უცხოური

0000000000000000000000

000000000000000000

00000000000000

900000000000000000

ისლანდიური

ზღაპრის

შემოქმედი

ჰანეს ჰალდორსონი:

2004 წელს, როცა

რონალდო ევროპის

ჩემპიონატის ფინალში

თამაშობდა, მე

ისლანდიის

მესამე ლიგაში

ვიჯექი სკამზე...

გახსოვთ ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატი? მაშ, ისლანდიის ნაკრები და მის მიერ შექმნილი ზღაპარიც გემახსოვრებათ. ან რა დაგავიწყებთ? წარმოგიდგენთ "ისლანდიური ზღაპრის" ერთ-ერთ მთავარ გმირს, 32 წლის მეკარე ჰანეს ჰალდორსონს...

- როდის დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?

- მთელმა ჩემმა ბავშვობამ ვარჯიშებში ჩაიარა. ფეხბურთის თამაში 6 წლისამ დავიწყე. მაშინ ისლანდიაში ფეხბურთი ასე პოპულარული არ იყო, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვცდილობდით.

- რომელი მეკარე მოგწონდათ ბავშვობაში?

- ჩემი კერპი იყო დანიელი ლეგენდა პეტერ შმეიხელია. უზომოდ მომწონდა ასევე მექსიკელი მეკარე ხორხე კამპოსი. ის არანორმალურ ნახტომებს აკეთებდა.

- შმეიხელს თუ შეხვედრიხართ?

- მხოლოდ უმცროს შმეიხელს. კასპერს დანიასთან მატჩის დროს შევხვდი. არადა, მამამისთან შეხვედრაც დიდებული იქნებოდა...

- რადგან შმეიხელი მოგწონდათ, წესით, "მანჩესტერ იუნაიტედის" სტაჟიანი ქომაგი უნდა იყოთ...

- არა, ბავშვობიდან "ლივერპულის" გულშემატკივარი ვარ. ბელგიის ნაკრებთან მატჩი რომ დასრულდა, წამსვე სიმონ მინოლეს გავუცვალე მაისურა.

- 14 წლის იყავით, ფეხბურთისთვის თავის დანებება რომ მოგიხდათ...

- მამასთან ერთად სნოუბორდით ვეშვებოდი და მხარი დავიშავე. მთელი ხუთი წელი ფეხბურთს ჩამოშორებული ვიყავი. 19 წლისას ოპერაცია გამიკეთეს. მას შემდეგ არანაირი პრობლემა აღარ მაქვს.

- ამდენ ხანს უფეხბურთოდ არ გაგიჭირდათ?

- ჩემს მომავალს ფეხბურთს აღარ ვუკავშირებდი. ერთ დღესაც ჩემმა ყოფილმა მწვრთნელმა დამიძახა და მითხრა, ჩემს გუნდთან ერთად ივარჯიშეო. თანდათან მოვიდა რწმენა. თავიდან ისლანდიის მეოთხე ლიგაში ვთამაშობდი, 23 წლისამ კი პირველი მატჩი ვითამაშე უმაღლეს დივიზიონში. 2004 წელს კრიშტიანო რონალდო ევროპის ჩემპიონატის ფინალში რომ თამაშობდა, მე მაშინ ისლანდიის მესამე ლიგაში სათადარიგო მეკარე ვიყავი. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ეს დიდი სასწაულია.

- კინორეჟისორობა თქვენი მეორე პროფესიაა...

- 12 წლისამ გადავიღე პირველი კომიქსი.

- კომიქსები გიყვართ?

- არა, "ბეტმენის" ფანი ვარ. 1989 წელს პირველად წავედი კინოში და მაშინ მოვიხიბლე ამ ფილმით.

- საგებს არ კითხულობდით?

- ძირითადად, სკოლაში ვსწავლობდით საგებს. ამასთან ერთად, თავისუფალ დროს ვუყურებდი მძაფრსიუჟეტიან ფილმებს, ვკითხულობდი ისლანდიის ისტორიას...

- 21 წლისა 105 კილოგრამი იყავით. როგორ დააგდეთ ზედმეტი წონა?

- ეს ყოველდღიური ვარჯიშების შედეგია. ძველ ფოტოებს რომ ვხედავ, მეცინება. დღეში რამდენჯერმე ვვარჯიშობდი.

- ფილმებსა და კლიპებზე მუშაობა არ გიჭირდათ?

- კი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ნაკრებში დამიძახეს. მწვრთნელი დამატებით დროს მაძლევდა საამისოდ.

- რა არის თქვენთვის ფეხბურთი?

- შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მხოლოდ საქმე ნამდვილად არ არის.

- თქვენი ოცნება...

- მინდა, სერიოზული ფილმი გადავიღო.

- რის ხარჯზე აღწევს წარმატებას ისლანდიის ნაკრები?

- ამის ახსნა მარტივია, თუ თქვენ შეიხედავთ ჩვენს გასახდელში. ჩვენთვის თითოეული თამაში ჩვენი პატარა ქვეყნის უკეთ წარმოჩენის საშუალებაა.

- ჰანეს ჰალდორსონი ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, იქნებოდა...

- ...აუცილებლად უკეთესი რეჟისორი.

- მართალია, რომ ისლანდიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაპატიჟეთ თქვენი თამაშის სანახავად?

- კი, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მივწერე, რომ ენახა ჩემი თამაში. ვგრძნობდი, შემეძლო ჩემი ქვეყნისთვის სარგებლობა მომეტანა. მან მითხრა, რომ აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას ჩემს თამაშს.

- როგორ ფიქრობთ, ისლანდიის ნაკრებს კიდევ შეუძლია გულშემატკივრის გახარება?

- დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდის პოტენციალი ჯერ არ ამოწურულა.

- თქვენ ისლანდიაში გმირები ხართ. ეს მძიმე ტვირთი არ არის?

- რა თქმა უნდა, მძიმე ტვირთია. წააგებ ერთ თამაშს და უკვე შენს თავს უბრაზდები. არადა, ფეხბურთში სულ ვერ მოიგებ - ესეც ხომ ფაქტია?

- ისლანდიაში ხალხი გცნობთ?

- კი, თითქმის ყველა. ჩვენს ქვეყანაში ახლა ფეხბურთი ძალიან პოპულარულია.

ალეკო კაკაურიძე

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...