მეთოფეებმა კატალონიელებს, სესკ ფაბრეგასის შემდეგ კიდევ ერთი ვუნდერკინდი, ჯონ მიგელ ტორალ ჰარპერი წაჰგვარეს
"არსენალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება მარტო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალით არ შემოიფარგლება. კატალონიელები ბრაზობენ, რომ ინგლისელები მათი აკადემიის 16 წლის აღსაზრდელის, ვუნდერკინდად წოდებულ ჯონ მიგელ ტორალ ჰარპერის წართმევას ცდილობენ - ზუსტად ისე, თავის დროზე სესკ ფაბრეგასი რომ წაიყვანეს. "სანმა" შეიტყო, რომ გუნდების პირველ დაპირისპირებამდე, რომელიც "არსენალმა" 2:1 მოიგო, "ბარსას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა "მეთოფეთა" აღმასრულებელ შეფ აივან გაზიდისთან ლაპარაკის დროს უკმაყოფილება მკაცრად გამოხატა. ადამიანმა, რომელიც ამას შეესწრო და რომლის ვინაობას გაზეთი არ ასახელებს, თქვა:

"როსელმა ხმასაც კი აუწია, გაზიდისი კი ჩუმად იდგა და ისმენდა. პასუხი არ გაუცია. აშკარა იყო, რომ როსელი ბრაზობდა და ემოციას ვერ თოკავდა".

მიაქცევდით ყურადღებას, რომ ჯონ მიგელ ტორალ ჰარპერს უჩვეულო გვარ-სახელი აქვს. მას ტორალად იცნობენ, ფეხბურთს ამ გვარით თამაშობს, ჯონ ჰარპერი კი ინგლისელი დედისგანაა. ამბობენ, რომ ტორალი ახლოსაა ცხოვრებაში პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმებასთან და ისე, როგორც თავის დროზე ფაბრეგასს, ამ კონტრაქტს მასაც "არსენალი" სთავაზობს. ბედის ირონიით ტორალმა და ფაბრეგასმა უკვე მოასწრეს ერთად "ნაიკის" რეკლამაში თამაში.

ყმაწვილის გამო კლუბებს შორის დაპირისპირება იმდენად დიდია, რომ დაძაბულობით ფეხბურთის მოედანზე არა, მაგრამ ოფისებში ლიგის მერვედფინალს ნამდვილად გადააჭარბებს. "სანი" წერს, რომ "არსენალს" ტორალის გადასაბირებლად უღირსი საქციელი არ ჩაუდენია, თუმცა მისი შეძენის მტკიცე სურვილი აქვს და ესპანეთის ჩემპიონს ეს აბრაზებს. მეორე მხრივ, ნუ გამოვრიცხავთ, რომ ლონდონელები კლუბამდე ბავშვის ოჯახში მივიდნენ და "ოპერაცია" იქიდან დაიწყეს. ასეა თუ ისე, 2003 წელს, როდესაც "მეთოფეებმა" ფაბრეგასი წაიყვანეს, "ბარსელონას" ოფისში ყველაზე მეტად როსელი გაცხარდა. ის, მაშინ, ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. "არსენალის" იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ დევიდ დინს სწორედ როსელმა უთხრა პირველი უარი, თუმცა, ფაბრეგასის ისტორია რითაც დამთავრდა კარგად მოგეხსენებათ.

კლუბებს შორის დაძაბულობას, რასაკვირველია, ფაბრეგასის თემაც ამძაფრებს. "ბარსელონა" უკვე რამდენიმე წელიწადია ფაბრეგასის დაბრუნებაზე ლაპარაკობს, გასულ ზაფხულს კი ლაპარაკმა ძალიან კონკრეტული სახე მიიღო - კატალონიელები 31 მილიონს იხდიდნენ, მაგრამ "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა სესკი არ გაუშვა. მოგეხსენებათ, ვენგერი ფაბრეგასისვის ძალიან ავტორიტეტული ადამიანია და მისი ნებართვის გარეშე ვერსად წავიდოდა. სხვათაშორის, ზაფხულში ვენგერიც ბრაზობდა, "ბარსა" ფაბრეგასის გადასაბირებლად ზურგიდან შემოვლის ხერხებს მიმართავსო.

პ.ს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ "არსენალმა" მიზანს მიაღწია და ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრების წევრი 350 ათასი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა (ინფორმაცია კატალონიური რადიოსადგურ რაც 1-ის). "მეთოფეებს" ტორალის თანაგუნდელის სერხი სამპერის შეძენა სურდათ, მაგრამ თავას ფეხბურთელმა იუარა ინგლისში გადასვლა. ჭორიკანა, მაგრამ ხშირად საკმაოდ ინფორმირებული "ტრაიბალ ფუტბოლი" საერთოდ საოცარ ამბავს ყვება: თურმე, ტორალის ტრანსფერს ხელი პერე გვარდიოლამ შეუწყო, რომელიც "ბარსელონას" თავკაც პეპ გვარდიოლას ძმა და ტორალის აგენტია.

ჯონ მიგელ ტორალ ჰარპერი

16 წლის

მარცხენა ნახევარმცველი

კლუბები: ბარსელონა (12 წლის ასაკიდან)

ესპანეთის U-16-ის წევრი

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"