ევრობასკეტი 2017. შესარჩევი. F ჯგუფი. VI ტური
დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო და გადამაწყვეტ შეხვედრას ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებს.

თამაში ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში", თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-მონტენეგროს პირველი დაპირისპირება თბილისში სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 76:74 დასრულდა. დღევანდელ შეხვედრაში კი უნდა გადაწყდეს, საბოლოოდ რომელ ადგილზე დაასრულებს ილიას ზუროსის ნაკრები შესარჩევ ჯგუფში გამოსვლას და მოიპოვებს თუ არა ევრობასკეტის საგზურს ისტორიაში ზედიზედ მეოთხედ.

საქართველოს ნაკრები მონტენეგროში 15 სექტემბერს ჩავიდა და მომავალი შეხვედრისთვის ემზადება. ცნობილია, რომ ნაკრებს ტრავმის გამო ვერ გაჰყვა თორნიკე შენგელია.

სამი ვარიანტი

სლოვაკეთთან 28 ქულის სხვაობით მოგების შემდეგ ბევრმა კალკულატორი მოიმარჯვა და შანსების გამოთვლას მოჰყვა. ყველაზე მეტად მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში რა გველის, იმას ვიკვლევთ. ფიბას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, თუ სხვა ჯგუფებში უამრავი ვარიანტია გათვლილი, ჩვენთან მხოლოდ სამი აბზაცია.

1. საქართველო ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს (და ევრობასკეტზე გავა) თუ მონტენეგროს 3 და მეტი ქულით დაამარცხებს.

2. საქართველო მეორე ადგილს დაიკავებს და ჯგუფიდან 3-1 მოგება-წაგებით (ბოლოადგილოსანთან მატჩების შედეგები არ ითვლება) გავა, თუ მონტენეგროს 1 ან 2 ქულით აჯობებს.

3. საქართველო თუ მონტენეგროში წააგებს, მეორე პოზიციას დაიკავებს და დაელოდება სხვა ჯგუფებში მოვლენების განვითარებას.

ასეთია მარტივი გათვლები. თუმცა შეგახსენებთ: შესარჩევი ეტაპის 7 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირველადგილოსნები და საუკეთესო ოთხი მეორეადგილოსანი გავა. მეორეების კლასიფიკაციაში მხედველობაში არ მიიღება ბოლოადგილოსანთან ნაჩვენები შედეგები (საქართველოსთვის სულერთია სლოვაკეთი გავა ბოლოზე თუ ალბანეთი, რადგან ორივესთან ერთნაირი ფორა აქვს +59).

59-ს გამოვაკლოთ მონტენეგროსთან თბილისური ორქულიანი წაგება და დაგვრჩება +57. ეს სერიოზული ჰანდიკაპია საიმისოდ, რომ მეორეადგილოსანთა შორის ევრობასკეტზე გამსვლელ კვარტეტში მოვხვდეთ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორ მეორეადგილოსანს უკვე გავასწარით - დიდ ბრიტანეთსა და ბოსნიას. სხვა ჯგუფებშიც საჩვენო სიტუაციაა, თუმცა დღეს ბევრი მსჯელობა მართებული არ არის, რადგან ზოგან პირველი ადგილისთვის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. ასეა ჩვენს ჯგუფშიც.

სტატისტიკა

მონტენეგრო საქართველო

58.4% ორქულიანი 59.2%

39.7% სამქულიანი 33.3%

70.1% საჯარიმო 84.8%

11.6 შეტევითი მოხსნა 9.6

25.8 დაცვითი მოხსნა 33.6

37.4 მოხსნების ჯამი 43.2

20.4 პასი 21.4

11.8 შეცდომა 18.4

11.6 ჩაჭრა 9.4

0.4 დაფარება 2.6

17.8 ფოლი 18.6

17.8 სწრაფი გარღვევის ქულები 17.4

35.4 დიდი სხვაობა 27.2

41.6 ქულები ფარქვეშიდან 42.0

66.8 სათადარიგოების ქულები 37.2

24.4 ქულები შეცდომებიდან 12.2

12.2 ქულები მეორე ფაზაში 8.0

ლიდერები

მონტენეგრო საქართველო

ვუჩევიჩი 15.4 ქულა 17.2 შენგელია

ტოდოროვიჩი 8.0 მოხსნა 8.0 შენგელია

მიჰაილოვიჩი 3.2 პასი 6.8 ცინცაძე

დაშიჩი 2.4 ჩაჭრა 2.6 ცინცაძე

ვუჩევიჩი 0.4 დაფარება 1.2 სანიკიძე.

ევრობასკეტი 2017. შესარჩევი. F ჯგუფი. VI ტური

17 სექტემბერი

21:00 ალბანეთი-სლოვაკეთი

23:00 ჩერნოგორია-საქართველო

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ჩერნოგორია 5 5 0 479:330 10

2. საქართველო 5 4 1 434:318 9

3. სლოვაკეთი 5 1 4 327:446 6

4. ალბანეთი 5 0 5 300:446 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სასაცილოები ხართ ვინც კალათბურთის გარტყმაშიც არ ხართ და მაინც აკომენტარებთ 40ქულა და კიდევ რა ვიცი. მონტენეგრო რომ გუნდი ყოფილიყო აქმდე ბ ჯგუფში არ იქნებოდა. მაგათთვის ზღაპარია საერთოდ რომ გავიდნენ ევროპაზე. ჩვენ კი იქ ვცხოვრობთ და მასპინძლის როლში ვართ უკვე მეოთხე ჩემპიონატი ხდება.
akaki
მონტენეგრო არაა ის გუნდი რომ საქართველოსთან არ გაუჭირდეს, თუნდაც ასეთი შესუსტებული შემადგენლობით
ვახო-ს-ს
მაგ ვანგას სტილი უფროა აბა დააკვირდი
turua001
მოვიგებთ და გავიხარებთ!!!!!!!!
მსქროლავი ტროლი
ახლა უკვე 60 ქულითაც შეგვიძლია წავაგოთ, რადგან უკრაინამ წააგო და ისიც მინუსში დარჩა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ყველაზე ბოლოს ვთამაშობთ, საღამოს 11 სთ-ზე უკვე გასულები ვიქნებით... ყველაზე კარგი საყურებელი კი ჰოლანდია - გერმანია იქნება, გამარჯვებული პირველ ადგილზე გადის, დამარცხებული კი - მეორეზე, მაგრამ ვარდება სამი წაგებით....
ვახო-ს
კაკულიაა მაგი კაცის ნიკით შენიღბული.
სტუმარი
რატომ მარტო ბრიტანეთს და ბოსნიას?! ესტონეთს არ ვასწრებთ?! თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ჩვენ იმდენს წავაგებთ მონტენეგროსთან და ესტონეთი ისე მოუგებ პოლონეთს, რომ 68 ქულიანი ჰანდიკაპს ამოქაჩავს? მაგ ლოიკით ბრიტანეთი უფრო ახლოსა. მოკლედ 40 ქულითაც რომ წავაგოთ, გავდივართ მაინც. ალბათ ამიტომაც მისცეს ტრამვირებულ შენგელია დასვენების უფლება
ვახო
და საიდან დაასკვენი რომ 40 ქულითაც თავისუფლად დაგვამარცხებს. საერთოდ რა გესმის კალათბურთის???
zurab
უბრალოდ თავს არ მოიკლავენ , თორემ ჩვენს უშენგელიო ნაკრაებს მონტენეგრო 40-ქულიანი სხვაობითაც კი დაამარცხებს.
დათი
ყველა სტატიაში - არიქა და გავედითო, ეხლა - დღეს გადაწყდებაო, ხალხო ჩამოყალიბდით და მერე წერეთ
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა