ტრანსფერები: "ლივერპული", "ვალენსია" და სხვები
სპორტული სწავლების საერთაშორისო ცენტრმა (CIES), რომელსაც ხშირად საფეხბურთო ობსერვატორიას უწოდებენ, 2010 წლიდან დღემდე მსოფლიო ფეხბურთის ტრანსფერები შეაჯამა და 100 კლუბის სია გამოაქვეყნა, რომელთაც 2010-2016 წლებში ფეხბურთელების გაყიდვით ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღეს.

რეიტინგში პირველი "ლივერპულია", რომელმაც აღნიშნულ პერიოდში ფეხბურთელების გაყიდვით ჯამში 442 მილიონი ევრო მიიღო. ინგლისურმა კლუბმა სულ რაღაც 10 მილიონი ევროთი აჯობა "ვალენსიას", კიდევ ერთ კლუბს, რომელიც გრანდებისთვის ფეხბურთელების სერიოზულ მიმწოდებლად ჩამოყალიბდა.

მესამე ადგილზე კი ტურინის "იუვენტუსია" - 415 მილიონი ევრო. ბუნებრივია, "იუვენტუსს" ამ სიმაღლეზე ასვლა პოლ პოგბას ტრანსფერმა შეაძლებინა - ფრანგის სანაცვლოდ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველად გადაიხადეს 100 მილიონ ევროზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ სიის ლიდერმა აღნიშნულ პერიოდში კიდევ უფრო მეტი თანხა გაიღო ფეხბურთელების საყიდლად, ამიტომ მისი ბალანსი გაყიდვასთან ნეგატიურია - 221 მილიონი ევრო, თუმცა ეს ისეთი სხვაობა არ არის, როგორც სხვა ინგლისურ გრანდებს აქვთ - მაგალითად, "სიტის" - -777 მილიონი ევრო და "იუნაიტედს" - -659, თუნდაც, "ჩელსის" - -513.

რეიტინგის პირველ ნახევარში, ანუ ტოპ-50-ში 43 კლუბი ევროპის ხუთ საუკეთესო ლიგას წარმოადგენს. მხოლოდ 7 კლუბია ამ ლიგებს გარეთ. მათგან "ბენფიკა" და "პორტუ" სულაც მოწინავეთა სიაში არიან. ლისაბონური კლუბი 414 მილიონი ევროთი მე-4 ადგილზეა, ხოლო მისი ჩრდილოელი მუდმივი მტერი "პორტუ" 382 მილიონით მე-5 ადგილზეა. სხვა კლუბები, რომლებიც არ შედიან ევროპის ტოპ-5 ლიგებში, მაგრამ ამ რეიტინგის ტოპ-50-ში მოხვდნენ არიან: "აიაქსი" (30-ე ადგილი), "სპორტინგი" (33-ე), "სანტოსი" (42-ე), პსვ (45-ე), ზაგრების "დინამო" (47-ე), "შახტარი" (49-ე) და "სან პაულო" (50-ე).

ზაგრების "დინამო" ახლახან იყო ჩვენი მეტოქე და ალბათ, საინტერესოა, რომ ხორვატულმა კლუბმა 2010-2016 წლებში ფეხბურთელების გაყიდვით ჯამში 116 მილიონი ევრო მიიღო. ალბათ, ეს არცთუ ბოლო როლს თამაშობს იმაში, რომ თბილისის "დინამოს" ამ კლუბთან დაპირისპირებაში რეალურად წარმატების შანსი არ ჰქონია.

ასეულს რამდენიმე კლუბი ასრულებს, რომელთა შორისაც არის ინგლისის ჩემპიონი "ლესტერი", მათ ამ წლებში ფეხბურთელების გაყიდვით "მხოლოდ" 50-50 მილიონი ევრო მიიღეს.

ტოპ-10

1. ლივერპული 442

2. ვალენსია 432

3. იუვენტუსი 415

4. ბენფიკა 414

5. პორტუ 382

6. ატლეტიკო 377

7. ტოტენჰემი 369

8. რომა 367

9. რეალი 361

10. ჩელსი 358

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gogia
ჩვენნაირი პატარა ქვეყნების ფეხბურთი ტრანსფერებით უნდა შოულობდეს ფულს მაგრამ,,,თბილისის დინამოს და საერთოდ ქართული ფეხბურთის უბედურება ისაა რომ ფეხბურთელს სწორად ვერ ზრდიან მიუხედავად იმისა რომ მართლა ნიჭიერი ბავშვები გვყავს... პოგბას ტრანსფერი იყო უაზრობა და აგერ ფაქტი ვერც ამართლებს ვერც პოგბა და ვერც ჟოზე)))
ლუკა
თბილისის დინამომ რამდენი მოგება ნახა ფეხბურთელების გაყიდვით წელს? ქვილითაია მილიონზე მეტადვერ გაყიდეს რაპიდში. სხვას ვერ ვიხსენებ. დინამოს აკადემია ტალანტების სამჭედლოა თუ ფულიანი მამიკოს ბიჭების?
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია