პაულო დიბალა და ლეონარდო ბონუჩი "იუვეში" დარჩებიან

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ინგლისური კლუბები და განსაკუთრებით "მანჩესტერ სიტი" "იუვენტუსიდან" ლეონარდო ბონუჩის გადაბირებას ცდილობდნენ და მის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას იხდიდნენ.

მაგალითად, "სიტის" მესვეურებს 60 მილიონი ევრო ჰქონდათ გამზადებული, თავად ფეხბურთელს კი წლიურად 7 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. ბონუჩიმ ტურინში გადაწყვიტა დარჩენა და "იუვენტუსს" ერთგულება შეჰფიცა.

მალევე, გავრცელდა ცნობა, რომ "იუვე" 29 წლის მცველისთვის ახალ ხელშეკრულებას ამზადებს, რომლის ძალითაც, ლეონარდო სეზონში არა 3.5 მილიონ ევროს მიიღებს, როგორც ეს დღეს ხდება, არამედ 5 მილიონ ევროს. ამ ნაბიჯით, ტურინული გრანდი იმ ერთგულების დაფასებას აპირებს, რომელიც ფეხბურთელმა კლუბს გამოუცხადა.

პრესაში ისიც დაიწერა, რომ "იუვეს" მესვეურები ახალ კონტრაქტს ამზადებენ პაულო დიბალასთან, რომელიც წელიწადში მხოლოდ 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მისი კლასის ფეხბურთელები კი იგივე ინგლისში სამჯერ მეტ ხელფასს იღებენ. თუმცა, ჯერჯერობით, ბონუჩისთან და დიბალასთან ახალი კონტრაქტები არ გაფორმებულა, რაზეც პრესასთან ტურინული გრანდის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ისაუბრა:

"ბონუჩი და დიბალა გუნდის ლიდერები არიან, "იუვენტუსში" კიდევ დიდ ხანს სურთ დარჩენა და ეს ძალიან გვახარებს. მათ კონტრაქტებს 2020 წელს ეწურება ვადა, მაგრამ ჩვენ პირობების შეცვლას და ხელშეკრულების განახლებას ვაპირებთ. თუმცა, საჩქარო არაფერია და ფეხბურთელები ახალ კონტრაქტებს წლის ბოლოს მიიღებენ. ვამაყობ, რომ ბონუჩი და დიბალა "იუვეს" ფეხბურთელები არიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"გალათასარაისთვის" პრიორიტეტული დიბალა კი არა მიქაუტაძეა - მიზეზი ცნობილი გახდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ლუკაკუ თუ ოსიმენი?" - ბონუჩიმ არჩევანი გააკეთა
ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა, "ფენერბაჰჩეში" გადავიდეს
დიბალა რჩება - არგენტინელი "რომასთან" ახალ კონტრაქტს აფორმებს
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ლეონარდო ბონუჩიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ბონუჩი ბერლინის "უნიონში" გადადის
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"რომას" დიბალა უბრუნდება - როდის შეძლებს არგენტინელი "ჯალოროსის" დახმარებას
"გალათასარაიში" მიქაუტაძე და დიბალა ერთად შეუტევენ? - თურქულ კლუბს დიდი გეგმები აქვს
"კონტეს ხელმძღვანელობით "ნაპოლი" მინიმუმ ამას მიაღწევს" - ბონუჩიმ პროგნოზი გააკეთა
ბონუჩი, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებდა, შესაძლოა, 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები