"გული მაშინ მწყდებოდა, როცა ფორმაში ვიყავი და მაინც არ მიწვევდნენ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნაკრებში რაც შეიძლება მალე დავბრუნდე"
თბილისის "ლოკომოტივის" მორიგი ტრანსფერი ქართული მასშტაბის სენსაციაა - "ლოკომოტივში" საქართველოს ნაკრების წევრი მათე ვაწაძე ითამაშებს!" - ეს ინფორმაცია 13 სექტემბერს კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

"დანიური "ორჰუსის" ყოფილი ფეხბურთელი მათე ვაწაძე კარიერას თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელებს. გამოცდილი თავდამსხმელი ჩვენს კლუბში წელიწად-ნახევრის განმავლობაში ითამაშებს. წარმატებები ვუსურვოთ 27 წლის ფორვარდს", - წერია "ლოკომოტივის" ცნობაში...

2012 წელს, გორის "დილაში" ევროპალიგაზე ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრების შემდეგ, ვაწაძე "ორჰუსში" გადავიდა. გერმანული ინტერნეტსააგენტოს, "ტრანსფერმარკტის" ცნობით, დანიურ კლუბს ეს ტრანსფერი 700 ათასი ევრო დაუჯდა. თავიდან ქართველი "ორჰუსში" წარმატებით გამოდიოდა. 2014-15 წლების სეზონში გატანილი 20 გოლით ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, სულ კი 81 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

მაგრამ ამ სეზონში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გლენ რიდერსჰოლმმა 7 ტურში 27 წლის ქართველი წუთითაც არ ათამაშა. ამიტომ ვაწაძემ წამოსვლა ამჯობინა და "ორჰუსთან" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა.

პარალელურად, ვაწაძეს მოლაპარაკებები ჰქონდა ისრაელისა და რუსეთის კლუბებთან. "ლელო" ჯერ კიდევ მაშინ წერდა, რომ არ იყო გამორიცხული, საქართველოში დაბრუნებულიყო და წლის ბოლომდე თბილისის "დინამოს" ან "ლოკომოტივის" ფორმა მოერგო...

მათეს რეალური წინადადებით თურქეთის პირველი ლიგის კლუბმაც მიმართა, რომელსაც მიზნად სუპერლიგაში გადასვლა აქვს დასახული, მაგრამ თავდამსხმელი თურქეთ-სირიის საზღვართან 20 კილომეტრში მდებარე ქალაქის გუნდში თამაშის პერსპექტივამ არ მოხიბლა (იქ ამჟამად საომარი მდგომარეობის ზონაა) და თურქებს უარი უთხრა.

უცნობი ამბავია, რომ მათეს ჰონკონგშიც იწვევდნენ და ბოლოს წელიწადში 240 ათასი დოლარი შესთავაზეს. მაგრამ ჩათვალა, რომ აზიაში წასვლით სანაკრებო კარიერას ჯვარს დაუსვამდა და "ლოკომოტივში" თამაში ამჯობინა, სადაც ბოლო ერთი კვირაა ვარჯიშობს. დანიიდან წამოსულმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ განაცხადში დამატებაც ამიტომ მოხერხდა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ "ლელომ" მათე ვაწაძესთან ინტერვიუ ჩაწერა...

დანიიდან დიდი გამოცდილება და ხალხის სიყვარული დამრჩა

- რატომ "ლოკომოტივი" და არა სხვა კლუბი, თუნდაც, უცხოური?

- დრო გადიოდა და რეალური ან სასურველი წინადადება არ მქონდა. მე კი თამაში მსურდა. სხვაგვარად, დანიაშიც იოლად დავრჩებოდი, კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდებოდა და ხელფასსაც ავიღებდი. მაგრამ ასე ყოფნას ვერ ვიკადრებდი და ამიტომაც გავწყვიტე კონტრაქტი. "ლოკომოტივმა" კი რეალური და კონკრეტული წინადადებით მომმართა და რატომაც არა? იმედია, ვითამაშებ, ოპტიმალურ ფორმაში შევალ...

- კონტრაქტი არა წლის ბოლომდე, არამედ წელიწად-ნახევრით გააფორმეთ, მაგრამ თქვენი სიტყვებიდან ისე ჩანს, რომ "ლოკომოტივს" მომდევნო სეზონის დაწყების შემდეგ დატოვებთ...

- კონტრაქტი ასეთი პირობებით გაფორმდა: გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საინტერესო წინადადება თუ მივიღე, წასვლის უფლება მექნება. დიდი იმედი მაქვს, "ლოკომოტივში" თამაში წამადგება, კარგად მოვემზადები და დარწმუნებული ვარ, კარიერას მალე ისევ ევროპაში გავაგრძელებ.

- სანამ თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფში ბერძნულ პაოკ-ს შეხვდებოდა, გავრცელდა ხმები, თითქოს, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს თქვენი დაბრუნება სურდა...

- იყო მხოლოდ ლაპარაკი. პირადად ჩემთვის, კონკრეტული წინადადებით არავის მოუმართავს.

- "ლოკომოტივი" თქვენთვის უცხო გუნდია...

- ბიჭების ნაწილს ვიცნობდი და საერთო ენის გამონახვა სხვებთანაც არ გამიჭირდა. მიმაჩნია, რომ "ლოკომოტივი" ძალიან კარგი გუნდია. იმედია, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მაქსიმალურად დავეხმარები.

- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში?! ასეთი მიზანი აქვს გუნდს გარდამავალ ჩემპიონატში?!

- რა თქმა უნდა! ახლა "ლოკომოტივს" საქართველოს ჩემპიონატში არავისზე ნაკლები შემადგენლობა არ ჰყავს. აქვს გამოკვეთილი სტრატეგია და მიზანი, ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდებიც და გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში უთამაშიათ. მათი კლასიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ფორმას რომ აკრეფენ, ნაკრებში დაბრუნებას კიდევ შეძლებენ.

ფაქტია, რომ გუნდი მაქსიმალურად გაძლიერდა. პირადად მე კონტრაქტი იმიტომ გავაფორმე, რომ ამ გუნდში საჩემპიონო პოტენციალი დავინახე.

- დანიიდან რა დაგრჩათ?

- დიდი გამოცდილება, ხალხის სიყვარული და პატივისცემა, პლუს - ახალი მეგობრებიც. ფეხბურთში ისიც ბევრს ნიშნავს, რომ ევროპელების მენტალიტეტი გავიგე და სხვა სტილის ფეხბურთი შევითვისე. ახლა კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან გაცილებით ნიჭიერი ფეხბურთელები იბადებიან, ვიდრე დანიაში, მაგრამ ისინი რესურსს ჩვენზე ბევრად უკეთ იყენებენ და მოთამაშეებს ზრდიან, ჩვენ კი ამას ვერ ვახერხებთ.

- მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ისე დაიწყო, ნაკრებს ცენტრალური თავდამსხმელი არ ჰყავდა. თქვენ უთამაშებელი ხართ, ლევან მჭედლიძე კი ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ცდილობს...

- რა თქმა უნდა, ნაკრებში გამოძახება ყოველთვის მიხარია, მაგრამ დასამალი არაა - უთამაშებლობას უკვალოდ არ ჩაუვლია და ახლა ნაკრებში გამოძახების ღირსი არ ვიყავი. გული მაშინ მწყდებოდა, როცა ფორმაში ვიყავი და მაინც არ მიწვევდნენ... მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნაკრებში რაც შეიძლება მალე დავბრუნდე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

amo
მათე კარგი ადამიანია. უბრალოდ ტრამვებმა ძალიან შეუშალა ხელი.
მათეს
არ ვიცნობ ახლოდან ამ ბიჭს მაგრამ მისი რამოდენიმე საქციელიდან და ინტერვიუებიდან ჩანს რომ ძალიან კარგი ადამიანია! წარმატებას გისურვებ ყველგან! მე თუ მკითხავ არ გაგიმართლა კარიერის აწყობისას, ბევრად უკეთეს იმსახურებ!
status quo
ვაფასებ მის გულწრფელობას,ამას ყველა არ იტყოდა.
gugo
რა ნაკრები თუ ძმა ხარ. წადი, ორი კაპიკი ფული იშოვე სანამ წლები გიწყობს ხელს. ნაკრები? შენც ახლა ვარსკვლავებით გაჭედილ ნაკრებში არ მოხვდე რა!!! საქართველო რომელ ადგილზეა რეიტინგში აღარც კი მახსოვს. მგონი სამნიშნა ციფრს გაცდა უკვე.
გოგი ქუთაისელი
კარგი პიროვნება არის მათე. გაიხარე შვილო.
ika
აზიაში წასვლით სანაკრებო კარიერას ჯვარს დაუსვამდა და "ლოკომოტივში" თამაში ამჯობინა:D:D:D:D:D: ხო ბა ლოკომოტივიდან სულ ერთ ნაბიჯზე ხაარ :D:D:D:D:
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ