გასულ ზაფხულს, "იუვენტუსის" მესვეურები ლუიჯი დელ ნერისა და ჯუზეპე მაროტაზე ჩავიდნენ ფსონს

გასულ ზაფხულს, "იუვენტუსის" მესვეურები ლუიჯი დელ ნერისა და ჯუზეპე მაროტაზე ჩავიდნენ ფსონს და ახალი გუნდის მშენებლობა მათ მიანდეს. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მათ მიერ გაწეული შრომის დადებითად შეფასება ნამდვილად გაგვიჭირდება. გამომდინარე აქედან, მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ კლუბის მესვეურები უკმაყოფილონი არიან დელ ნერი-მაროტას ტანდემის მუშაობით და თუ მდგომარეობა უახლოეს მომავალში არ გამოსწორდა, ზომების მიღებას აპირებენ. თუ რა იგულისხმება ზომების მიღებაში, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს - მით უმეტეს, მარჩელო ლიპი უკვე დიდი ხანია უქმად არის და საინტერესო წინადადების მოლოდინშია. პრესასთან გასაუბრება "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განიზრახა და შემდეგი განაცხადა:

"რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც ლეჩეში ვიხილე და ამის შესახებ უკვე ვესაუბრე როგორც გუნდის მთავარ მწვრთნელს, ისე ფეხბურთელებს. "ინტერთან" ბრწყინვალე სტილში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ნამდვილად არ მეგონა თუ ასე უსუსურად ვითამაშებდით. ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს მარცხი ჯანლუიჯი ბუფონის შეცდომამ განაპირობა. პირადად მე, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან არ შეიძლება ერთი ადამიანი იყოს ყველაფერში დამნაშავე. ჩვენ გუნდი ვართ, ვაგებთ ერთად და ვიგებთ ერთად. სამწუხაროა, რომ მარცხს დავეჩვიეთ და ამის გამო, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. თუ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ, დარჩენილ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმი უნდა ავიღოთ. დიახ, ყველა შეხვედრაში უნდა გავიმარჯვოთ და სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავრჩებით ჩემპიონთა ლიგის მიღმა".

ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გარეშე დარჩენა დიდ ფინანსურ ზარალთან არის დაკავშირებული და ანიელის შფოთვა სრულიად ბუნებრივია. მით უმეტეს, ტურინელებმა ბოლო პერიოდში ბიუჯეტი გვარიანად შეათხელეს - გარდა იმისა, რომ სატრანსფერო ბაზარზე დაიხარჯნენ, ახალ სტადიონს იშენებენ, რომელიც მომდევნო სეზონიდან "ბიანკონერის" საშინაო თამაშებს უმასპინძლებს.

მართალია, ჯოხი ყოველთვის მწვრთნელზე ტყდება, მაგრამ თავისი წილი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებსაც აკისრიათ. სწორედ ამაზე საუბრობს "იუვენტუსის" ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო: "ძალიან გაბრაზებულები ვართ და ერთი სული გვაქვს როდის დაიწყება მომდევნო თამაში. ლეჩეში სამი ქულის მოსაპოვებლად ჩავედით და უქულოდ გამოვბრუნდით, ამას არავინ ელოდა. მიზეზი? - ვფიქრობ, რომ გრანდისთვის დამახასიათებელი თვისებები, მაგალითად ცივსისხლიანობა გვაკლია. უნდა გავითავისოთ, რომ "იუვენტუსის" მაისურა გვაცვია და საკუთარი ძალების ბოლომდე ვირწმუნოთ. ზედმეტი არაფერი ვარგა და კარგად ვიცი, რომ თავდაჯერებულობამ შეიძლება გაგიფუჭოს კიდეც საქმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ. თითქოს არ გვჯერა საკუთარი თავის, რაც დათვურ სამსახურს გვიწევს. "ლეჩესთან" მარცხმა მართლა ძალიან გაგვაბრაზა და იქნებ, ამან მაინც გვიშველოს. აქვე, მინდა მოვუწოდო ჟურნალისტებს, რომ მხოლოდ მწვრთნელის კრიტიკისგან თავი შეიკავონ, ფეხბურთელებსაც ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა