გუნდური ჩემპიონობა პირადულ ხარვეზებს ვერ ფარავს
ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა გუნდებმა - ბიჭებმაც და გოგოებმაც წარუმატებლად იასპარეზეს ესპანურ მალაგაში დამთავრებულ თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში.

პირად პირველობაში გოგოები უმედლოდ დარჩნენ, ბიჭები კი მხოლოდ ორ ვერცხლს დასჯერდნენ, რაც თორნიკე ნაგლიაშვილისა (66) და გიორგი კაციაშვილის (73) ანგარიშზე მოდის. ბრინჯაოსთვის მსოფლიოს შარშანდელმა ბრინჯაოს მედალოსანმა ირაკლი კუპატაძემაც (55) იჭიდავა, თუმცა დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.

გზა ფინალებამდე

ჩვენი ვიცე-ჩემპიონებიდან ნაგლიაშვილმა ტურნირი სერიოზული ჩავარდნის გარეშე ჩაატარა. ფინალამდე მან ოთხი შეხვედრა გამართა და ყველა წმინდად მოიგო - ბერძენ ალექსიოს ცარმანტიდისთან, ფინელ ჰენრი მაატასთან, თურქ ცენგიზმან დონმეზთან და ნახევარფინალში შვეიცარიელ ნილს შტუმპთან. ფინალში ის მასზე ბევრად გამოცდილ და ეროვნულ ნაკრებში გამობრძმედილ ბელარუს ძმიტრი მინკოუს ხვდებოდა, ვისთანაც ცუდად არ უჭიდავია, მაგრამ ერთი შეცდომა წაგებად დაუჯდა. არადა, მესამე დღეს ნაგლიაშვილმა გუნდურში მაღალ დონეზე იჭიდავა და დაამტკიცა, რომ ბევრად მეტს იმსახურებდა.

ეროვნულ ნაკრებში კაციაშვილსაც მოუსინჯავს ძალები და წარმატებითაც, თუმცა ის თითქოს ერთ ადგილზე გაჩერდა... მალაგაში ისიც ძლიერად ჩაება ტურნირში და ჩერნოგორიელი ბალსა სინანოვიჩი ვაზარის შემდეგ იპონზეც დააგდო. მერე იტალიელი ანდრეა ჯისმანი და აზერბაიჯანელი ჰასილ ჯაფაროვიც დააიპონა, ნახევარფინალში კი რუმინელი მარსელ ცერცეა გაფრთხილებებით მოახსნევინა. სამწუხაროდ, ფინალში ვერაფრით იპოვა საკუთარი ჭიდაობა, თუმცა მეტოქეც ძლიერი ჰყავდა - აზერბაიჯანელი ჰიდაიეტ ჰეიდაროვი, ვისთანაც წმინდად წააგო.

კუპატაძის და სხვათა შანსები

ამ დუეტის გარდა, ნახევარფინალში კუპატაძეც გავიდა, სადაც აზერბაიჯანელთა მომავალ ჩემპიონ ნატიგ გურბანლისთან იპონით წააგო, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი ფრანგთა მომავალ პრიზიორ მაქსიმე მერლენთან 2 იუკოთი დათმო. თან ამ ფრანგმა ჯგუფურ ეტაპზე დავით გეჯაძეც დაგვიმარცხა, კუპატაძემ კი ჯგუფში რუმინელთა ევროპის მესამე პრიზიორი ახალგაზრდებში ვლად ლუნკანი და აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი დაამარცხა.

ბეგლარაშვილი მეოთხედფინალში იტალიელთა ჭაბუკების ევროპის ჩემპიონ მანუელ ლომბარდოსთან დამარცხდა, მანამ კი უნგრელ ბენცე პონგრაჟთან და უკრაინელ არტემ ლესიუკთან მოპოვებული ორი გამარჯვებით მივიდა. თუმცა უკრაინელს მხოლოდ გაფრთხილებით აჯობა, ტურნირში გამოსვლა კი სანუგეშო წრეში ფრანგ ჟოლან ფლორიმონტთან მინიმალური ანგარიშით მარცხით დაასრულა.

რუსი მიხაილ იგოლნიკოვის სინდრომი ქართველებმა ვერც ამჯერად დავძლიეთ - ჯგუფში სწორედ მასთან დამარცხდა სანებლიძე, ხოლო ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ესპანეთიდან: ჩვენებური მასთან ჯგუფში დამარცხდა იპონით, ესპანელი - ფინალში. სანებლიძემ ჯგუფში ორი პაექრობა მოიგო - სლოვენიელ ნარსეი ლაცკოვიჩს ვაზარით მოუგო, ლიტველ როკას ნენარტავიჩიუსს კი ვაზარი იპონით გაუქვითა. სამწუხაროდ, სანუგეშო წრეში ასე ვეღარ იყოჩაღა და ბელარუს იაჰორ ვარაპეისთან გაფრთხილებებით წააგო.

კირაკოზაშვილმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო, მერე კი გერმანელთა მომავალ მესამე პრიზიორი ტიმ გრამკოვთან წააგო. რაკი ეს 1-16-ედფინალში მოხდა, ჩვენებური ვერც სანუგეშოში გადაერთო.

გუშინ ბიჭებიდან გიორგი ქურდიანმა (81), დავით ოზბეთელაშვილმა (100 და გურამ ქოსმენაშვილმაც (+100) იჭიდავეს, მაგრამ ნაადრევად დამარცხდნენ.

გოგოები და მათი შანსები

როგორც გითხარით, გოგოებში ყველაზე მეტად წარმატებას ჯანაშვილისგან ველოდით, ვისაც შარშანდელი შედეგის გამეორებამდე ერთადერთი მოგება დააკლდა. მას ფინალში გასვლა თურქმა ირემ ქორქმაზმა არ დაანება, ვისაც ნახევარფინალში იუკოთი უგებდა, მაგრამ წმინდად წააგო. ამან გატეხა თუ რა მოხდა, ჯანაშვილმა ვერც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იყოჩაღა ხორვატ ტიეა ტოპოლოვიჩთან. არადა, ჯგუფში ჯანაშვილმა ორი დამაჯერებელი იპონი მიითვალა რუს ნატალია მალიუკოვასა და ბრიტანელ ჩელსი გილესისთან.

ამავე წონაში მუხლის ოპერაციით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველად იჭიდავა მზია ბებოშვილმა, მაგრამ პირველივე შეხვედრა დათმო სერბთა მომავალ ჩემპიონ ნადეჟდა პეტროვიჩთან.

ჭაბუკებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57) და ფინალისტი სოფიო სომხიშვილი ჯერ ისევ 17-წლამდელთა ნაკრებში გამოდიან, თუმცა აქ გამოცდილების მისაღებად წაიყვანეს. ამიომ არცაა გასაკვირი, პირველივე შეხვედრა თუ დათმეს. ასევე პირველივე პაექრობაში დამარცხდნენ სალომე მარგიანი (48) და ხატია ჯანაშვილი (57).

გუნდური პირველობა

გუნდურ პირველობაში ბიჭებმა ბევრად მეტი აღმავლობით იჭიდავეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ჯგუფში მათ დამაჯერებლად დაამარცხეს რუმინეთი და ავსტრია, ნახევარფინალში რუსებს დააყრევინეს ფარ-ხმალი, ფინალში კი ბოლო ორთაბრძოლის მოგებით აზერბაიჯანს 3:2 სძლიეს.

ამ ტურნირში გოგოებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ პირველივე პაექრობა დათმეს ხორვატებთან.

ბიჭები

55 კგ.

1. ნატიგ გურბანლი (აზერბაიჯანი); 2. ალი პაფოვი (რუსეთი): 3. ანდრეა კარლინო (იტალია), მაქსიმე მერლინი (საფრანგეთი); 5. ირაკლი კუპატაძე (საქართველო).

60 კგ.

1. თორნიკე ჭკადუა (ჰოლანდია); 2. ნაილ მაკდონალდი (ბრიტანეთი); 3. ჟოლან ფლორიმონტი (საფრანგეთი), მანუელ ლომბარდო (იტალია); 7. რობინზონ ბეგლარაშვილი (საქართველო).

66 კგ.

1. დზმიტრი მინკოუ (ბელარუსი); 2. თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო); 3. ალბერტო მარტინ გაიტერო (ესპანეთი), ნილს შტუმპი (შვეიცარია).

73 კგ.

1. ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი); 2. გიორგი კაციაშვილი (საქართველო); 3. მარტინ ჰოჯაკი (სლოვენია), კრისტოფერ ვაგნერი (ავსტრია).

81 კგ.

1. ნემანია მაჯდოვი (სერბეთი); 2. ანრი ეგუტიძე (პორტუგალია); 3. ტიმ გრამკოვი (გერმანია), ტურპალ ტეპკაევი (რუსეთი).

90 კგ.

1. მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი); 2. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი); 3. მარკო ბუბანია (სერბეთი), აურელიენ დისი (საფრანგეთი); 7. ონისე სანებლიძე (საქართველო).

100 კგ.

1. აარონ ფარა (ავსტრია): 2. იოჰანეს ფრეი (გერმანია); 3. არმან ადამიანი (რუსეთი), მიკიტა სვირიდი (ბელარუსი).

+100 კგ.

1. რუსლან შახბაზოვი (რუსეთი); 2. ფედირ პანკო (უკრაინა); 3. ტამერლან ბაშაევი (რუსეთი), ზარკო კულუმი (სერბეთი).

გოგოები

44 კგ.

1. ჟუსტინე დელეი; 2. მარინე ჟილი (ორივე - საფრანგეთი); 3. ლოის პეტიტი (ბელგია), მადლენა ზერჩიკოვა (რუსეთი).

48 კგ.

1. დარია ბილოდიდი (უკრაინა); 2. დარია პიჩკალევა (რუსეთი); 3. რეკა პუპი (უნგრეთი), მირიამ შნაიდერი (გერმანია).

52 კგ.

1. ნადეჟდა პეტროვიჩი (სერბეთი); 2. ირემ კორკმაზი (თურქეთი); 3. ასტრიდე გნეტო (საფრანგეთი), ტიეა ტოპოლევიჩი (ხორვატია); 5. მარიამ ჯანაშვილი (საქართველო).

57 კგ.

1. პაულინე სტარკე (გერმანია); 2. ანდრეია ლესკი (სლოვენია); 3. სტეფანია ადელინა დობრე (რუმინეთი), ჯულია კოვალჩუკი (პოლონეთი).

63 კგ.

1. სანე ვერმეერი (ჰოლანდია); 2. ლარა რაიმანი (გერმანია); 3. ანია ობრადოვიჩი (სერბეთი), ინბალ შემეში (ისრაელი).

70 კგ.

1. მარიე ევა გაი (საფრანგეთი); 2. სარა როდრიგესი (ესპანეთი); 3. ნატაშა აუსმა (ჰოლანდია), ჟაბინა გერცსაკი (უნგრეთი).

78 კგ.

1. ანა მარია ვაგნერი (გერმანია); 2. ბრიგიტა მატიჩი (ხორვატია); 3. ალექსანდრა გიმალეტდინოვა (რუსეთი), ჯორჯია სტანჯერლინი (იტალია).

+78 კგ.

1. ჟულია ტოლო (საფრანგეთი); 2. სებილე აკბულუტი (თურქეთი); 3. ანიტა ფორმელა (პოლონეთი), ვასილინა კირიჩენკო (უკრაინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია