"ფეხბურთელი თავად ყველაზე უკეთ ხვდება, რამდენი შეუძლია, როდის აღარ შეუძლია..."
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თვითმყოფადი ფეხბურთელი ბევრი აღარ დარჩა. ჯაბა დვალი გამონაკლისია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო ბომბარდირია ევროთასებზე.

რაც ჩემპიონატი დაიწყო, "ცხინვალის" შემტევი შეუჩერებელია. მან უკვე ოთხჯერ აიღო მეტოქეთა კარი. "ლოკომოტივთან" გატანილი გოლი კი დვალისათვის 121-ე იყო საქართველოს ჩემპიონატში.

მოკლედ, ჯაბა დვალი ბრუნდება. ბრუნდება ჩავარდნილი სეზონის შემდეგ. დანარჩენზე ის თავად გვიამბობს...

- საქართველოს ჩემპიონატში უკვე 4 გოლი გაიტანეთ. როგორი შედეგია ეს ჯაბა დვალისთვის?

- მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელი ბოლომდე ვერ გაიხსნება, თუ მას გუნდი არ შეუწყობს ხელს, არ დაეხმარება. "ცხინვალში" ამ მხრივ იდეალური სიტუაციაა და ეს ძალიან მეხმარება - პირდაპირ აისახება ჩემს თამაშსა და შედეგიანობაზე. ჩემს გოლებში თითოეული ფეხბურთელის, თქვენ წარმოიდგინეთ, კლუბის თანამშრომლის წვლილიც კია.

როგორი შედეგიაო, მკითხეთ... მე არასოდეს მიმიქცევია განსაკუთრებული ყურადღება ინდივიდუალური სტატისტიკისთვის. ჩემთვის მთავარი იყო და არის გუნდი. ისე, თავდამსხმელი გოლით ფასობს და ჩემი საქმეც ეს არის...

- ბევრი აღარ ელოდა, თუ კვლავ დაიწყებდით გატანას...

- ფეხბურთი ცხოვრებასავითაა. აღმართს დაღმართი მოსდევს და პირიქით. თუ არ დაეცი, ვერც ფეხზე დადგომის სიამოვნებას იგრძნობ. მართლა ბედნიერი ვარ, "ცხინვალში" რომ მოვხვდი. შეიძლება, დიდი ფული იყოს გუნდში და გუნდი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, შეკრული არ იყოს. ჩვენ შეიძლება არ გვაქვს ზღაპრული პირობები, მაგრამ მართლაც ერთ მუშტად ვართ შეკრულები. ვფიქრობ, ამ ახალგაზრდულ გუნდს შეუძლია საქართველოს ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

- ტრავმამ ძალიან დაგწიათ უკან?

- ტრავმა და ფეხბურთი განუყოფელია. იცით, რომ ოპერაცია გავიკეთე. მას შემდეგ ცოტა გამიჭირდა ფორმაში შესვლა, დრო დამჭირდა. ამიტომ იყო, ბოლომდე რომ ვერ გამოვავლინე თავი "საპოვნელაში". მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. ჩემი თავის იმედი მაქვს.

მე ასეთი ხასიათი მაქვს - როცა ჩნდება რაღაც ხელისშემშლელი, ორმაგად მონდომებული და მოტივირებული ვხდები. მიმაჩნია, რომ კიდევ შემიძლია, მაღალ დონეზე ვითამაშო.

- ჩემპიონატის ახალ სისტემაზეც უნდა გკითხოთ. გარდამავალი პირველობა მოკლეა და თითოეული დაკარგული ქულის ანაზღაურება ძალიან ძნელი იქნება...

- ერთი რამ ფაქტია, რომ ჩემპიონატი დაძაბულია. ყველა ქულას აქვს მნიშვნელობა. გვახსოვს, 16-გუნდიან ჩემპიონატს ვატარებდით და ზოგიერთ გუნდს ქალაქიდან ქალაქში გადაადგილების საშუალებაც კი არ ჰქონდა. დღეს ამ მხრივ მეტ-ნაკლებად ნორმალური ვითარებაა.

- "ცხინვალზე" თქვით, ერთი ოჯახიაო. მაინც, როგორია გუნდის შიდა სამზარეულო?

- ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვისო, "ცხინვალზეა" ზედგამოჭრილი. მართლა ძალიან მეგობრული სიტუაციაა. მთავარი მწვრთნელი, კლუბის ყველა თანამშრომელი თუ ფეხბურთელი ერთი ოჯახი ვართ... მეტი რა გითხრათ?..

- ამბობენ, საქართველოს დღეს არ ჰყავს კარგი ფორვარდებიო. ეთანხმებით ამ შეფასებას?

- მეც გამიგია, ბევრი ამბობს ამას - საქართველოს ჩემპიონატში არ არიან კვალიფიციური ფეხბურთელებიო, მხოლოდ ფორვარდებზე არ არის ლაპარაკი. გიორგი ლორია საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდა უცხოეთში და თავადაც ხედავთ, რა სეზონი აქვს "კრილიაში". თავდამსხმელებს რაც შეეხებათ, საინტერესო ფეხბურთელები არიან, როგორ არ არიან? მე მითამაშია "სამტრედიის" შემტევის, ბუდუ ზივზივაძის წინააღმდეგ. ამ ბიჭს მომავალი აქვს, ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. ლადო დვალიშვილი და მათე ვაწაძე დაბრუნდნენ საქართველოს ჩემპიონატში. თუნდაც, ნიკა გელაშვილი ავიღოთ...

- ჯაბა დვალი დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო ბომბარდირია ევროთასებზე. 31 წლის ასაკში თუ გაქვთ იმედი, რომ ევროპულ ტურნირებს დაუბრუნდებით?

- მაქვს ამის იმედი. 31 წელი არ არის ის ასაკი, რამეზე ხელი ჩაიქნიო კაცმა. ვინც მიცნობს, იცის - ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. ხასიათში მიზის, რომ არასოდეს დავნებდე. ასაკზე თქვით და, ევროპულ კლუბებში განსაკუთრებული ფასი ადევს სწორედ ასაკოვან ფეხბურთელებს. თუ საქმეს სწორად, პროფესიონალურად მიუდგები, გამოცდილება ფეხბურთელს მხოლოდ და მხოლოდ პლუსად დაეწერება.

ავიღოთ ალექსანდრე იაშვილი. ვინმე იტყოდა, რომ ის ასაკში იყო? საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ თბილისის "დინამოსთვის". გამოცდილ ფეხბურთელს ფასდაუდებელი სამუშაოს გაწევა შეუძლია მინდორზე. მას ბევრი აქვს ნანახი, იცის, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში.

- მაშ, კიდევ დიდხანს აპირებთ თამაშს?

- სადამდე იქნება, არ ვიცი, დროს ვერ დავთქვამ, მაგრამ სანამ შემეძლება, ვითამაშებ. ფეხბურთელი თავად ყველაზე უკეთ ხვდება, რამდენი შეუძლია, როდის აღარ შეუძლია... როცა შევატყობ, რომ ამოიწურა ჩემი შესაძლებლობები, ავდგები და წავალ. არავის თქმა არ დამჭირდება, ისე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას.

დღეს ვგრძნობ ძალას საიმისოდ, რომ ვითამაშო. ისევე მიხარია მინდორზე გასვლა, როგორც 20 წლის ასაკში მიხაროდა. ვიცი, დროს ვერავინ გააჩერებს, მაგრამ ჯერ არ ვფიქრობ წასვლაზე. მგონია, რომ ჯერ არ ამომიწურავს ჩემი შესაძლებლობები. ფეხბურთი ჩემი საქმეა. მე მას მთელი ცხოვრება მივუძღვენი და მინდა, ბოლომდე ამოვწურო ამ საქმეში საკუთარი თავი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვეტერანი
გასაგებია რატომ ეძახიან სფფ მავზოლეუმს, ფეხბურთის გაგებაში არაა ხალხი. იქა ვართ სადაც უნდა ვიყოთ, სამწუხაროდ გარანტირებულ მომავალ პანაშვიდამდე.
murtalo
კაცი ხარ ჯაბა!...კიდევ ბევრჯერ გაახარებ გულშემატკივარს დარწმუნებული ვარ..."ბურთაობას" ......:)
"ბურთაობა"-ს ავტორი
თუნდაც ცენტრში მიღებული ყვითელი ბარათისთვის იყოს პენალტი, პეპე მართლა ვირი ხომ არ გგონია სამი პენალტი აჩუქოს ვინმეს. ეს თამაში კოლექტიურია ყვ. და წით. ბარათი კი ინდივიდუალური. ეს ახალი თამაშიდანაა აღებული, რომელსაც ფუტბოლთან საერთო არაფერი აქვს. თუ ასეთი კარგია ეს თამაში, რატომ მივდივართ სულ უკან. ყველა წესი უვარგისია განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობა.
Genialuria
Ese igi sheni azrit pepem ro wixlebi urtya tips moedanze ar unda dasjiliyo diskvalifikaciit.sanam raime genialurs daabrexvebt cota mainc dafikrdit!
"ბურთაობა"-ს ავტორი
პროფესიული სპორტი .....იქცა. ფეხბურთში ელემენტარული წესების ცვლილებით ტრამვების მინიმუმამდე დაყვანა და საპენსიო ასაკის 40-45 წლამდე გადაწევა სულ ადვილად შეიძლება თუ გამოცვლის წესი შეიცვლება თუ უაზრო ყვ. და წით. ბარათები გაუქმდება და ბინძური თამაშისათვის იმავე მატჩში დაისჯება რომელშიც დააშავა და არა გამოტოვებს შემდეგ მატჩს. ასეთი სულელერი წესი ბევრია football-ში. ასე რომ ქართული ფუტბოლი და არა ქართული ფეხბურთი. ნუ ვისაკუთრებთ სხვისას, ყარს ჩვენი პროვინციალიზმი.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება