწვრთნელობა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ეს დღე ასე მალე თუ დადგებოდა. ენთუზიაზმით ვარ აღსავსე და ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები საქმეს. დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ, რომ მდგომარეობა გამოვასწოროთ და სეზონი სასურველ პოზიციაზე დავასრულოთ. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველას აზრს ყურადღებით მოვისმენ, მაგრამ გადაწყვეტილებებს მხოლოდ მე მივიღებ. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან შედეგზე პასუხს მე ვაგებ. ფეხბურთელთა უმეტესობა ჩემი ახლო მეგობარია და ეს მხოლოდ დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში. მადლობა პრეზიდენტ როზელა სენსის იმისთვის, რომ ნდობა გამომიცხადა - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ნდობა გავამართლო. "რომა" ჩემი მშობლიური გუნდია და ყველაზე მეტად სწორედ ამ პოსტზე მუშაობდა მსურდა. ისიც კარგად მესმის, რომ მეორედ ასეთი შანსი შეიძლება აღარც მომეცეს - ამიტომ, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი დადგა ცხოვრებაში და გპირდებით, რომ გუნდისთვის თავს არ დავზოგავ".

მონტელას დებიუტი დღეს შედგება, "რომა" "ბოლონიას" სტუმრობს, სადაც გამოტოვებულ შეხვედრას ჩაატარებს. ბუნებრივია, რომ ახალი მწვრთნელისთვის სადებიუტო შეხვედრაში დადებითი რეზულტატის მოთხოვნა უგუნური საქციელი იქნებოდა და როზელა სენსი ყველაფერს სწორად აფასებს: "ვინჩენცომ ორი დღეა რაც გუნდი ჩაიბარა და პირველივე შეხვედრაში დადებით შედეგს ვერ მოვთხოვთ. არადა, რთულ მდგომარეობაში ვართ და ქულები ჰაერივით გვჭირდება. იმედია, ბოლომდე დაიხარჯერბიან ფეხბურთელები და "ბოლონიას" გასვლაზე დავამარცხებთ. მონტელაზე არჩევანის შეჩერებაზე ახალს და საინტერესოს ვერაფერს გეტყვით, შესანიშნავად იმუშავა პრიმევარაში და ყველა დაგვარწმუნა, რომ როგორც მწვრთნელს, დიდი მომავალი აქვს. ენთუზიაზმით მოეკიდა საქმეს და ვგრძნობ, რომ თავის დაზოგვას არ აპირებს. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება. ფეხბურთელებსაც ვესაუბრე, დადებითად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და მონტელასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. სწორედ ამის შემდეგ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო დავნიშნეთ".

"ბოლონია" საკუთარ მოედანზე იოლად არაფერს თმობს, ასე რომ, წესით ფიცხელი ბრძოლა უნდა ვიხილოთ. ვნახოთ, როგორი იქნება მონტელას დებიუტი.

[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება