ბალოტელი კარიერის ყველაზე დიდ შეცდომაზე
მარიო ბალოტელი დაბრუნდა. საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ნიცამ" 3:2 მოუგო "მარსელს". ამ შეხვედრაში მთავარი მარიოს დუბლი იყო. საქმე მხოლოდ ორ გოლში როდია. ბალოტელიმ მთლიანობაში დიდებულად ითამაშა.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს იტალიური ფეხბურთის უძღებ შვილს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. მას არაფერი გამოუვიდა "ლივერპულში" და ვერც "მილანში" აჩვენა ის თამაში, რასაც მისგან ელოდნენ გულშემატკივრები.

ვნახოთ, იქნება თუ არა "ნიცა" ის კლუბი, სადაც ბალოტელი სრულფასოვნად დაბრუნდება. მანამდე დიდი გზაა. მარიომ სტაბილური თამაშითა და გოლებით უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ჩამოწერა არაფრით შეიძლება.

რა იქნება მომავალში, ამას ყველა ერთად ვნახავთ. რაც მთავარია, საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელიანი გუნდის კარში გატანილმა ორმა გოლმა იტალიელ ვარსკვლავს ძველი თავდაჯერება დაუბრუნა.

ის კი არა, ბალოტელი მიიჩნევს, რომ მას თავისუფლად შეუძლია "ოქროს ბურთის" მოგება. ბევრს ვეღარ წარმოუდგენია, თუ რა გზით შეიძლება გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იტალიელი, მაგრამ თავად ბალოტელი ფარ-ხმალს არ ყრის.

"ჩემი აზრით, მე აქამდეც უნდა მომეგო "ოქროს ბურთი", მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მომავალში აუცილებლად გავაკეთებ. მთავარია, ბოლომდე ირწმუნო შენი შესაძლებლობები და საკუთარ თავს უთხრა, რომ არაფერი შეუძლებელი არ არ არის." - ამბობს ბალოტელი.

მარიო მიიჩნევს, რომ მან კარიერაში ერთადერთი დიდი შეცდომა დაუშვა. ეს იყო "ლივერპულში" გადასვლა, სადაც მან ოდნავაც ვერ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები. სხვათა შორის, ბევრი მიიჩნევს, რომ ბალოტელი "ლივერპულში" უკეთესად ითამაშებდა, რომ არა სტივენ ჯერადის უდიდესი ავტორიტეტი. დიახ, ბევრის აზრით, სწორედ ჯერარდის ავტორიტეტმა დათრგუნა მარიო.

"მე არ მიჭირს საკუთარი შეცდომის აღიარება. ჩემი კარიერის ყველაზე მცდარი ნაბიჯი "ლივერპულში" გადასვლა იყო. ასე ნამდვილად არ უნდა მოვქცეულიყავი. რას ვიზამთ, დროს უკან ვეღარ დააბრუნებ. რაც მოხდა, მოხდა. ახლა მთავარია, მომავალზე ვიყო ფოკუსირებული." - ამბობს ბალოტელი.

სუპერმარიო კარგ გუნდში მოხვდა. "ნიცამ" გრანდ "პარი სენ-ჟერმენში" გაყიდა უპირველესი ვარსკვლავი, ჰატემ ბენ არფა, მაგრამ მაინც შეინარჩუნა ძალიან კარგი ფეხბურთელები. გუნდს თავისუფლად შეუძლია, თანაბრად დაკომპლექტებულ საფრანგეთის ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ გაიწიოს.

"დიახ, ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის ვიბრძოლოთ. ამას გავაკეთებთ კიდეც. რაც მთავარია, გუნდში ძალიან ამბიციურმა ბიჭებმა მოიყარეს თავი და მათთან ერთად მინდორზე გასვლა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა." - ამბობს ბალოტელი.

დაკარგულ წლებსა და შანსებზე მარიოს თავისი აზრი აქვს: "შემთხვევით არაფერი ხდება ცხოვრებაში. ალბათ, ეს გამოცდა იყო. მე ისევ მტკიცედ ვდგავარ და ისევ მჯერა, რომ აუცილებლად ვიქნები საუკეთესო. მალე ყველა დარწმუნდება ამაში."

და იტალიის ნაკრები, სადაც მარიო ბალოტელის არაერთი შესანიშნავი მატჩი ჩაუტარებია. "მე არაერთი მატჩი ჩამიტარებია "აძურას" შემადგენლობაში და იმედი მაქვს, ნაკრებში კიდევ დავბრუნდები." - ამბობს ის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura88
ამის გ..ა კონტემ...:დ ზუსტად შენნაირი უნიჭოები იგებენ ოქროს ბურთს აბაა...არანაირი რესურსი არ გაქვს რომ მოიგო....როგორი....ხარ ისეთ გუნდში ხარ."დ
mixo
ოქროს ბურთს არა, მაგრამ ჭინჭის ბურთს კი მოგცემენ. სულ გაურეკია.
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს