"სპარტაკის" ქართველი ჰავბეკი სიმბოლურ ნაკრებში რუსულმა სპორტულმა გამოცემამ შეიყვანა, მისი გოლი კი ტურის საუკეთესოდ აღიარა
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში არაერთმა ადგილობრივმა სპორტულმა გამოცემამ შეიყვანა, მისი გოლი კი ტურის საუკეთესოდ აღიარა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველმა 16 სექტემბერს გამართულ "ორენბურგი"-"სპარტაკის" მატჩში საბოლოო ანგარიში ეფექტური გოლით დააფიქსირა (1:3). ეს მისი მეოთხე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.

- ჯანო ანანიძემ "ორენბურგს" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

- ანანიძემ 80%-ით მოუმატა! როგორი გამოხმაურება მოჰყვა ჯანოს გოლს რუსეთში [VIDEO]

"სპარტაკის" ქართველ ჰავებკს რენესანსის ეპოქა უდგას. ჯანო ბევრს იტანს და იტანს ლამაზად. ამ ტურში მან ბურთი ძირს დაუშვებლად გადაგზავნა "ორენბურგის" კარში, რითაც გაიმყარა ადგილი 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო გოლების ავტორთა რეიტინგში", - წერს championat.com, რომლის საუკეთესო გოლების ავტორთა რეიტინგს ანანიძე დიდი უპირატესობით, 17 ქულით ლიდერობს.

ჯანოს გოლს დიდი უპარატესობა აქვს sovsport.ru-ს გამოკითხვაშიც, სადაც ტურის რჩეულ გოლს მკითხველები ავლენენ. ანანიძეს ხმათა 74% აქვს. ამავე გამოცემის ექსპერტმა ალეკსანდრ ბუბნოვმა ქართველი ტურის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა:

"მესამე მოთამაშის არჩევა იოლი არ იყო. მე-7 ტურში არაერთმა ფეხბურთელმა წარმოაჩინა თავი. აღიარებას იმსახურებდნენ "ზენიტის" მოთამაშეები, რომლებმაც "რუბინს" დიდი ანგარიშით სძლიეს. მაგრამ ისინი უპირველესად, გუნდური თამაშით იყვნენ ძლიერები, ანანიძემ კი "ორენბურგს" დიდებული გოლი გაუტანა", - წერს გამოცემა.

ჯანო ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა საიტმა football.kulichki.net-მა, რომელიც წერს:

"ორენბურგელები საკმაოდ მჭიდროდ თამაშობდნენ დაცვაში და ამის გამო ჯანოს ბურთის მოსაპოვებლად მოედნის სიღრმეში უწევდა ჩასვლა. ის ეხმარებოდა თავისი გუნდის დაცვასაც. მაგრამ ქართველი ლეგიონერი საჭირო დროს საჭირო ადგილზე გაჩნდა და ბრწყინვალე დარტყმით, ერთი შეხებით "ორენბურგი" ნოკდაუნში გაუშვა. ფაქტია: ანანიძის ანგარიშზე 4 მატჩში 4 გოლია. რუსეთში ყოფნის პერიოდში მას ამდენი ჯერ არცერთ სეზონში გაუტანია".

5
ჯანო გაიხსნა და აწი დაგლიჯავს. გაიხარე-გაგვახარე
status quo
გოლს იტანს? ქართული ისწავლეთ უვიცებო.
zaza
ეს გოლი ტურის კი არა თვის და სეზონის საუკეთესო გოლი იქნება... წარმატებები ჯანოს!!!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია