ფინანსურ კრიზისში მყოფი "სამტრედია" ბოლნისის "სიონთან" საშინაო მატჩში ქულის აღებით დაკმაყოფილდა
"სამტრედიის" გაჭირვებაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ფინნსურმა კრიზისმა მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე მძიმედ სწორედ სამტრედიელებს "დაარტყა". პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გუნდი პრეზიდენტმა, მთავარმა მწვრთნელმა და არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. "სამტრედია" ხელახლა "შეკოწიწდა", თუმცა როგორც ჩანს მებრძოლი სული ახალ გუნდსაც შენარჩუნებული აქვს. ლევან ანჯაფარიძის ახალგაზრდულმა გუნდმა გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "სიონს" არაფერი დაუთმო და სამტრედიელებს ცოტათი რომ გამართლებოდათ, მოგებაც შეეძლოთ. სეზონის განახლებამ სამტრედიაში დიდი ინტერესი გამოიწვია და ცუდი ამინდის მიუხედავად, სტადიონი ბოლომდე შეივსო.

სამტრედიელთა პირველივე სახიფათო შეტევას გოლი მოჰყვა: ბურჯანაძის ჯარიმის შემდეგ სტუმართა კართან არეულობა შეიქმნა, ბოლნისელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს, "სტანდარტულის" შესრულება კვლავ ბურჯანაძემ იკისრა. მან მარჯვნიდან დაბალი ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი მეკარის ბაქანთან, სადაც ცხადაიამ დასწრებაზე ითამაშა და ახლო მანძილიდან დალაშქრა ბობღიაშვილის კარი - 1:0. ამ ეპიზოდში სტუმართა მეკარესა და მცველებს მეტი ყურადღება მართებდათ.

ქვემოქართლელები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ და მცირეოდენ სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლენ, მაგრამ რეალურ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. ბოლნისელები იერიშების დროს აქტიურად იყენებდნენ ფლანგებს, 34-ე წუთზე შეტევაში კობაური ჩაერთო, მან მარჯვენა ფრთიდან საპირისპირო მხარეს გახსნილ ჩირიკაშვილს ჩაუწოდა, სამტრედიელთა მეკარე უხეშად შეცდა და ჩირიკაშვილმა მახვილი კუთხიდან კარში გაგზავნა ბურთი, სამტრედიელთა იღბლად იქვე ჩხიკვაძე აღმოჩნდა და ბურთი დაუცველი კარიდან გამოიტანა. მასპინძლები ამ ეპიზოდში კი გადაურჩნენ გაშვებულ გოლს, მაგრამ ტაიმის მიწურულს მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი თამაშის გამო მაინც დაისაჯნენ: 40-წუთზე ჩირიკაშვილის ფლანგურ გადაცემას ჯიქიას თავური დარტყმა მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

გოლამდე სამტრედიელებს ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, 35-წუთზე ჯარიმიდან ბურჯანაძის ჩაწოდების შემდეგ ბაკარანძე თავით ურტყამდა და მეკარე ბობღიაშვილმა ლამაზი ნახტომით იხსნა ქვემოქართლელები.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები ბოლნისელთა კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა მალე უპირატესობა ადგილობრივი ქომაგებისგან შეგულიანებული სამტრედიელების ხელში გადავიდა. მასპინძლებს რომ გამართლებოდათ გოლსაც გაიტანდნენ. მათ, საამისო შანსი ზედიზედ ორჯერ მიეცათ. 59-წუთზე სამტრედიელებმა უმწვავესი შეტევა განახორციელეს, ჩხიკვაძის პასის შემდეგ რუხაია ძლიერად ურტყამდა და ბობღიაშვილმა ურთულესი ბურთი მოიგერია. კუთხურს ხუმარაშვილის სახიფათო თავური მოჰყვა, ამჯერად მეკარე უძლური იყო, მაგრამ ბურთი ერთ-ერთმა მცველმა გამოიტანა ცარიელი კარიდან.

ბოლო წუთებმა დაძაბულად, თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. 80-წუთზე შეცვლაზე შემოსული გოგიშვილი მცველებთან ბრძოლისას მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, რის გამოც სამტრედიელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ამან გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, მათი ხმაურიანი პროტესტი მალევე ჩაწყნარდა და რაიმე ინციდენტში არ გადაზრდილა. ამ გუნდების პირველ შეხვედრაში "სიონმა" მატჩის მიწურულს გატანილი ერთადერთი კურიოზული გოლით გაიმარჯვა... კინაღამ ახლაც მსგავსი განმეორდა; 85-წუთზე კუთხურის შემდეგ იმერლებს ბურთი აეჭრათ, რომელიც კარიდან ხუთიოდე მეტრში მყოფ ორბელაძეს მიუვიდა, ალბათ ასეთ საჩუქარს ისიც არ ელოდა და დარტყმა სუსტი გამოუვიდა, თორემ, სხვა შემთხვევაში მასპინძელთა კიპერი უძლური იქნებოდა. ბოლო წუთებზე სამტრედიელები უტევდნენ, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ და ანგარიშიც აღარ შეცვლილა.

გიორგი ყიფშიძე : "სამტრედიაში თამაში ყოველთვის რთულია. ჩემპიონატის განახლების შემდეგ პირველი შეხვედრა წაგებული ჰქონდათ და ვიცოდით, რომ ჩვენთან ორმაგი ენთუზიაზმით იბრძოლებდნენ. სანახაობრივი ფეხბურთი არ იყო, მაგრამ ორივე გუნდი იბრძოდა. ცოტა ქარიანმა ამინდმა ხელი შეგვიშალა, მაგრამ სამტრედიაში აღებულ ქულას წარმატებად მივიჩნევ. ამით ჩვენმა გუნდმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა."

ლევან ანჯაფარიძე: "დაძაბული მატჩი გამოდგა. სამწუხაროდ, დასანანი გოლი მივიღეთ. გვქონდა ბევრი მომენტი, მაგრამ იღბალმა გვიმტყუნა. ბიჭების გარჯით და თავდადებით კმაყოფილი ვარ. მართალია, ხარისხი არ იგრძნობოდა, მაგრამ მათი მონდომება დასაფასებელია. იმედია, თამაშის ხარისხიც გამოსწორდება და უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ვიბრძოლებთ."

სამტრედია-სიონი 1:1

სამტრედია.ე. მანჯგალაძე 1900 მაყურებელი

1:0 ცხადაია(2. ბურჯანაძის პასით), 1:1 ჯიქია (40. ჩირიკაშვილის პასით)

სამტრედია სიონი

(4-5-1) (4-5-1)

ჯინჭარაძე ბობღიაშვილი

ჩხიკვაძე კობაური

გოგია ორბელაძე

ხუმარაშვილი თარგამაძე

კირთაძე ქორიძე

რუხაია ისიანი

ლომაშვილი დიდავა

ცხადაია გოგობერიშვილი

გ. მიქაბერიძე ნოზაძე

ბურჯანაძე ჩირიკაშვილი

ბაკარანძე რ.ჯიქია

მწვრთნელი: მწვრთნელი

ლ.ანჯაფარიძე გიორგი ყიფშიძე

სამტრედია

72.რუხაია - ჩომახიძე

69.მიქაბერიძე - გოგიშვილი

სათადარიგოები: კეკელიძე, ნინუა, ხვადაგიანი, ენდელაძე, დვალიშვილი

სიონი

66. ისიანი - ვაშაკიძე

82. ჯიქია - რეხვიაშვილი

სათადარიგოები:მერლანი, ოქროპირიძე, ნ.კვასხვაძე, ადამაშვილი, ქუცურუა

გაფრთხილება: ბაკარანძე (65), ცხადაია(76), ორბელაძე (90)

არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი (თბილისი)

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] შეცვლაზე შესული გულიაშვილი შეცვალეს - "რასინგმა" "ალავესს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
"ის ამ ჯილდოს იმსახურებს" - პოჩეტინომ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში