gianlucadimarzio.com-მა იტალიაში მოთამაშე ქართველ ფორვარდს სტატია მიუძღვნა
ჯანლუკა დი მარციო იტალიაში ცნობილი სპორტული ჟურნალისტია, რომელსაც ხშირად ექსკლუზიური ინფორმაცია აქვს ხოლმე ხმაურიან ტრანსფერებზე, რომლებსაც ჯანლუკა თავის საიტ gianlucadimarzio.com-ზე აქვეყნებს. საიტმა ამჯერად, წერილი 24 წლის ქართველ ფორვარდ ირაკლი შეყილაძეს მიუძღვნა:

"ირა... ვინ? ირაკლი შეყილაძე! ძნელი დასაწერია და თითქმის შეუძლებელი გამოსათქმელი (ჩვენ მის გვარს არასწორად გამოვთქვამთ). შეყილაძის კერპი ბრაზილიელი "ფენომენი" რონალდოა. ასევე მისი თანამემამულე ლევან მჭედლიძეც.

ახლა ისინი ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ - ლევანი ემპოლიში, ირაკლი - პონტე ეგოლაში პიზასთან ახლოს. ის იმ რეგიონში "ტუტოკუოიოს" ღირსებას იცავს, ლეგა პროში.

92-იანი კლასის ქართული ფეხბურთის წარმომადგენელი წლებია იტალიაში ცხოვრობს, ის დიდებულად ლაპარაკობს იტალიურად. რაც შეეხება ტოსკანურ დიალექტს, ამაზე შეყილაძეს ჯერ ცოტა სამუშაო აქვს.

მაგრამ ის იმეორებს, რომ შეყვარებულია ტოსკანაზე, რომელიც 9 წლის წინათ, მისთვის მეორე სამშობლო გახდა. ეს წლები მისთვის ოცნებითა და გაურკვევლობით სავსე იყო იტალიაში.

"15 წლის ვიყავი და საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებში ვთამაშობდი, როცა უდინეს ტურნირზე "ემპოლის" სკაუტმა შემამჩნია. ისინი დაეკონტაქტნენ ფედერაციის წარმომადგენელს, რომელიც ჩემი მოგვარეა, რადგან მამაჩემი ეგონათ.

აღმოჩნდა, რომ "ის" შეყილაძე იცნობდა ლევან მჭედლიძესა და მის ძმას, რომლებიც უკვე იტალიაში იყვნენ. "ასე ჩამოვედი ემპოლიში. იყო "ლილის", "ბენფიკას", "ლე მანის" ვარიანტები, მაგრამ ბევრი ქართველისთვის იტალიაში ცხოვრება და თამაში ოცნებაა.

მართლაც, როცა პირველად ფლორენცია ვნახე, თვალებს არ ვუჯერებდი, ვერაფრით წარმოიდგენ, რატომ არის ასეთი ლამაზი ეს ქალაქი, ეკლესიები, ქანდაკებები, ყველაფერი დიდებულია. ეს ქალაქი გენიოსების აშენებულია. ტოსკანა მიყვარს, რადგან ეს ფანტასტიკური მხარეა", - ამბობს შეყილაძე.

დიახ, სწორედ ფლორენციაში გაიტანა შეყილაძემ "ფიორენტინას" წინააღმდეგ გაიტანა თავისი პირველი გოლი "ემპოლის" რიგებში, ეს მოხდა იტალიის თასზე, "ემპოლიმ" 1:2 წააგო.

ის იხსენებს იმ თამაშს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო დღეს ცხოვრებაში. "ეს იყო საოცარი, თანაც გოლი ლევანის პასით გავიტანე. ის ჩემი ძმაა, რაც იტალიაში ჩამოვედი. მან მიმასპინძლა, ძალიან დამეხმარა ცხოვრებაში", - იგონებს შეყილაძე.

ამას მოყვა წლები "ემპოლის" მეორე შემადგენლობაში, "ემპოლის" გადასვლა სერია A-ში და შემდეგ დამშვიდობება. "მე არ მითამაშია სერია A-ში, ასე რომ, გასახსენებელიც არაფერია".

ამას მოყვა ცუდი წლები, ტრავმები, გაურკვევლობა, მაგრამ ირაკლის ერთი დიდებული უპირატესობა აქვს - ის არასოდეს ნებდება. ის ეცემა და შემდეგ ისევ ფეხზე დგება.

ამას მოჰყვა ზარი ლუკარელისგან და გადასვლა "ტუტოკუოიოში": "ლუკარელი მენდო, ახლა ყველაფერი კარგადაა", - ამბობს იგი, რომელსაც ორი მეტსახელი აქვს ახალ გუნდში: "შეკი" და "გრანდო".

"გრანდო" წყნარი ბიჭია, მორცხვიც კი. ის მადლიერი "ემპოლის", სადაც ბევრი ისწავლა და განსაკუთრებით "ტუტოკუოიოსი": "დიდებულ გარემოში ვარ, ქალაქი პატარაა. ყველა ერთმანეთს იცნობს. ჩემი საქმე გოლების გატანაა, სურვილი მაქვს, რომ ეს სეზონი გოლების ორნიშნა რიცხვით დავასრულო.

შეყილაძეს კარგი სტარტი გამოუვიდა, 5 თამაშში 4 გოლი გაიტანა, რაშიც ერთი განსაკუთრებული ფანი ეხმარება - მამა: "სამი თვეა ჩემთან ერთად ჩემი ოხახიცაა".

bebeto
საფეხბურთო ქვეყანაშია და უნდა იბრძოლოს რო მაღალ დონეზე ითამაშოს მერე იქნებ ნაკრებშიც მოხვდეს.
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
იტალიურ ლეგა პროში ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს
დი მარციო: კონტეს "მილანის" გაწვრთნა სურს
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ირაკლი შეყილაძე კარიერას იტალიის სერია ც-ს კლუბში გააგრძელებს
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ჯილარდინო "სპეციაში", შეყილაძეს იჯარით "ლუკეზეში" უშვებენ?
კლაუდიო რანიერი "რომას" მწვრთნელი უკვე მესამედ გახდება
ნდობა ალეგრის - "იუვენტუსს" მისი გაშვებისთვის დიდი კომპენსაციის გადახდა მოუწევდა
"კვარაზე გადაწყვეტილება მიღებულია, რაც შეეხება ოსიმენს..." - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩასა და ვიქტორზე ისაუბრა
ცნობილ ჟურნალისტს ხვიჩას ხილვა სერია A-ს გრანდში სურს
"ევროპა, მოვდივარ" - ჯანლუკა დი მარციო მამარდაშვილზე წერს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
"რუსთავი" "ემპოლის" ყოფილი თავდამსხმელით გაძლიერდა და "არაგვი" დაამარცხა
იტალიური პრესა: ირაკლი შეყილაძის გადაბირება სერია ც-ს კლუბს სურს