დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდული გუნდის შემტევს უკრაინის მოქალაქეობა შესთავაზეს...
გიორგი არაბიძე თანახმაა, უკრაინის ნაკრებში ითამაშოს - ასეთი ხმები გავრცელდა და ბევრმა ირწმუნა, რომ დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდული გუნდის შემტევი ნახევარმცველი ამ ნაბიჯის გადადგმას მართლა აპირებდა.

ჭორს უნიკალური თვისება აქვს, ავტორი და გამავრცელებელი უცნობია. ახალგაზრდა ფეხბურთელის დედამ, ლელა ბრეგვაძემ ეს ხმები უარყო და აღნიშნა, რომ იცის კიდეც, ვინ ავრცელებს ჭორებს.

- გიორგი არაბიძეს უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობენ, მაგრამ...

მოგვიანებით თავად ფეხბურთელს დავუკავშირდით. გიორგი არაბიძემ "ლელოსთან" მოკლე ინტერვიუში უკრაინელების მხრიდან ინტერესი დაადასტურა:

- პირადად მე, საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა. მაგრამ დრო გადის და ნაკრებებში არ მიწვევენ. ძალაუნებურად, ვფიქრობ - ხომ არ სჯობია, იქ ვითამაშო, სადაც ინტერესი აქვთ და მაფასებენ?

- ...და რამე გადაწყვეტილება მიიღეთ?

- ჯერ უკრაინის პასპორტი არ ამიღია და ამაზე არ ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა.

- უკრაინელები რომელ ნაკრებში გიწვევენ?

- ეროვნულში არა, ასაკობრივზეა ლაპარაკი, მაგრამ მეტი დაკონკრეტება არ ყოფილა. ეს ზოგადი შემოთავაზება იყო, მსურდა თუ არა მოქალაქეობის შეცვლა.

- კონკრეტულად ვინ დაგელაპარაკათ?

- როგორც მითხრეს, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ.

- ანუ, რომ დათანხმდეთ, მეორე დღესვე უკრაინის პასპორტს მოგცემენ?

- თანახმა რომ ვყოფილიყავი, უკრაინის მოქალაქე ახლაც ვიქნებოდი. მაგრამ ამაზე თავს ვიკავებ.

- დონეცკის "შახტარში" თქვენი საქმეები როგორ მიდის? წლეულს ძირითად გუნდში არ გითამაშიათ...

- ახლა "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობ. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ზამთარში მთავარ გუნდში გადამიყვანენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Kote
დავით 67-ს - იმითაა ნაკლები რომ დუბლები დუბლებია. გადავიდეს დიდებში ითამაშოს თუნდაც სხვა გუნდში და გამოიძახებენ. ეს შახტარის დუბლები რა გახდა.
სანდრო
ბევრი მარტალი და ზოგი არასწორი კომენტარებია, ასერი სემტხვევა უკვე იყო ეხლა ფეხბურტელის გვარს და სახელს არ დავასახელებ მაგ წლოვანებაში ერტერტი გამორჩეული იყო რუსეტზეც უარიტქვა და უკრაინაზეცსაქარტველოს ასაკობრივშიც კი არ გამოიძახეს და ეხლა აქაა ერტერტპროვინციულ გუნდში. ელემენტარულია, რომ ფეხბურტელისათვის თამაშია აუცილებელი და მით უმეტეს საქარტველოს ნაკრებიდიდი მოტივაციაა წინსვლისათვის როგორც დაოსტტების ასევე კარიერული წინსვლისათვის რა ფორმაციისაც არ უნდა იყოს წლოვანების მიხედვით ამან გამოიწვია ის რომ შედარებით მოუკლო იმ ფეხბურტელმა ვისზეც ვგულისხმობ რომ წასულიყო მას თითქმის აუცილებლად გამოიზახებდნენ და შეეხვეწებოდნენ ნაკრებშითამაშს ესეც გვახსოვსროგორ იდგა ანანიძის საკითხი ან რუსეთი ან საქარძტველო მან საქართველო აირჩია იმ ფეხბურტელმაც საქარძტველო აირცია და თითქმის გაკეზტყებული გადასვლა რუსეთის გუნდში ჩაიშალა მაგრამ ვერც კარიერული წინსვლა შედგა (არ გამოიზახეს და არ იზახებენ ნაკრებში)და ვერც ოსტატობის ამაღლება! არ მინდა ვინმეს ვაწყენიო მაგრამ გუში სევადგინე საქრტველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებუ;თა ისმდგომარეობა რაშიც ის გუნდებია სადაც ისინი თამაშობენ ძირითადად ბოლო ადგილებზე ან წარუმატებელ გუნდებში მოთამაშეების გამოზახებას რა აზრი აქვს? არ გამიკვირდებბა თუკი მომდევნო ორივე თამაშს დათმობს ეროვნული ნაკრებიდასკვნა ერტია აქ მხოლოდ ილუზია იქმნება რომ ვინმეს ესმის და უნდა ქართული ფეხბურთის აღორძინება წინსვლააქაც მერკანტილური მოსაზრება ზეიმობს საფეხბურტო საქმოსნები ნაკრების(სხვადასხვა ასაკობრივი)მწვრთნელებთან ერტად მუშაობენ მატ მიერ შერჩეული ფავორიტების გასაქაჩად რადგან მსოფლიო საქართველოს არბთვლის საფეხბურთო ქვეყნად და თუკი ნაკრებშიც არ გიძახებენ მიზერი შანსია რაიმეწინსვლის კარიერული თუ პროფესიონალური დაოსტატების აი ესაა სიმართლე რომელიც ალბათ ზოგს არ მოეწონებარა ვქნა როდემდე ვიყოთ ჩუმად?
დავით 67
ისე ამ კომენტარებიდან გამომდინარე ვიფიქრე. დონეცკის შახტარი და საქ.ნაკრები რომ შეახვედრო ერთმანეთს რა ანგარიშით წავაგებთ? კიპროსის და სხვა ჭ კლასის გუნდებში მოთამაშეების თამაში თუ შეიძლება ნაკრებში შახტარის დუბლები რითაა ნაკლები?
შენი მოგვარე
რუსეთში წადი ბევრად აჯობებს! ნაკრებში თამაში და კარგი ანაზღაურება გარანტირებული გექნება! რად გინდა ამ ორ მკვდარ ქვეყანას შორის არჩევანის გაკეთება. პირველ რიგში შენს თავზე იფიქრე.სულერთია მაინც არავინ დაგიფასებს საქართველოში
vato
აქ შანტაჯზე არაა საუბარი, უბრალოდ ფაქტია რომ უნდათ ეს კაცი უკრაინელებს და რაც დრო გადის და ჩვენთან არ იძახებენ მით უფრო ეკარგება შანსები გახდეს უკრაინის მოქალაქე და იქ დაიმკვიდროს თავისი ადგილი.
nika
დააცადეთ ამ კაცს თვითონ მიიღოს გადაწყვეთილება ნუ კარნახობთ რა. დამადლებული არაფერი არ გვინდა. რასაც სინდისი მორალი უკარნახებს ის გადაწყვეტილება მიიღოს თვითონ
Giorgi
ამ ერთგვარი შანტაჟის ფონზე ეროვნულ ნაკრებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიძახონ. ახალგაზრდულში აუცილებლად. ამგვარი სტატიებით და რეაქციებით ყველა ერთად ვყრყვნით ახალგაზრდა ფეხბურთელს.
ტყეშელაანთ გიჟი
ჯობს გუნდი შეიცვალო და არა სამშობლო, თავში ნუ აგივარდა შახტარის დუბლებში თამაშით ნაკრებში გინდა გიძახონ?
CHumad
ბოგმიანებოოო, რადგეშI ხართ, ოქრიაშვილი რამდენი ცლის იყო როცა შAხტარის ფეხბურთელი იყო და ერთI თამაშIც არ უთამაშIა, მარა ქეცბაიამ გამოიძახა ნაკრებშI იმიტომ რომ ნიჩIერი იყო ფეხბურთის რამე თუ გაგეგებათ, აბა დინამოშI თამაშOბდეს ტუ არ გამოიძახებდნენ აქამდეე
irakli
რატომ არის ადრე ვერ გავიგე? მიეცით შანსი, ერთი ტაიმი მაინც ითამაშოს პირველ ნაკრებში და გამოჩნდება რა შეუძლია, თუმცა ჩვენ "ფეხბურთელებს" მესი რომ დაუყენო გვერდზე, მაინც წააგებენ. მთავარია დეპუტატობა და არა ფეხბურთი!
levani
მართლა ნუ გამოიყვანეთ ეს კაცი მესი,ჰა გიორგი ცოტა თან თავშიც ხუარ გივარდება ეს ყველაფერი სიტუაციიდან გამომდინარე,წადი ბალღო ჯერ დიდ გუნდში გადადი და მერე ილაპარაკე შენ ამბიციებზე და პასპორტებზე,ისე ასაკობრივში მაინც დაუძახეთ,მარა მანდაც არეძახიან რაღაცაშია საქმე თორე ამხელა ტალანტს ვინ დაკარგავდა ბობლო ბოლო მესია კაცი
Mindia
სანამ არ დამკვდირდება შახტარის ძირითადში, ნაკრებში არ უნდა გამოიძახონ და რატოა ეს ისტერიკები არც მესმის... გეგონება რამე ჰქონდეს დამტკიცებული.
კახა
მიშას.ალბათ დაგავიწყდათ ფენომენ ლიჩესკოს გადაწყვეტილებით იყიდეს არაბიძე შახტარმა და კიდეც ათამაშებდა ის რომ არ წასულიყო არაბიძეს კარგა ხნის დაწყებული ექნებოდა თამაში ფონსეკას ახალგაზრდები ნაკლებად აინტერესებს
zura
შახტარის პირველ გუნდში გადასვლას რომ თხოვთ და ნაკრებზე ფიქრი ადრეაო რომ ეუბნებით ბევრი გვყავს ნაკრებში შახტარის დონის გუნდში მოთამაშე ფეხბურთელები? ზოგი საერთოდ არ თამაშობს და ვინც თამაშობს მაგათგან 80% სათადარიგოთა სკამს ხეხავს.დროა ნაკრებში ითამაშოს,გადახედეთ ვის პოზიციაზე ითამაშებს ........
gurji
გიოს ვეთანხმები 100%. ვისაც არ უნდა ქართველობა ძალით ვერ აქართველებ
bebeto
ეროვნულში ჯერ ადრეა მაგრამ, ახალგაზრდულში თამაშს ნამდვილად იმსახურებს უნდა დაუძახონ მწვრთნელებმა.საქართველოს არ ყავს დასაკარგი ფეხბურთელები.
shaxtar
ჯერ ერთი ბავშვი იძახის ნაკრებებშიო,ანუ არც ახალგაზრდულებში იწვევენ და სტატიის ავტორი შეგნებულად ასათაურებს ისე რომ ხალხმა ცუდი თვალით შეხედოს და გალანძღოს არაბიძე.ამას თუ არ ეკუთვნის აბა მართლა ვინ უნდა გამოიძახო ახალგაზრდულში, ესე იგი მიკერძოებულია ის ხალხი ვისაც აბარია ნაკრები გუნდები,ან რაღაც ხდება და გვიმალავენ!!!!
a.a.
nakrebshi tamashi ro ginda es kaia mara shen sad tamashob dges eg rato gaviwydeba? shaxtaris dublebshi xan shaxtaris 19 wlamde gundshi, jer dziritad gundshi damkvidrdi shecvlabze mainc itamashe da nakrebshi moxvedraze pretenzia mere gamotqvi, an ro ambob dro gadiso jer 19 wlis ar xar? sad gechqareba?
a.a.
nakrebshi tamashi ro ginda es kaia mara shen sad tamashob dges eg rato gaviwydeba? shaxtaris dublebshi xan shaxtaris 19 wlamde gundshi, jer dziritad gundshi damkvidrdi shecvlabze mainc itamashe da nakrebshi moxvedraze pretenzia mere gamotqvi, an ro ambob dro gadiso jer 19 wlis ar xar? sad gechqareba?
beqa
რა დამსახურება გაქვს ჯერ რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშო?ჯერ ძალიან ბევრი გავს დასამტკიცებელი. სათადარიგოზეც ვერ ხვდები შახტარში და ცოტა უცნაურია ჯერ შენი მოთხოვნა ერუვნულში ნაკრებში თამაში.ითამაშე შახთარის ძირითადში და ნამდვილად არავინ არ გაგიწევს იგნორირებას მერწმუნე. დუბლების მოთამაშე ითხოვდეს ეროვნურ ნაკრებს ეს ცოტა თავხედობაა მე მგონი უკვე.
საბა
რამხელა ამბიციები აქვთ, ეს ბარსელონაში თამაშობს თუ ბაიერნში? )))) სტაბილურად ითამაშე შახტარის ძირითადში, მერე მოგიწვევენ. საბავშვო ბაღი ხოარაა. ამბიციები იცოცხლე მარა კრილია სოვეტოვს ვერ ცდებიან საბოლოოდ
Mishka
ვაიმეეე, ყველას თავი მესი რატო გონია.შვილოოო ჯეერ ძირითადში მოხვდი და მერე მოიგონე რო ნაკრებში გიწვევეენ.შახტარის ზამენაზეც არ მჯდარხაარ და უკვე რამხელელა ტყვილებიი იცი
Zaza
რამდენადაც ვიცი სულ სხვა პრობლემებია,რომლებზეც საჯარო სივრცეში ალბათ აჯობებს თავის შეკავება(თვითონ უკეთ იცის).... შახტარის ძირითადში მოხვედრა ძალიან რთულია!შახტარის შემტევების სატრანსფერო ფასები 20მლნ–დან იწყება.მის პოზიციაზე თამაშობს ძალიან ძლიერი მარლოში,რომელიც ალბათ უახლოეს მომავალში ტოპ–ლუბში გადავა..
ქუთეისელი
ეს უკვე შანტასს გავს ,,,,რას გვამადლი ადექი და მიიხე მაგ შეთავაზება ნახავ მერე რო მიდღემჩი ვერ მისუნავ უკრაინის ეროვნულ ნაკრებამდე,,,რაპონტში იტხოვს ეროვნულში თამასს ჩემამდე არ დადის კი კაი ბიჯია ტეხნიკურია მარა შახტარის დუბლებში თამაშობს ტიპი და ეგრევე ეროვნული მოითხოვა,,,ბევრი გაქ ძამი დასამტკიცებელი ჯერ შახტარის პირველ გუნდის ზამენაზე მოხვდი და მერე მოითხოვე ეროვნული ნაკრები
gio
ნაკრები საბავშვო ბაღი არ არის, ჯერ გადადი შახტარის ძირითადში და მერე მოგიწვევენ. ცოტა აზრზე მოდით რაა, ვისაც ნაკრებში თამაშზე ხვეწნა ჭირდება მისი მოგებული თამაში ქართველ ხალხს არაფერში ჭირდება. კაცი ჯერ პატრიოტი უნდა იყო და მერე ფეხბურთელი.
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
"თითქოს ფრე ჩვენც გვაწყობდა და ქართველებსაც - А დივიზიონში "შეძრომა" არ გვჭირდება" - კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თამაშით გაწბილებული დარჩა
"საქართველომ ვერ შეძლო, მეტოქემ არც მოინდომა, მაყურებელმა საათნახევარი დაკარგა" - უკრაინელი ექსპერტები იმედგაცრუებული არიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას დიდი ანგარიშით მოუგო და გალიდერდა
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს