თექვსმეტი წელიწადია, წყალმხტომელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფინას (საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციას) გრან-პრის გათამაშება...

თექვსმეტი წელიწადია, წყალმხტომელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფინას (საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციას) გრან-პრის გათამაშება. დასტურად წლევანდელი ასპარეზობის ბოლო, მე-6 ეტაპიც, გამოდგება, რომელსაც მადრიდმა უმასპინძლა. შეჯიბრებაში ხუთივე კონტინენტის 21 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაებნენ. მთავარი პრიზის მაძიებელთა შორის იყვნენ ტიტულოვანი სპორტსმენები. ასეთ კოჰორტაში უხდებოდათ ძალების მოსინჯვა ჭოლა ჭანტურიასა და შოთა კორახაშვილს, რომლებმაც ერთი თვის წინათ იტალიაში მსგავს შეჯიბრებაზე სინქრონულ ხტომებში 365 ქულით მე-6 ადგილი დაიკავეს, პირად პირველობაში კი სამმეტრიანი ტრამპლინიდან ჭანტურია მე-13 იყო, კორახაშვილი _ მეცხრამეტე.

_ ამჯერად ჩვენი მიზანი იყო, სარეიტინგო ქულები გაგვეზარდა და ოსტატობა შეგვემოწმებინა, რამდენად ვიყავით მზად ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც 6-14 აგვისტოს ბუდაპეშტი უმასპინძლებს, _ გვითხრა საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, წყალმხტომელთა მწვრთნელმა ირაკლი ბართაიამ, რომელიც ბიჭებს ესპანეთის დედაქალაქში ახლდა, _ შესარჩ ეტაპზე შესანიშნავად იასპარეზა ჭოლა ჭანტურიამ სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში. 30 მონაწილეს შორის მან 383,10 ქულით მეთორმეტე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მიიღო, იქ კი 393,30 ქულა მოაგროვა და საერთაშორისო ოსტატის ნორმატივი მეორედ შეასრულა (პირველად მან ეს შარშან ჩინეთის გრან-პრიზე შეძლო, სადაც 406 ქულას მოუყარა თავი). საბოლოოდ მან მე-9 ადგილი დაიკავა. საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. ეთან ვარენი (ავსტრალია, 463,35), 2. ხავიერ ილანა (ესპანეთი, 460,10), 3. ილია კვაშა (უკრაინა, 455,65). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოპერაციის გამო ჭოლას წლეულს თითქმის ორი თვე გაუცდა, მადრიდში მისი გამოსვლა დადებითად უნდა შევაფასოთ.

ჭანტურიამ ბევრად უკეთ იასპარეზა სინქრონულ ხტომებში შოთა კორახაშვილთან ერთად. ჩვენმა დუეტმა სამმეტრიან ტრამპლინზე 381,99 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილი დაიკავა. მეხუთე და მეექვსე ხტომები კორახაშვილს ოდნავ უკეთ რომ შეესრულებინა, რისი პოტენციალიც მას გააჩნია, მაშინ 400-მდე ქულას მოვაგროვებდით და ბრინჯაოსაც დავისაკუთრებდით: ფრანგებმა _ დემიენ გელიმ და მეთიუ როსეტიმ ხომ სულ რაღაც 7,56 ქულით გაგვისწრეს. არადა, წინა გრაპ-პრიზე იტალიაში სამფეროვანთა ამ წყვილმა მთელი 39 ქულით გვაჯობა. მადრიდში მთავარი ჯილდო პეკინის ოლიმპიადის მესამე პრიზიორებმა _ კვაშამ და პრიგოროვმა (430,53 ქულა) დაიმსახურეს, მეორე ადგილზე ჩინელები _ ლინჯონგ ლი და იორგ ვენი (408,60) გავიდნენ. მესამე ადგილი კი, როგორც აღვნიშნეთ, ფრანგებს (389,55) ხვდათ.

მადრიდში მე-4 ადგილზე გასვლით კმაყოფილი ვარ. იმედია, ევროპის ჩემპიონატამდე ჩემი შეგირდები ხარვეზების გამოსწორებას მოასწრებენ და ბუდაპეშტში 12-13 აგვისტოს შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებენ.

გრან-პრიზე ჩვენი წყალმხტომელები საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტის დაფინანსებით მონაწილეობდნენ.

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო