POღთI DA

00000000000

000000000000

00000000000000

000000000000

ველით სპონსორის გადაწყვეტილებას

ნემსაძის გარეშე გაცილებით უკან ვიქნებოდითო...

20 წლის შემდეგ აღდგენილმა თბილისის "შევარდენი 1906-მა", რომელიც მეორე ლიგაში თამაშობს, გარდამავალი ჩემპიონატი ძალიან კარგად დაიწყო: ჯერ გასვლაზე "საბურთალო 2" დაამარცხა (2:1), ხოლო შემდეგ "ერა" გაანადგურა (6:0).

"ორი ტურის შემდეგ 6 ქულა ნამდვილად კარგი შედეგია, რასაც ბევრი ჩვენგან არ ელოდა. სეზონის წინ ახალი მწვრთნელი მოვიწვიეთ - ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ფეიქრიშვილი, რომელიც გიორგი ხუბეჯიშვილთან ტანდემში მუშაობს. ჩვენ მათი დიდი იმედი გვაქვს - ისინი პერსპექტიული მწვრთნელები არიან, რომელთაც ჩვენგან აბსოლუტური ნდობა აქვთ. სეზონის დაწყებამდე, "შევარდენი 1906-ში" უმაღლესი ლიგის გუნდებიდან რამდენიმე ცნობილი მოთამაშე დავიმატეთ - მაგალითად, ვაჟა ნემსაძე, რომელსაც გორის "დილასა" და ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. ახლახან კი, "ზუგდიდიდან" გამოცდილი მცველი ლაშა ჭელიძეც შემოგვიერთდა. მისი გამოცდილება თითოეულ ახალგაზრდა მოთამაშეს ძალიან ეხმარება. სამწუხაროდ, პრობლემებიც გვაქვს, რამდენიმე მოთამაშე დაშავებულია და უახლოეს ტურებში ვერ დაგვეხმარება. წინ კი მძიმე ტურნირი გველის. თუმცა გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა, დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ეროვნულ ლიგა 1-ში მოსახვედრად ბიჭები ბოლომდე დაიხარჯებიან", - ამბობს გეგი კიკაბიძე, რომელმაც კლუბი დიმიტრი ბარათაშვილთან და გიორგი ხუბეჯიშვილთან ერთად აღადგინა.

ცნობილია, რომ "შევარდენი 1906-ის" საპატიო პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძეა. კიკაბიძემ მის როლზეც ილაპარაკა:

"ნემსაძის ფაქტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არაჩვეულებრივი ადამიანია, ფეხბურთი შიგნიდან იცის და, რაც ყველაზე მთავარია, სამაგალითო საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. ის დღემდე ქართული ფეხბურთის სამსახურშია და მის განვითარებაში წვლილის შეტანას ცდილობს. რომ არა გიორგი, ახლა "შევარდენი 1906" გაცილებით უკან იქნებოდა. ადრე ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო, ახლა კი კლუბის საორგანიზაციო ჯგუფის სამაგალითო "კაპიტანია" და გუნდის თითოეულ ფეხბურთელს პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში ეხმარება. დღეისთვის, ჩვენი რესურსით ვცდილობთ მატჩების ორგანიზებას და ფონს გასვლას, თან ფეხბურთის ფედერაციაც დაგვეხმარა. უახლოეს პერიოდში კი სპონსორების გადაწყვეტილებას ველით და იმედია, დადებით პასუხს მივიღებთ. ეს კი "შევარდენი 1906-ის" განვითარებასა და წინსვლას დიდი სტიმულს მისცემს. ერთის კი ძალიან მჯერა და ზუსტად ვიცი - "შევარდენი 1906" ქართულ ფეხბურთში თავის სათქმელს იტყვის. ამისთვის ყოველდღიურად ვშრომობთ, შედეგს კი ყველა დეკემბერში იხილავს".

მერაბ მამულაშვილი

00000000000000000000

როგორ

მოხვდა

კალონასი

სიონში?

იმედია, ლიტვის ნაკრებში დავბრუნდები...

ბოლნისის "სიონმა" ბოლო უქმეებზე დამაჯერებლად მოუგო (4:1) "ზუგდიდს" და გარდამავალ ჩემპიონატში პირველი 3 ქულა გაიფორმა. ბოლნისელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა რუსმა ლეგიონერმა ვიაჩესლავ სუშკინმა. 25 წლის შემტევს მხოლოდ დაბალი რანგის კლუბებში უთამაშია - სანკტ-პეტერბურგის "დინამოში", ვორონეჟის "ფაკელში", ლატვიურ "ელგავაში", ბოლოს კი ბელარუსულ "ვიტებსკში".

"სიონის" ახალწვეულმა სადებიუტო შეხვედრაში თავი ჩინებულად წარმოაჩინა - სუშკინის აქტივში გოლი და საგოლე პასია. წესით, ეს აგრესიული, სწრაფი და მოძრავი თავდამსხმელი ბოლნისურ გუნდს დიდ სამსახურს გაეწევს, მეტოქეებს კი პრობლემებს შეუქმნის.

შეგახსენებთ, რომ "სიონმა" მინდაუგას კალონასიც დაიმატა. ლიტველმა შემტევმა ნახევარმცველმა "ზუგდიდთან" მხოლოდ 2 წუთი ითამაშა. ის ჯერ ფორმაში არ არის. მაგრამ "სიონს" მისი სახით ცნობილი და გამოცდილი მოთამაშე დაემატა. ვილნიუსის "ჟალგირისის" აღზრდილი 18 წლის იყო, როცა მოსკოვის "დინამოში" მიიწვიეს. მერე იყო ყაზანის "რუბინი", ლიეპაიას "მეტალურგსი", "ყუბანი", "რიგა", ირლანდიური "ბოჰემიანსი", ზაპოროჟიეს "მეტალურგი", ოლშტინის (პოლონეთი) "სტომილი", აზერბაიჯანული "რავანი", "ბაქი", "სიმურგი", ჰაიფას "ჰაპოელი", რიგის "სკონტო" და ბოლოს - "ჟალგირისი".

კალონასს 2006 წლიდან ლიტვის ნაკრებშიც იწვევდნენ, სადაც ბოლოს 2014 წლის 18 ნოემბერს, უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. 32 წლის ნახევარმცველმა ეროვნული გუნდის მაისურა 49 მატჩში მოირგო, 2013 წელს კი ამ ბალტიისპირული ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

2007 წელს კალონასი ბალტიის ლიგის გამარჯვებული, ხოლო უფრო ადრე (2005) ლატვიის ჩემპიონი და ამავე ქვეყნის თასის მფლობელი (2006) გახდა. 2008-ში ის ჩემპიონობას ირლანდიაშიც შესწვდა, სადაც იმავე წელს ქვეყნის თასიც მოიპოვა - "ბოჰემიანსმა" ამ წარმატებას პენალტების სერიაში მიაღწია, ხოლო გადამწყვეტი დარტყმა სწორედ "სიონის" ლეგიონერმა შეასრულა.

"ცხოვრებაში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. მეც დიდი მიზნები მქონდა, მაგრამ ბოლოს უგუნდოდ დავრჩი და საქართველოში მეგობრის დახმარებით აღმოვჩნდი. აქ პრაქტიკა მექნება. იმედია, გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარები, გუნდი კი მე - ფორმის აღდგენაში. "სიონში" ძალიან კარგად მიმიღეს, თბილისში ვცხოვრობ და გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობ. სხვათა შორის, საინტერესო ბიჭები არიან. იმედია, ფორმას მალე აღვიდგენ და ლიტვის ნაკრებში დავბრუნდები. ჯერ იმ ასაკში არ ვარ, ამის იმედი რომ გადავიწურო", - ამბობს კალონასი.

მერაბ მამულაშვილი

0000000000000000

000000000000000

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა