არგენტინელი მცველი გაბრიელ ჰაინცე აღიარებს, რომ ძალიან შეცდა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ლივერპულში" გადასვლა მოისურვა.

არგენტინელი მცველი გაბრიელ ჰაინცე აღიარებს, რომ ძალიან შეცდა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ლივერპულში" გადასვლა მოისურვა. შეგახსენებთ, რომ ჰაინცემ "ოლდ ტრეფორდზე" სამი წელიწადი გაატარა, 2007-ში კი მერსისაიდელებმა მისი კონტრაქტის გამოსყიდვა მოიწადინეს და სერ ალექს ფერგიუსონს 6,8 მილიონი ფუნტი შესთავაზეს. თავად ჰაინცესაც ჭკუაში დაუჯდა მანჩესტერიდან გაქცევა. საქმე ის იმაშია, რომ "იუნაიტედის" შემადგენლობაში ადგილს უკვე ფრანგი პატრის ევრა იმკვიდრებდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰაინცეს გაყიდვაზე უარი არ თქვა, თუმცა მისი პრემიერლიგელი კონკურენტისთვის გადაბარება არ ისურვა და არგენტინელი მადრიდის "რეალს" დაუთმო. 33 წლის ჰაინცე ამბობს:

"ჩემს კარიერაში ძალიან ცოტა რამ მომხდარა, რაც მერე სანანებელი გამიხდა, მაგრამ რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილება მაინც იყო და ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ფერგიუსონთან დაკავშირებული ეპიზოდი. მე ბუნებით იმპულსური და ჯიუტი ადამიანი ვარ, რაც ხანდახან სირთულეების წინაშე მაყენებს. მაშინაც სწორედ ასე იყო. ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ ბოლო თვეს ვნანობ. მეც მტკიცე ხასიათის ადამიანი ვარ და ფერგიუსონიც, მაგრამ მას არ გავუშვივარ, წასვლა მე დავიჩემე. იმედი მაქვს, რომ ასეთი საქციელის გამო "ოლდ ტრეფორდზე" ფანებმა არ შემიძულეს. მე მანჩესტერში გატარებული სამი წელიწადი საუცხოოდ მახსენდება".

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა