საქართველოს ნაკრების ფორვარდს უპირატესობა გულშემატკივართა 53,6 პროცენტმა მიანიჭა
დანიის სუპერლიგის "სილკებორგის" გულშემატკივრებმა დავით სხირტლაძე აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, რომელიც "სილკებორგში" წლეულს ჩაირიცხა, საკმაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვა - მას უპირატესობა გულშემატკივართა 53,6 პროცენტმა მიანიჭა.

კლუბის ვებგვერდმა ეს ცნობა მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა და იქვე მიუთითა, რომ ქართველმა ფორვარდმა ფანების სიმპათია "ლუნგბიუსთან", "ჰორსენსთან" (სადაც დუბლი შეასრულა), "ვიბორგსა" და "რანდერსთან" მატჩებით დაიმსახურა.

საინტერესოა, რომ სხირტლაძემ თავი ამის შემდეგაც გამოიჩინა და "ტიპსბლადეტმა" "სონდერიისკესთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.

"ქართველმა მეტოქეს ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა და მცველებს თავბრუ დაახვია. სწორედ მან განავითარა შეტევა, რომელიც "სილკებორგის" პირველი გოლით დასრულდა. მატჩის ყველაზე ცუდი ეპიზოდი კი ის იყო, როცა მცველი სხირტლაძეს საჯარიმოში უხეშად ეთამაშა, მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა", - წერს გამოცემა.

სხირტლაძემ ბოლო ტურში თავის ყოფილ გუნდ "ორჰუსთან" მოგებაშიც (1:0) შეიტანა წვლილი. მართალია, მას არ გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო მოედანზე. "სილკებორგმა" პირველი საგოლე მომენტი სწორედ მისი გადაცემის შემდეგ შექმნა, მაგრამ მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილ მის თანაგუნდელს სიზუსტე დააკლდა და ახლო მანძილიდან ბურთი მიზანს ააცილა. მერე საგოლე მომენტი თავად სხირტლაძემაც შექმნა, თუმცა, ბოლო მომენტში მცველი გადაეფარა და ანგარიშის გახსნის საშუალება არ მისცა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მე მგონი ლევანდოვსკი გვეზრდება
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სხირტლაძე: 19-ში ყველა სტადიონზე! - შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელი
ლობჟანიძის "რანდერსი" სუპერლიგაზე დარჩა, სხირტლაძემ გოლი გაიტანა და "სილკებორგს" ლიგაზე დარჩენის შანსი აქვს[VIDEO]
პარუნაშვილის "ესბერგმა" სხირტლაძის "სილკებორგი" დაამარცხა და დანიის სუპერლიგაში გადავიდა
დავით სხირტლაძე დანიის "ვიბორგში" გადავიდა
დავით სხირტლაძემ დანიის თასის ფინალში გოლი გაიტანა, მისი "სილკებორგი" კი დამარცხდა [VIDEO]
დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გოჩოლეიშვილის საგოლე გადაცემა - "კოპენჰაგენმა" გამარჯვება და გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა [VIDEO]
სხირტლაძემ პარუნაშვილის გუნდს პლეი-ოფის მატჩში თერთმეტმეტრიანი ვერ გაუტანა
თბილისის "დინამო" დავით სხირტლაძემაც დატოვა - დედაქალაქური გუნდის ყოფილი კაპიტანი თურქეთში წავიდა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
სხირტლაძე: ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, სხვა სცენარი არ განიხილება
მათე ვაწაძე: ეგზოტიკური ქვეყნის ვარიანტი ჩაიშალა. საქართველოში დაბრუნება?...