ახალი ზელანდიის ნაკრებმა ქრაისჩერჩში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს მოუგო 41:13 და მეტოქეთაგან მიუწვდომელი შეიქნა
ოთხი ერის გათამაშების გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილია. ახალი ზელანდიის ნაკრებმა ქრაისჩერჩში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს მოუგო 41:13 და მეტოქეთაგან მიუწვდომელი შეიქნა.

მეოთხე ტური იმითაც იყო გამორჩეული, რომ ავსტრალიის ნაკრებმა ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ზედიზედ ორჯერ მოიგო.

"ვოლაბებმა" მეოთხე ტურში შინ დაამარცხეს არგენტინის ეროვნული გუნდი 36:20.

მასპინძლები მე-12 წუთისთვის 21:0 იგებდნენ. "პუმებს" კატასტროფული მარცხის საფრთხე დაემუქრათ. ძნელი სათქმელია ავსტრალიელებმა შეამსუბუქეს ზეწოლა, თუ არგენტინელებმა მოუმატეს, მაგრამ, ფაქტია, "ვოლაბებმა" ტაიმის ბოლომდე მონაგარს ვერაფერი შემატეს. არგენტინის ნაკრების მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა კი ორი საჯარიმო გაიტანა - 6:21. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ მოედანზე თანაბარი ბრძოლა გაიმართა. გუნდებმა ორ-ორი ლელო გაცვალეს. აღსანიშნავია, რომ დუბლი გაახერხა ავსტრალიის ნაკრების ცხრა ნომერმა ვილი გენიამ.

საინტერესოა, ისევ იმავე აზრზეა თუ არა, ავსტრალიის რაგბის კავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც "ვოლაბების" ოთხი ერიდან გასვლაზე საუბრობდა.

"როცა ბურთს იღებ, ერთიანად ინთები. ყველას უნდა თამაშის დროს ბურთს ხშირად შეეხოს. ეს, ცხადია, კარგია, მაგრამ არსებობს დაცვაც, სადაც უბურთოდ გიწევს თამაში. აი, სად ჩანს თითოეული მორაგბის ხასიათი. სწორედ ამიტომ იყო, რომ არგენტინასთან ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. მეორეში დაცვას ოდნავ გაუჭირდა.

ვფიქრობ, გამარჯვება გაძლევს თავდაჯერებულობას, გიმტკიცებს სისწორეს იმისა, რასაც აკეთებ. ალბათ, საჭიროა მთელი კონცენტრაცია მზადების პროცესზე გადავიტანოთ და არა იმაზე ფიქრზე, სად შეიძლება მოვიგოთ და სად არა. ამ შემთხვევაში დასახული მიზნის მიღწევა უფრო იოლი იქნება". - თქვა ნამატჩევს ვილი გენიამ.

ახალი ზელანდიის ნაკრებმა, როგორც უკვე ვთქვით, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს 41:13 მოუგო. არადა, მატჩის წინ "ოლ ბლექსის" თავკაცი დიდ წინააღმდეგობას ელოდა "ბოკესგან".

წინააღმდეგობა, მხოლოდ 49 წუთს გაგრძელდა. დაცვაში თავდადებით მოთამაშე სამხრეთაფრიკელები მასპინძლებმა მაინც გატეხეს და ჯამში ექვსი ლელო გაუტანეს.

"ოლ ბლექსის" რიგებში ამ მატჩში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა შერკინების ბურჯმა ოუენ ფრენკსმა, რომელმაც გუნდს 84 მატჩში ერთი ქულაც არ მოუტანა.

"ცხადია, ყველა მორაგბის თამაშის მიზანი ლელოს გატანაა. ძალიან მინდა გუნდს ამითაც დავეხმარო. საამისოდ ბევრს ვშრომობ და მომავალშიც ვიშრომებ. თუმცა, შერკინების ბურჯს თამაშისას ისედაც თავსაყრელად აქვს საქმე. მე ჩემი ფუნქცია მაკისრია და ეს ამბავი, მსოფლიოს ანტირეკორდი სულაც არ მაღელვებს" - თქვა მან ნამატჩევს.

ერთის სიტყვით, ფრენკსის ლელოების გარეშეც "ოლ ბლექსი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ასეთად კიდევ დიდხანს დარჩება.

სიმბოლური ნაკრები

15. ბენ სმითი (ახალი ზელანდია), 14. იზრაელ დაგი (ახალი ზელანდია), 13. სამუ კერევი (ავსტრალია), 12. სანტიაგო იგლესიასი (არგენტინა), 11. ჯულიან სავეა (ახალი ზელანდია), 10. ქუეიდ კუპერი (ავსტრალია), 9. ვილი გენია (ავსტრალია). 1. ჯო მუდი (ახალი ზელანდია), 2. დენ კოლი (ახალი ზელნდია), 3. ვინსენთ კოხი (სამხრეთი აფრიკა), 4. სემ ვაითლოქი (ახალი ზელანდია), 5. პოტერ-სტივ დუ ტუა (სამხრეთი აფრიკა), 6. ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია), 7. მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), 8. ფაკუნდო ისა (არგენტინა).

ოთხი ერი. IV ტური

ახ.ზელანდია-სამ.აფრიკა 41:13

ახ.ზელანდია: 6ლ - დაგი, ჯ.სავეა, ბ.სმითი, ა.სავეა, ვაითლოქი, პერენარა. 4გ,ს - ბარეტი

ს.აფრიკა: ლ - ჰაბანა. 2ს,გ - იაინკისი.

ავსტრალია-არგენტინა 36:20

ავსტრალია: 5ლ - გენია (2), კერევი, ჰოპერი, ჰაილეტ-პეტი. 4გ - ფოლი. ს - ჰოჯი.

სინბინი: სიო, კუპერი.

არგენტინა: 2ლ - კორდერო, ისა. 2გ,2ს - სანჩესი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ახ.ზელანდია - 20 ქულა, 2. ავსტრალია - 9, 3. სამ.აფრიკა - 6, 4. არგენტინა - 5.

V ტური

არგენტინა-ახ.ზელანდია

სამ.აფრიკა-ავსტრალია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ