ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ეს უკვე ძველი კაროლინ ვოზნიაცკია

ეს უკვე ძველი კაროლინ ვოზნიაცკია

მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირების მიმოხილვა
ქალებს შორის სეზონის ბოლომდე "პრემიერ" კატეგორიის ოთხი ტურნირი იყო დარჩენილი და პირველი ამ ოთხიდან გასულ კვირას, ტოკიოში გაიმართა. შედარებით დაბალი სტატუსის მიუხედავად, ტურნირმა საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა.

თეორიულად, ტოკიოში უნდა ეაქტიურათ იმ ჩოგბურთელებს, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ წლის შემაჯამებელ ტურნირში მოხვედრაზე. მაგრამ ასე არ მოხდა - მედისონ კისმა, კარლა სუარეს-ნავარომ და დომინიკა ციბულკოვამ მეოთხედფინალამდე წააგეს.

კისმა გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე წააგო იულია პუტინცევასთან. სუარეს ნავარო სამი საათი ებრძოდა კაროლინ ვოზნიაცკის და ინიციატივაც ჰქონდა, თუმცა დანიელი წვიმამ გადაარჩინა და პაუზის შემდეგ, მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. ციბულკოვა ლუსი საფაროვას დამარცხების შემდეგ, ახალგაზრდა იაპონელ ნაომი ოსაკას ეთამაშებოდა. ოსაკა შავკანიანია, რადგან დედა იაპონელი ჰყავს, მამა - ჰავაის კუნძულებიდან. ციბულკოვასთან მასპინძელი ორივე სეტს საკუთარი მოწოდების წაგებით იწყებდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ იღებდა ექვს გეიმს. 19 წლის ჩოგბურთელმა გაანადგურა მსოფლიოს მე-12 ჩოგანი - 6:2, 6:1.

ოსაკა წელს ცალკეულ მატჩებში ბრწყინავდა. ის "დიდი სლემის" ყველა ტურნირზე მეორე წრეში გადიოდა, აშშ-ის ღიაზე კი კიდევ უფრო შორს წავიდა, მაგრამ კისთან წააგო, არადა, მესამე სეტში 5:1-ს იგებდა. აქამდე, იაპონელი WTA-ის ტურნირებზე მეოთხედფინალზე შორს არ ყოფილა, ტოკიოში კი ფინალამდე მიაღწია.

იაპონიის დედაქალაქში წარუმატებლად გამოვიდა აშშ-ის ღიას ფინალისტი კაროლინა პლიშკოვა. მან პირველივე მატჩში ორ სეტში წააგო ბელარუს ალექსანდრა სასნოვიჩთან. რიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა მონიკა პუიგმა პეტრა კვიტოვას მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში დამარცხდა აგნიეშკა რადვანსკასთან.

გარბინ მუგურუსამ რევანში აუღო ანასტასია სევასტოვას აშშ-ის ღიაზე მარცხის გამო, მაგრამ იმედგაცრუება ელოდა მეოთხედფინალში ელინა სვიტოლინას წინააღმდეგ. არადა, მესამე სეტში ესპანელი ორჯერ იგებდა ბრეიკით. უკრაინელმა ამ სეზონში მეორედ დაამარცხა მუგურუსა.

სულ რაღაც ერთი თვის წინ, კაროლინ ვოზნიაცკი კატასტროფულად გამოიყურებოდა. გარდატეხა აშშ-ის ღიაზე მოხდა, სადაც ნახევარფინალამდე მიაღწია, ახლა კი ტოკიოში ტიტული მოიპოვა. დანიელს ორი რთული მატჩი ჰქონდა სუარეს ნავაროსთან და რადვანსკასთან. აგნიეშკაზე გამარჯვება მეოთხე იყო TOP10-ის მოთამაშეების წინააღმდეგ ბოლო ორი ტურნირის განმავლობაში. აშშ-ის ღიამდე, კაროლინს ასეთი მოგება ამ სეზონში არ ჰქონია.

ოსაკასთან გადამწყვეტ მატჩში ვოზნიაცკი მცირე ტრავმით თამაშობდა. პირველ სეტში დანიელი ორჯერ ჩამორჩა ბრეიკით, მაგრამ რაღაც მომენტში ათიდან ცხრა გეიმი აიღო და 7:5, 5:0 დაწინაურდა. 0:5-დან იაპონელმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო.

კაროლინმა პირველი ტურნირი მოიგო 2015 წლის მარტიდან. სულ პროფესიულ ტურში 24 მოგება დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით, მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მას მხოლოდ შარაპოვა (35), ვინუს უილიამსი (49) და სერენა უილიამსი (71) უსწრებენ. ზედიზედ ცხრა წელია, ვოზნიაცკი სეზონში მინიმუმ ერთ ტურნირს იგებს.

გასულ კვირას, კიდევ ორი ტურნირი გაიმართა "ინტერნასიონალის" სტატუსით. გუანგჯოუში ელენა იანკოვიჩი ახლოს იყო ტიტულის შენარჩუნებასთან. სერბმა ამ სეზონში საუკეთესო ტურნირი ჩაატარა - ნახევარფინალში აშშ-ის ღიას მეოთხედფინალისტი ანა კონიუჰი დაამარცხა. მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ის შეაჩერა ლესია ცურენკომ. შეხვედრა ორსაათნახევარი გაგრძელდა და უკრაინელმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო.

სეულში გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ლარა არუაბარენა და მონიკა ნიკულესკუ. მატჩის მსვლელობა უცნაური გამოვიდა. მონიკამ მოიგო მეორე სეტი, მაგრამ პირველსა და მესამეში 0:6 დამარცხდა! ლარასთვის ეს არის მეორე ტიტული კარიერაში. პირველი ოთხი წლის წინ, ბოგოტაში მოიგო.

WTA. ტოკიო

კაროლინ ვოზნიაცკი (დან)-ნაომი ოსაკა (იაპ) 7:5, 6:3

WTA. გუანგჯოუ

ლესია ცურენკო (უკრ)-ელენა ინკოვიჩი (სერ, 2) 6:4, 3:6, 6:4

WTA. სეული

ლარა არუაბარენა (ესპ)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ, 5) 6:0, 2:6, 6:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

კაროლინ ვოზნიაცკის თამაშის დროს თავს მფრინავი ჭიანჭველები დაესხნენ [VIDEO]

კაროლინ ვოზნიაცკიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

ვოზნიაცკიმ ნავსი გატეხა

დიდი სლემის ფინალის შემდეგ ჰალეპი საავადმყოფოში მოხვდა

უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]

"სპაიდერმენი", "თორი"... - ავსტრალიის ღია პირველობაზე ბავშვთა დღე გაიმართა [VIDEO+PHOTO]