ტური დღეს, 23 სექტემბერს, ერთი მატჩით გაიხსნება, რომელშიც "საბურთალო" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს
ფოტოზე: ბათუმის "დინამო" ერთ-ერთია იმ სამი გუნდიდან, მიმდინარე ჩემპიონატში თამაში რომელსაც არ წაუგია

ამ ტურით გარდამავალი ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდება; თუმცა, ამ სეზონის ახლებური ფორმატიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია რაიმე დასკვნების გამოტანა. ეგ კი არა, სატურნირო ცხრილში (ორივე ჯგუფში) ისეთი სიმჭიდროვეა, ყოველი ტურის მერე სერიოზული გადაადგილებები რომაა მოსალოდნელი. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ოთხშაბათს თასის მერვედფინალური მატჩები ჩატარდა და უმაღლესი ლიგის 9 გუნდს, ცოტა არ იყოს, გადატვირთული კვირაც გამოუვიდა.

...წინა წლებში, პირველი წრის ბოლო ტურს "სხვანაირი" დატვირთვა ჰქონდა: უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, სწორედ პირველი წრის გამარჯვებული ხდებოდა ხოლმე უკვე შემდგომ (ანუ, გაზაფხულზე) ჩემპიონატის საბოლოო გამარჯვებულიც. თუმცა, ამჯერად სულ სხვა სიტუაციაა და სწორედ ამის გამოც არის, რომ პირველი წრის ბოლო ტურს მხოლოდ და მხოლოდ სატურნირო მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ.

არადა, ამ მხრივ, ორივე ჯგუფში რამდენიმე ისეთი მატჩია, პრინციპულ ხასიათსაც რომ ატარებს და ცხრილშიც სერიოზული გადაადგილებ(ებ)ის მოხდენა რომ შეუძლია.

ტურის ერთი შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება, დანარჩენი კი - კვირას, 25 სექტემბერს.

წითელი ჯგუფი

24.09. თბილისი. მიხეილ მესხი. 18:00

საბურთალო-დინამო (ბთ)

ურთიერთშეხვედრები

2: +0 =0 -2, 2:4

პირველი წრის ბოლო ტური ამ მატჩით გაიხსნება და მიგვაჩნია, რომ ეს დაპირისპირებაც არანაკლებ საინტერესო უნდა გამოდგეს, როგორც ზემოთ ნახსენები "ქართული კლასიკო". ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთმანეთს ხომ "წითელი ჯგუფის" ფავორიტები ხვდებიან და ამიტომაც ძალიან ძნელია რომელიმე გუნდის უპირატესობაზე საუბარიც.

ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი თასის გათამაშებას ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა, ანუ, ძირითად, (გნებავთ - ერთადერთი) აქცენტი ჩემპიონატზე იქნება გაკეთებული. "საბურთალოს" ამ ბოლო დროს არასტაბილურობა დასჩემდა და ზედიზედ ორმა საგარეო მარცხმა პაბლო ფრანკო მარტინის გუნდი IV ადგილამდე ჩამოაქვეითა.

თუმცა, ორი-სამი წარმატებული თამაში და, სიტუაცია, შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს კიდეც. მოგეხსენებათ, რომ ამ სეზონის დაწყების წინ "საბურთალოს" შემადგენლობა გვარიანად გადახალისდა და ახალწვეულ ლეგიონერებსაც ჯერჯერობით შეთამაშების პრობლემა აქვთ.

ბათუმის "დინამო" კი ერთ-ერთია იმ სამი გუნდიდან, მიმდინარე ჩემპიონატში თამაში რომელსაც არ წაუგია. ამ ჯგუფის ლიდერის შედეგიან ასპარეზობაზეც არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება და ლევან ხომერიკის გუნდი ჩემპიონატის მეორე წრესაც თუ ასეთივე აღმავლობით ჩაატარებს, ევროტურნირების საგზურის მოპოვებაც აღარ უნდა იყოს არარეალური საქმე.

იხილეთ VII ტურის სხვა მატჩები:

წითელი ჯგუფი

25.09. ფოთი. პარკი არენა. 16:30

კოლხეთი-დილა

25.09. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 16:30

სამტრედია-ზუგდიდი

თეთრი ჯგუფი

25.09. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:30

შუქურა-ლოკომოტივი

25.09. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 16:30

ცხინვალი-ჩიხურა

25.09. თბილისი. დინამო არენა. 17:00

დინამო (თბ)-ტორპედო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani kaxeti
"დინამო"-"ტორპედოს" ელ-კლასიკოს ეძახით და იქნებ ტელევიზიით აჩვენოთ; ცოტა ხანი არ გაუშვათ ათასი სულელური გადაცემა და ხალხს თამაში აყურებინეთ. არ დაგავიწყდეთ, ამ ხალხის გადასახადებით არსებობთ!
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა
საბურთალო-გურია 4:2 - ხარაიშვილი! [VIDEO]
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ლევან ხომერიკი ქართული გუნდების ევროშანსებზე