2016-2017 წლებში სულ დაგეგმილია 20 მოედნის მშენებლობა, აქედან 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება
26 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქუთაისს ეწვია და იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობის აღსანიშნავად, შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.

მთლიანობაში, ქუთაისში სამი სტადიონი ორ ადგილზე აშენდება და ფეხბურთის და რაგბის გუნდებისთვის იქნება განკუთვნილი. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას სარაგბო გუნდების "აიას" და "ბაგრატის" მოთამაშეები, პატარა მორაგბეები და ახალგაზრდა ფეხბურთელები დაესწრნენ.

2016-2017 წლებში სულ დაგეგმილია 20 მოედნის მშენებლობა, აქედან 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება. მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია "Autokomodex Trnava spol.sro" გაუძღვება, რომელთანაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება 16 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და "Autokomodex Trnava spol.sro"-ს ხელმძღვანელებმა: დირექტორმა პეტერ ფილამ და გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ კლეპანეცმა.

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის "სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში გაფორმდა, სლოვაკური კომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობას დაიწყებს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა.

სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება.

პროექტის თანახმად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება. შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19-წლამდელთა შორის და მსოფლიოს ახალგაზრდულ (20 წლამდელთა) ჩემპიონატს რაგბიში. ახლად აშენებული მოედნები გამოყენებული იქნება ტურნირში მონაწილე გუნდების სავარჯიშოდ.

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით

qutaiseli
ხოდა ტორპედოს მეპატრონემ ადგეს და ააშენოს თავის გუნდისთვის ეგეთი სტადიონი იმ ძველის მაგივრად და სახელმწიფომ კიდე რაც მისი საქმეა იმას მიხედოს ჯობია გუნდის მეპატრონე ხარ ხარ ფული გაქ გაქ ხოდა ადექი შე დალოცვილო და ააშენე.შევეშვათ სხვისკენ ხელის გაშვერას და საქმეს მიხედოს ყველამ თავთავისას ესე ჯობია.
levan
Autokomodex Trnava spol.sro - საიტზე, რომ შეხვალთ აღმოაჩენთ, რომ ზუსტად იგივე ბრენდის გამყიდველი კომპანიაა, რომლებსაც მინისტრის "ყოფილი" კომპანია ყიდის. Our company AUTOCOMODEX Trnava, spol. s ro is here with you since 1993 . We deal mainly manufacturing, service and repair of motor vehicles and other services related to it, including the sale of accessories and spare parts.- სად წერია მოედნების მოწყობა ვიცითო? - ააშენებინონ ჩვენებურს ვინმეს არ შეიძლება? - მაგრად ტეხავს ასეთი მელოჩნიკობა მინისტრო....
Giorgi567
მივესალმები სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას საქართველოში, მთავრობა იძახის მოედნებს ვაშენებთო და თქვენ სტადიონს რატომ იძახით, სტადიონი სხვა რამეა ოთხივე მხრიდან ტრიბუნა, განათება, თაბლო და ა.შ ეს მოედნები ვერცერთ საერთაშორისო მატჩს ვერ დააკმაყოფილებს ფეხბურთში
ime
რეგიონებში არ შეიძლება 1 სტადიონის გაკეთება მაიც?
ლევანი
ბატონო ტარიელ! ზესტაფონის ფეხბურთი პარალიზებულია უსტადიონობით.იქნებ ერთი სტადიონი ზესტაფონშიც აგეშენებიათ,რომ ამდენი ბავშვი და ადგილობრივი გუნდი ვიღაცის "კეთილ ნებაზე" არ იყოს დამოკიდებული.
qutaiseli
სტადიონს ტრიბუნები ექნება საფეხბურთოს, ისე რათ გვინდა ტყუილა მასეთი იაფასიანი სტადიონები, ქუთაისში მთავარია გაკეთდეს საფეხბურთო სტადიონი რომელიც დააკმაყოფილებს ყველანაირ მოტხოვნას,სადაც შესაძლებელი იქნება ევროპული ტურნირების ჯგუფური ეტაპის მასპინძლობა..გაითვალისწინეთ..ქუთაისი იმსახურებს ერთ წესიერ კოხტა საფეხბურთო სტადიონს მინიმუმ 20 ათასიანი ტევადობით
bebeto
სტადიონები უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება ბევრი და მაქსიმალურად ყველა რეგიონში.ზღვისპირეთი ასევე სამეგრელო, გურია,ამის გაკეთების შემთხვევაში თაობები აცილებლათ წამოვა.
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი