ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-სლოვაკეთი 96:68 - ტორნადო, რომელიც სლოვაკეთს ისრუტავს [VIDEO]

საქართველო-სლოვაკეთი 96:68 - ტორნადო, რომელიც სლოვაკეთს ისრუტავს [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი თბილისში 28 ქულის სხვაობით გაანადგურა
ფოტო: fiba.com

საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი თბილისში 28 ქულის სხვაობით გაანადგურა და ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს ევრობასკეტზე!

შესაძლოა, ცოტა თამამად ვწერთ, მაგრამ რეალობა ასეთია: პრაქტიკულად გადაწყვეტილია - ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, თეორიულად კი, არის ალბათობა, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში თუნდაც დიდმა ბრიტანეთმა გაგვასწროს, მაგრამ საამისოდ მას სჭირდება ჩერნოგორიის საქართველოსთან 40 ქულის სხვაობით გამარჯვება ბოლო ტურში... ასეთ შანსს მხოლოდ თეორიული თუ შეიძლება ეწოდოს.

ტორნადო სპორტის სასახლეში

შანსებზე საუბარი სხვა სტატიას მივანდოთ, აქ სლოვაკეთს მივხედოთ, რომელსაც პირველივე წუთებზე მოუღო ბოლო თორნიკე შენგელიამ. ფიბა-ს საიტზე მატჩის მიმოხილვას ასეთი სათაური ჰქონდა: "თორნიკეს ტორნადო სპორტის სასახლეში"... კარგი მიგნებაა - ლათინურად თორნიკეც და ტორნადოც ასე იწყება: TORN... თუმცა სიტყვების თამაშზე უფრო საინტერესო შენგელიას თამაშის ტორნადოსთან შედარებაა.

სიტყვა "ტორნადოს" "ვიკიპედიაში" ასეთი განმარტება აქვს: "ძლიერი, საშიში, მბრუნავი ჰაერის სვეტი, რომელიც დედამიწის ზედაპირს ეხება და ღრუბლების შეჯახების დროს წარმოიქმნება.

დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს და ხშირად მტვრის ღრუბლებს ტოვებს."

თორნიკე შენგელია სლოვაკეთთან: ძლიერი, საშიში, მბრუნავი... მისი სწრაფი გარღვევების შეკავება სლავებს ძალიან გაუჭირდათ, ფარქვეშ კი ბურთის მიღება და 180 გრადუსით კალათისკენ დატრიალება ერთი იყო.

როგორ გინდა დაუდგე ასეთ სწრაფ და ასეთი გაბარიტების მბრუნავ ობიექტს?! რაო, რა ეწერა ტორნადოზე? - დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავსო? შენგელიამ პირველივე ტაიმში შეისრუტა მთელი სლოვაკეთი.

რიცხვი 31

თორნიკე შენგელიამ სლოვაკეთს 31 ქულა ჩაუგდო. სხვათა შორის, ამდენივე ჰქონდა 2009 წელს ვიქტორ სანიკიძეს ირლანდიაში. ხოლო 34  ზაზა ფაჩულიას, ასევე 2009-ში, ასევე სლოვაკეთის წინააღმდეგ. ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია ფაჩულია. მას 2006 წელს ფინეთში 36 ქულა აქვს მოგროვილი. რაც შეეხება არაოფიციალურ შეხვედრებს, იქაც ზაზაა პირველი - ლატვიაში, ამხანაგურად 42 ქულა ჩააგდო.

შენგელიას პირველ ნახევარში 14:50 წუთი ჰქონდა ნათამაშები: 24 ქულა (10/8 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 5/5 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება, მასზე 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

რაც მთავარია - საქართველოს ნაკრები დიდ შესვენებაზე 51:39-ით გავიდა. სლოვაკთა ლიდერები ჯარიმებით იყვნენ დამძიმებულები და იმის თქმაც წინასწარ შეიძლებოდა, რომ მეორე ნახევარში ანგარიშს კიდევ უფრო გავზრდიდით.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 6 სამქულიანი ჰქონდა ნატყორცნი და 2 ჩაგდებული. შეკითხვა, რატომ ვერ ვაგდებთ სამქულიანებს, ამ შემთხვევაში უმართებულოა - სლოვაკები ფარქვეშიდან წავლეკეთ და ამიტომაც გაკეთდა აქცენტი სამწამიან ზონაზე.

რჩებოდა შთაბეჭდილება, მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა თავის დაფაზე სლოვაკეთის ფარქვეშ ერთი წერტილი დასვა და ხუთი ისარი სწორედ მისკენ მიმართა: ცინცაძესა და დიქსონს ბურთი სამწამიანში უნდა ჩაეგდოთ, შენგელიასა და სანიკიძეს უნდა შეერბინათ, ხოლო ფაჩულიას ბურთი დანიშნულების ადგილას მიეღო და მერე თავადაც კარგად იცოდა, რა უნდა ექნა.

ასეთმა სტრატეგიამ სლოვაკებთან შედეგი გამოიღო: ფარქვეშიდან მეტოქეს 56(!) ქულა ჩავუგდეთ, როცა თავად სლოვაკებმა ქართველთა სამწამიანიდან მხოლოდ 22 ქულა მიითვალეს. მოხსნებში სხვაობას არ იკითხავთ? - 42:22.

სლოვაკები საკუთარი ფარიდან ასხლეტილ ბურთს მხოლოდ 16-ჯერ დაეუფლნენ, ჩვენმა ნაკრებმა კი სლავების ფარიდან 15-ჯერ მოხსნა. სათადარიგო მეფარეებიც კარგად ჩაერთნენ თამაშში - ბურჯანაძემ გუნდს ენერგია შემატა, ხოლო შერმადინმა 12 წუთში 12 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, წინა მატჩში 15 წუთში 15 ქულა ჰქონდა, ჩერნოგორიაში 40 წუთი რომ ითამაშოს, იქნებ...

ეფექტი-შეცდომა

სტატისტიკით განვაგრძოთ: სლოვაკებმა 24 შეცდომა დაუშვეს, საქართველომ - 19. 24 ძალიან ბევრია, 19 - ბევრი. ასეთ მატჩში ამდენ შეცდომას არ უნდა ვუშვებდეთ. ბევრი ბურთი დავკარგეთ მარტივ სიტუაციაში და ბევრჯერ ვერ ჩავაგდეთ იოლად ასაღები ქულა. პრესკონფერენციაზე ამ საკითხზე მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს ვკითხეთ. საინტერესო განმარტება გააკეთა:

- როდესაც 10 ათასამდე გულშემატკივარი გქომაგობს, ცდილობ, სანახაობრივი თამაში უჩვენო და ეფექტური მოქმედებით მაყურებელს ასიამოვნო. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა ზედმეტ მონდომებას ზოგჯერ შეცდომები მოსდევს. მწვრთნელი ვარ და უფრო მარტივი კალათბურთი მიყვარს. ევროპის ჩემპიონატზე, გაცილებით ძლიერი გუნდების წინააღმდეგ სიტუაციის გართულებები არ იქნება. ეს, როგორც მწვრთნელს, არ მომწონს. ყველაზე კარგი კალათბურთი მარტივი კალათბურთია.

რეკორდი - ცინცაძის ჩაჭრები

გიორგი ცინცაძემ სლოვაკეთთან 9 ჩაჭრა მიითვალა და საქართველოს ნაკრების ისტორიული რეკორდი დაამყარა.

სხვათა შორის, 1995 წელს ბოსნიასთან თბილისურ მატჩში ვლადიმერ სტეფანიასაც 9 ჩაჭრა ჰქონდა, თუმცა სხვაობა ის არის, რომ მაშინ ჩაჭრები დაფარებებთან ერთად ითვლებოდა...

იხილეთ ვიდეო

ნამატჩევს

მაიკ დიქსონი:

- მშვენიერი მოგება იყო. ჩვენი გუნდის თითოეულ კალათბურთელს ძალიან გვიყვარს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში. ისევე როგორც ჩერნოგორიასთან მატჩში, სლოვაკეთთანაც საოცარი ატმოსფერო იყო. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ქომაგის გახარება მოვახერხეთ. ჩერნოგორიაში თავდაჯერებულები მივემგზავრებით. ყველამ ვნახეთ, რომ უძლეველი გუნდი სულაც არ იყო და რევანშისთვის ვიბრძოლებთ.

ივან რუდეზი (სლოვაკების თავკაცი):

- 1983-86 წლებში დაბადებულ ქართველ კალათბურთელებს ახალგაზრდული ასაკიდან ვიცნობ. ოქროს თაობა გყავთ და ამიტომაც გაქვთ მაღალი შედეგები. თავიდანვე ვთქვი, რომ საქართველო ჩერნოგორიასთან ერთად ჯგუფის ფავორიტია. თბილისში საოცარი კალათბურთი უჩვენა. დღეს NBA-ს დონის გუნდს ვეთამაშეთ. სწორედ ეს იყო 28 ქულის სხვაობით მარცხის მიზეზი, თორემ ჩემს ბიჭებს ცუდად ნამდვილად არ უასპარეზიათ.

ილიას ზუროსმა პირველი წინადადება ქართულად თქვა:

- დიდი მადლობა ფანებს. ამ გამარჯვებას სწორედ მათ ვუძღვნით. გაცილებით იოლია თამაში, როდესაც ხუთ მეტოქეს ექვსი ეთამაშები - ხუთი კალათბურთელი და ქომაგი. უნდა განვაგრძოთ წინსვლა. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ დაცვას. სწორედ ეს კომპონენტი განაპირობებს ძლიერ გუნდებთან წარმატებას. ჩვენ ხომ უახლოესი მატჩი შესარჩევის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ ჩერნოგორიასთან გველის, 17 სექტემბერს.

ევრობასკეტი 2017. საკვალიფიკაციო ეტაპი. V ტური. 14 სექტემბერი. თბილისი. სპორტის სასახლე

საქართველო-სლოვაკთი 96:68

30:19, 21:20, 20:16, 25:13

A ჯგუფი

ბელგია-შვეიცარია 87:45

ისლანდია-კვიპროსი 84:62

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ბელგია 5 5 0 391:287 10

2. ისლანდია 5 3 2 392:361 8

3. კვიპროსი 5 1 4 307:372 6

4. შვეიცარია 5 1 4 352:422 6

17 სექტემბერი

20:00 ისლანდია-ბელგია

18:00 კვიპროსი-შვეიცარია

B ჯგუფი

გერმანია-ავსტრია 78:58

ჰოლანდია-დანია 98:88

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ჰოლანდია 5 4 1 410:367 9

2. გერმანია 5 3 2 413:372 8

3. ავსტრია 5 2 3 339:352 7

4. დანია 5 1 4 406:477 6

17 სექტემბერი

19:30 დანია-ავსტრია

22:00 ჰოლანდია-გერმანია

C ჯგუფი

შვედეთი-ბოსნია 76:78

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. რუსეთი 3 3 0 246:194 6

2. ბოსნია 4 2 2 273:308 6

3. შვედეთი 3 0 3 220:237 3

17 სექტემბერი

15:00 რუსეთი-შვედეთი

D ჯგუფი

ესტონეთი-პორტუგალია 82:63

პოლონეთი-ბელარუსი 57:76

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. პოლონეთი 5 4 1 396:350 9

2. ესტონეთი 5 3 2 366:350 8

3.ბელარუსი 5 3 2 368:360 8

4. პორტუგალია 5 0 5 324:394 5

17 სექტემბერი

21:30 პორტუგალია-ბელარუსი

20:10 ესტონეთი-პოლონეთი

E ჯგუფი

უკრაინა-კოსოვო 100:61

სლოვენია-ბულგარეთი 85:63

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. სლოვენია 5 5 0 456:367 10

2. უკრაინა 5 4 1 398:344 9

3. ბულგრეთი 5 1 4 382:403 6

4. კოსოვო 5 0 5 357:479 5

17 სექტემბერი

17:00 უკრაინა-სლოვენია

22:00 კოსოვო-ბულგარეთი

F ჯგუფი

საქართველო-სლოვაკეთი 96:68

ჩერნოგორია-ალბანეთი 94:56

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ჩერნოგორია 5 5 0 479:330 10

2. საქართველო 5 4 1 434:318 9

3. სლოვაკეთი 5 1 4 327:446 6

4. ალბანეთი 5 0 5 300:446 5

17 სექტემბერი

21:00 ალბანეთი-სლოვაკეთი

23:00 ჩერნოგორია-საქართველო

G ჯგუფი

მაკედონია-ბრიტანეთი 62:89

ლუქსემბურგი-უნგრეთი 65:68

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. უნგრეთი 5 5 0 417:352 10

2. ბრიტანეთი 5 3 2 437:397 8

3. მაკედონია 5 2 3 378:410 7

4. ლუქსემბურგი 5 0 5

17 სექტემბერი

18:30 უნგრეთი-მაკედონია

21:30 ლუქსემბურგი-ბრიტანეთი

მეორეადგილოსანთა ცხრილი

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ბრიტანეთი 4 2 2 342:325 6

2. ბოსნია 4 2 2 273:308 6

3. საქართველო 3 2 1 264:207 5

4. გერმანია 3 2 1 210:192 5

5. უკრაინა 3 2 1 228:220 5

6. ისლანდია 3 1 2 233:235 4

7. ესტონეთი 3 1 2 208:219 4

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• nika

ესენიც რომ გვყავს ამ დაქცეულ ქვეყანაში ეგ არ გიკვირთ?? მე მიკვირს. იმ ქვეყნის კვალობაზე სადაც სპორტს საერთოდ არანაირი ყურადღება არ ექცევა ძააან მაგარი უძლიერესი ნაკრები გვყავს. თუ არ გჯერათ და ამათ მერე აგერ ახალი თAობა მოდის და ადევნეთ თვალი რა კალათბურთს თამაშობენ მოგწონთ? სანაძე ბურჯანაძძე და რავი კიდე ვინც ყავთ ამ და ახალგაზრდულ ნაკრებებში

• gio

კარგი იქნება თუ ზუროსი 3 ქულიანების კარგ მსროლელებს ნაკრებში თუ დაიმატებს მაშინ გვექნება სუპერ ნაკრები.

• არჩილ ხოფერია

3 ქულიქნები ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი სატკივარია. ვინ არის სამქულიანების მსროლელი?!

• ნიკა

"llcl"-ს. ლეჟავა და ბოისა იმიტომ არიან, რეზერვად უკეთესი ჯერ არავინ ჩანს და ახალგაზრდების ტყუილად აქეთ-იქით ტარება არაფრისმომცემია. ისე, ბოისას ფუნქცია პერსონალური დაცვაა, რასაც საკმაოდ კარგად აკეთებს და გამოცდილებაც ადგება. მას ქულების აღება არ ევალება, ამიტომაც არ ისვრის კალათში.

• შოთა-ს

42 კი არა 59 ქულა,თან ცეესკასთან მოსკოვში,თან 16 წლის ასაკში!))) 42 -ს თამაშგამოშვებით აკეთებდა დერიუგინი.... კარგი თაობა გვყავს, მაგრამ მოკლე სკამი.... ორი სრულფასოვანი ხუთეული მაინც უნდა გყავდეს ,რომ დიდ წარმატებას მიაღწიო. მე ვერაფრით შევადგინე-8 კაცზე მეტი არ გვყავს..

• შოთა

ისე რა ამის პასუხია და ნიკოლოზ დერიუგინს ააქვს 42 ქულა გაკეთებული,როცა სამქულიანები არ იყო...

• gizog

თოკო გაიხარე, სულ ასეთი წარმატებული მატჩები გქონოდეს ნაკრებშიც და კლუბშიც, უფალმა დაგლოცოს დიდ ოჯახთან ერთად.

• gizog

ბიჭებს მადლობა გამარჯვებისთვის, მონტრნეგროშიც ასევე და უფრო მეტად გაგეხარებინოთ ქომაგი. კომენტარებში კი აზრის გამოთქმისას უკეთესია, თუ მოვერიდებით კონკრეტული გვარების დასახელებას უარყოფით ასპექტში, მით უმეტეს ისინი თავიანთი მონდომებული თამაშით ნამდვილად არ იმსახურებენ ამას.

• ქუთაისელი

შენგელია - ლომია!

• ხვიჩა

ჩვენს გუნდს გაუმარჯოს

• llcl

წარმატებები საქართველოს ნაკრებს! მაგრამ ერთი რომ არ ვთქვა, არ შემიძლია, ლეჟავას და ბოისას რბილი სავარძლები მაინც დაუდგით, რატომ იწვევენ მაგათ ნაკრებში? საპასუხისმგებლო თამაშებზე მაგათ ერთ წუთსაც ვერ ანდობ, პერსპექტიული ახალგაზრდები ეგენი არ არიან, ამოარჩიეთ ახალგაზრდულებიდან პერსპექტიული ბიჭები(დამსახურებით და არა ნაცნობობით) და ისინი წაიყვანეთ, თუ მაინც რიცხოვნობის შესავსებათ მიგყავთ, იმ პატარა პერსპექტიული ბიჭებისთვის გამოცდილება და დიდი სკოლა იქნება ზაზასთან, თოკოსთან, ვიკასთან ვარჯიშიც კი და თან უკეთ გაეცნობიან დიდ კალათბურთს

• B-52

მართლაც ოქროს თაობა გვყავს კალათბურთში

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია

ევრობასკეტზე ჩასულ საქართველოს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია ლიმასოლში დახვდა

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა - შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს

"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა