"ნაპოლიმ" დაიმატა არკადიუშ მილიკი, რომელიც იქამდე "აიაქსში" თამაშობდა და კარგადაც ირჯებოდა
მას შემდეგ, რაც "ნაპოლი" გონსალო იგუაინმა დატოვა, იტალიურმა საფეხბურთო ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა გუნდის საჩემპიონო შანსებს ხაზი გადაუსვეს.

ერთი შეხედვით, მაურიციო სარის გუნდი მართლაც დასუსტდა, რადგან კლუბის მესვეურებს იგუაინის სრულფასოვანი შემცვლელი არ შეუძენიათ. "ნაპოლიმ" დაიმატა არკადიუშ მილიკი, რომელიც იქამდე "აიაქსში" თამაშობდა და კარგადაც ირჯებოდა, მაგრამ მისი გატოლება 90 მილიონ ევროდ შეფასებულ იგუაინთან აშკარად გადამეტებული იქნება.

თუმცა, 22 წლის პოლონელმა ფორვარდმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ჯერ იტალიის ჩემპიონატში შეასრულა დუბლი, შემდეგ კი ორი გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც გაიტანა. აპენინელი სპორტული ჟურნალისტები დაინტერესდნენ მილიკის პერსონით და მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს.

- როგორც შეეწყვეთ ახალ გუნდს და ზოგადად, იტალიურ ფეხბურთს?

- ახალ გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ყველა მზადაა იმისთვის, რომ ადაპტაციის გავლაში დამეხმაროს. ნეაპოლი შესანიშნავი ქალაქია, სადაც შეუძლებელია რომ თავი ცუდად იგრძნო. იტალიის ჩემპიონატში უფრო მაღალი სისწრაფეებია, მცველები მჭიდროდ გეთამაშებიან, ასეთ პირობებში თამაში კი ჩემთვის დიდი გამოწვევა და მოტივაციაა.

- გულშემატკივრებმა უკვე დაიჯერეს, რომ თქვენ გონსალო იგუაინის შეცვლა შეგიძლიათ...

- იგუაინი ძალიან ძლიერი ფორვარდია და ეს გასულ სეზონში 36 გატანილი გოლით დაამტკიცა. არ მიყვარს მსგავსი შედარებები, რადგან მე მე ვარ და ჩემი გზა მაქვს გასავლელი. ვეცდები, რომ გულშემატკივრებს მალე შევაყვარო თავი და "ნაპოლის" წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ნეაპოლში დიდი ხანია, რაც სკუდეტოზე ოცნებობენ და მჯერა, რომ ამ ოცნების ახდენა შეგვიძლია.

- რის ხარჯზე შეუძლია "ნაპოლის" სკუდეტოს მოპოვება?

- გუნდში მინიმუმ, ორი მაღალი კლასის ფეხბურთელია თითო პოზიციაზე და ეს ბევრს ნიშნავს. მწვრთნელს შეუძლია როტაციას მიმართოს და სეზონი ისე გავიაროთ, რომ ჩავარდნას ავცდეთ. მაურიციო სარი ძალიან ჭკვიანი სპეციალისტია და იცის, როგორ უნდა წაიყვანოს საქმე. პირველივე დღიდან, კარგად გავიგე თუ რას ითხოვდა ჩემგან მწვრთნელი, ეს კი ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს.

- და მაინც, იტალიის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი "იუვენტუსია"...

- ეს ასეა, რადგან "იუვე" წლებია არავის უთმობს პირველობას. იყოს ტურინული გრანდი ფავორიტი, ჩვენ კი შევეცდებით, რომ სენსაცია მოვახდინოთ...

ჰამშიკი: "იუვე" არ მაინტერესებს

არკადიუშ მილიკი "ნაპოლის" კაპიტანმა მარეკ ჰამშიკმა შეაფასა, იქამდე კი "ნაპოლის" საჩემპიონო შანსებზე ილაპარაკა და "იუვენტუსს" გადაწვდა:

"სიცილიაზე უმნიშვნელოვანესი გამაჯვება მოვიპოვეთ და ყველას დავანახვეთ, რომ "ნაპოლი" ერთ ფეხბურთელზე არ იყო დამოკიდებული. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სიმართლე გითხრათ, "იუვენტუსი" საერთოდ არ მაინტერესებს და არც ამ გუნდის თამაშებს ვადევნებ თვალს. მთავარია, ჩვენი მოსაგები მოვიგოთ და დანარჩენს დრო გამოაჩენს. არკადიუშ მილიკის სახით, უნიჭიერესი ფეხბურთელი დაგვემატა, რომელიც ათლეტურია და ამავდროულად, ძალიან ტექნიკური. პოლონელი თანაბარი წარმატებით თამაშობს როგორც ფეხით, ისე თავით და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მილიკი მალე გახდება "ნაპოლის" მთავარი დამრტყმელი ძალა".

"პალერმოსთან" შეხვედრაში მარეკ ჰამშიკი გოლით გამოირჩა და ეს მისი 82-ე შედეგიანი დარტყმა იყო ნეაპოლური გუნდის შემადგელობაში. აღსანიშნავია, რომ ჰამშიკმა გოლების რაოდენობით თვით დიეგო მარადონას გაუსწრო და ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა:

"ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ დიეგო მარადონას ვაჯობებდი, რადგან ის გუნდის ლეგენდაა და თანაც, თავდამსხმელი გახლდათ, მე კი ნახევარდაცვაში ვთამაშობ. ნეაპოლში ფანტასტიკური წლები გავატარე და იმედი მაქვს, რომ კარიერას აქვე დავასრულებ. ჩემი ოცნებაა, რომ გულშემატკივრებისთვის დიდი გამარჯვებები მოვიპოვო".

"ნაპოლი" - გოლების გუნდი

"პალერმოსთან" შეხვედრაში ხოსე კალეხონმა დუბლი შეასრულა და ზოგადად, მიმდინარე სეზონი ესპანელმა შესანიშნავად დაიწყო. იგუაინის წასვლის შემდეგ, თითოეული შემტევის შედეგიანი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და ხოსეც სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას:

"იგუაინი დიდი ძალა იყო და ფაქტია, რომ ის ძალიან დაგვაკლდება. როდესაც გონსალო მოედანზე იყო, ვიცოდით, რომ გოლებს გაიტანდა. თუმცა, თვითონ "ნაპოლია" შექმნილი იმისთვის, რომ ბევრი გოლი გაიტანოს და ეს განურჩევლად იმისა, არის თუ არა მოედანზე იგუაინი, ან გნებავთ დიეგო მარადონა. "იუვენტუსის" სახით, უძლიერესი კონკურენტი გვყავს და შესაბამისად, შეცდომების უფლება პრაქტიკულად არ გვაქვს. თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რათა ქულები მოვიპოვოთ.

მიმდინარე სეზონში, თითქოს, უფრო ვუფრთხილდები საგოლე მომენტებს და შესაბამისად, მარგი ქმედების კოეფიციენტიც უფრო მაღალი მაქვს. შესაძლოა, ეს იგუაინის წასვლამაც განაპირობა და თუ ეს ასეა, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. შევეცდები, გაცილებით მეტი გოლი გავიტანო, ვიდრე გასულ სეზონში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
ტრავმების ეპიდემიის ფონზე, "იუვენტუსი" ზინჩენკოს დამატების ვარიანტს განიხილავს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
გატუზოს "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნავენ
არკადიუშ მილიკი იტალიაში დაბრუნდა
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
დე ლაურენტისი: თუ სურთ, მერტენსმა და კალეხონმა ჩინურ განავალში იცხოვრონ
კიეზა - "იუვენტუსში", კალეხონი - "ფიორენტინაში"
ვინ შეცვლის კონტეს "ნაპოლიში"?
დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება
მაურიციო სარი "ატალანტას" მთავარი მწვრთნელი გახდება
ჰამშიკი: მე ამას "კვარასგან" არ ველოდი
"ატლეტიკო" შეიძლება დიეგო კოშტას ნაახალწლევს დაემშვიდობოს
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
"იუვენტუსს" უნდა მილიკი მუქთად ჩაიგდოს ხელში
"ხვიჩა საოცრად კრეატიული ფეხბურთელია" - მარეკ ჰამშიკმა "კვარაზე" ისაუბრა
"სარი "ნაპოლიში" არ დაბრუნდება; სამაგიეროდ, კონტეზე გეტყვით, რომ..." - იოლანდამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა
ადრიენ რაბიოს დუბლი და "იუვენტუსის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]
ხოსე კალეხონი: სკუდეტოს მოგება შეგვიძლია
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
თურქულ შეკრებაზე მყოფ "ნაპოლის" მარეკ ჰამშიკი ეწვია [VIDEO]
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: "ბარსა" და "მონაკო" ასიანთა კლუბში
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"ჩემი აზრით, "ნაპოლიში" საუკეთესოა" - ჰამშიკმა ფავორიტი მოთამაშე დაასახელა
კალეხონი მზადაა სეზონის ბოლომდე "ნაპოლიში" უფასოდ ითამაშოს
კიდევ ერთი ფორვარდი - ვინ შეიძლება შეცვალოს მიქაუტაძეს გარდა ვლაჰოვიჩი "იუვენტუსში"
ხოსე კალეხონი "გრანადაში" გადავიდა
"რატომ მირჩევნია ინსინიე კვარას? ქართველისგან განსხვავებით, იტალიელი ამას აკეთებდა..." - ჰამშიკს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია
"იუვენტუსი" არჩევანს ორ ფორვარდს შორის გააკეთებს