გაზეთმა "კვირის პალიტრამ" საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილ ფეხბურთელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა
გაზეთმა "კვირის პალიტრამ" საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილ ფეხბურთელთან მალხაზ ასათიანთა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ასათიანმა ისაუბრა თუ როგორ გრძნობ თავს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, გააკეთა კომენტარი საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩზე და ასევე სხვა საინტერესო საკითხებზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- ასათიანმა დიდი ფული იშოვა და ფეხბურთი აღარ აინტერესებდაო. არ გწყინს ასეთი შეფასებების მოსმენა?

- ვიღაცისთვის, შესაძლოა, ასეც ჩანდეს, მაგრამ ეს მათი უფლებაა... სხვა მიზეზებთან ერთად, მთავარი მაინც ის იყო, რომ რუსეთის ჩემპიონატში მინდოდა თამაში, ლოდინში კი დრო გავიდა და ვიფიქრე, რომ აღარ ღირდა... სანამ თამაშობ, მაღალ დონეზე უნდა ითამაშო და ვიფიქრე, რომ გამიჭირდებოდა ამის გაკეთება...

- სულ უთამაშებლობას არ სჯობდა, საქართველოს ჩემპიონატში გეთამაშა?

- რატომაც არა, შეიძლებოდა. დრო რომ გადის, მერე უკეთ აანალიზებ ყველაფერს, ხვდები, რომ ბევრი რამის გაკეთება სხვაგვარად აჯობებდა, მაგრამ რაღა დროს. წარსულის გახსენებას რა აზრი აქვს?! თავიდან დაწყება რომ შემეძლოს? ბევრ რამეს შევცვლიდი...

- როგორ ფიქრობ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გულიანმა და მებრძოლი ხასიათის მოთამაშემ, თემურ ქეცბაიამ, ნაკრების სათავეში რატომ ვერ მიაღწია წარმატებას?

- ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან მონდომებული რომ იყო, ყველა ხედავდა. საერთოდაც, საქართველოს ნაკრებში განსაკუთრებული წარმატებით არც არავის უმუშავია, თითო გამორჩეულ მატჩს კი ნაკრები ყველა მწვრთნელის დროს გამოურევდა ხოლმე.

- დაესწარი საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩს?

- ნაკრების მატჩებს უმეტესად ტელევიზიით ვუყურებ ხოლმე. ავსტრიასთან შეხვედრის მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, ბოლო წუთებზე საჯარიმოსაც მივაჯაჭვეთ სტუმრები, მაგრამ ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილება ძალიან რთულია... ავსტრიას განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია - ორი მომენტი ჰქონდა და ორივე გამოიყენა.

- სწორედ ამაშია სხვაობა - მაღალი კლასის გუნდი ყველა მომენტს იყენებს...

- ავსტრია უმაღლესი კლასის გუნდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენზე მეტი გამოცდილება კი აქვს. ეს პირველი შეხვედრა იყო, ჯგუფშიც არა გვყავს გერმანიის ან იტალიის მსგავსი გამოკვეთილი ფავორიტი, ასე რომ, შანსი არის.

- ქართველებს ბურთი გვიყვარს, ტექნიკურები ვართო და... შენსავით ტექნიკური ფეხბურთელისთვის მძიმე საყურებელი არ არის გუნდის თამაში, სადაც მხოლოდ ორი-სამი მოთამაშე გამოირჩევა ტექნიკით, პასით, მოედნის ხედვით?

- ინდივიდუალურად ყველა კარგია, გუნდური თამაში კი სულ იყო ჩვენი ნაკრების პრობლემა. სხვა მოთამაშეების გამოყოფაც შეიძლება, მაგრამ გადაცემებითა და კარში დარტყმებით მაინც ჯანო ანანიძეს გამოვარჩევ. ჯანო ჩინებული ფეხბურთელია, კლუბშიც გამორჩეულ სეზონს ატარებს და ნაკრებსაც ეხმარება.

- სიომინმა მითხრა, ასათიანი ნამდვილი არისტოკრატი იყო, ჩივაძეს მაგონებდაო. შენ რას გაიხსენებ იური პალიჩზე?

- კარგის მეტი არაფერი მახსენდება, ერთმანეთთან ყოველთვის თბილი დამოკიდებულება გვქონდა და მიხარია, სიომინი მოსკოვის "ლოკომოტივში" რომ დაბრუნდა. "ლოკო" მისთვის მშობლიური კლუბია, თუ კლუბმა რამეს მიაღწია, სწორედ იური პალიჩისა და კლუბის პრეზიდენტ ფილატოვის დამსახურებაა.

- როგორ ფიქრობ, ქართულ ფეხბურთს როდის შეეტყობა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შედეგი?

- როცა ნულიდან იწყებ, მიზნის სწორად დასახვა და დროა აუცილებელი. წლების წინ ქართულმა ფეხბურთმა ყველაფერი დაკარგა. ასეთი რამ სხვებსაც დაემართათ, მაგრამ მაგალითი მათგან უნდა ავიღოთ, ვინც სწრაფად და სწორად განვითარდა. იმავდროულად, უნდა შევეგუოთ, რომ შედეგი მალევე ვერ იქნება, წლებია საჭირო. აუცილებელია მიმართულება, ფულის სწორად დახარჯვა და დრო.

- ფეხბურთელები?

- ნიჭიერი მოთამაშეები დღესაც საკმარისად გვყავს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს კვალიფიციური მწვრთნელები სჭირდებათ, სტადიონზე და მის მიღმა მოქცევის წესები რომ ასწავლონ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მოამზადონ. მოზარდს პატარა ასაკიდან უნდა ჩამოუყალიბდეს პროფესიონალიზმი. თუ პროფესიონალი მწვრთნელი არ ავარჯიშებს, რაც უნდა ნიჭიერი ახალგაზრდა იყოს, დროთა განმავლობაში მაინც დაიკარგება. უფრო სწორად, თუ გაუმართლა, მხოლოდ ნიჭის ხარჯზე მიაღწევს შედეგს... სამწუხაროდ, ცოტა გვყავს პროფესიონალი მწვრთნელები, რომლებმაც ბავშვებთან მუშაობა იციან. გგონიათ, ახალგაზრდობაში მე არ ვოცნებობდი კარგ ავტომანქანაზე, ან რომ შემძლებოდა, არ ვიყიდდი? მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს. პირველ რიგში, ფეხბურთზე უნდა იფიქრო და მხოლოდ შემდეგ მანქანაზე.

- გაითვალისწინეთ, რომ გაზეთ "კვირის პალიტრის" ექსკლუზიური და ანალიტიკური სტატიების წასაკითხად უნდა გახდეთ ხელმომწერი - ინტერვიუს სრული ვერსია

ავტორი: რატი შელეგია

giorgi
ამბობს რუსეთში ტამაში მინდოდაო. მენტალიტეტის ამბავია. ქინქლაძემ სიზარმაცით არასწორი გათვლებით და ამან მენტალიტეტის გამო დაიღუპა კარიერა. ჯანოც ამ გზას ადგას სამწუხაროდ :(
kaci
გენიალური ფეხბურთელი იყო. სხვა პირობები ევროპაში რომ მოხვედრილიყო ბევრს მოიღწევდა. მეშინია იგივე ბედი არ აწიოს ჯანოს.
ჩემი აზრით
ასეთი მონაცემების ფეხბურთელს ევროპის ტოპ კლუბში უნდა ეთამაშა და სულ სხვა სახელი ექნებოდა.მაგარი გულდასაწყვეტია ამ დონის ჩემპიონატით რომ დაკმაყოფილდა.რუსეთში ვინც კი ითამაშა რაღაც დონეს მიაღწია და მერე გაჩერდნენ.
ეკა
კი დადიოდა დადადის პრადოთი , მაგრამ როდიდან?!
ლუკა
მწვრთნელების არაპროფესიონალიზმი მართლა ღუპავს ახალგაზრდებს. სფფ-ს უნდა ქონდეს სავალდებულო მინიმუმ ორწლიანი აკადემიური პროგრამა მწვრთნელების მოსამზადებლად. მწვრთნელობა უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის სადიპლომო ფაკულტეტი. დიპლომს უნდა გასცემდეს აკრედიტირებული სასწავლებელი. მწვრთნელობა არანაკლებ საპასუხისმგებლო პროფესია არის, ვიდრე მასწავლებელი, ექთანი ან ინჟინერი. გაუნათლებელი მწვრთნელები ღუპავენ სპორტს და ახალ თაობებს.
დავით 67
3 ბრიყვი მაინც გამოერია ამ კომენტარებში! ვინც მალხაზის თამაშს ადევნებდა თვალყურს ის დამეთანხმება რომ კაცი ბოლომდე თამაშობდა თთავდაუზოგავად! იმ მოპოლიტიკო-მოსპორტულო ელემენტებს მინდა ვკითხო მალხაზის გოლი რუსეთის ნაკრების კარში არ გაგიხარდათ? აწი რამდენი დრო დასჭირდება იმას რომ საქართველომ რუსეთს მოუგოს? რა თქვენი საქმეა რომელ ქვეყანაში თამაშობდა?
gia
წარმატებები მახო მუდამ
მართალი
იშვიათია მალხაზისნაირი ადამიანი!!!!
გიგა
კაი კაციხარ მახო ღმერთმა გაგახაროს.
მირზა ლეჩხუმი
ეს კაცი რო თამაშობდა და დგეს როგორც აესებობს და ცხოვრობს მადლიანად ასე ბევრს ეცხოვროს ჩვენ ქვეყანაში...მახო ჯიგარიხარ ძმაო
dima
საქართველოში სად ეთამაშა,ძროხა-ინდაურებიან მოედნებზე, ბაღნებთან ერთად?)))
grafi
ar undoda da agar itamasha, didi fulic ishova ki. yvelas ase emarteba vinc fuls shoulobs.
თენგიზი
მალხაზი საქართველოს სამგზის ჩემპიონია და რუსეთთან გამარჯვების გოლის ავტორი,რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს ახლანდელი ნაკრების ნახევარზე მეტი.ვაძაგოთ ამისთვის ანანიძე,ლორია,კვერკველია,ჭანტურია,ნავალოვსკი...მალხაზს თავი არსად არ შეურცხვენია,თავდადების მაგალითი იყო
MORTE
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი, არც ზრდილობა აკლდა, არც წესიერება, სამწუხაროდ ღრუსეთის მიმართ მიზიდულობამ დაღუპა მისი ტალანტი!
6
კარგი ადამიანია.მარა რუსეტის ლიგას რო ვერ გაცდები დიდ პეხბურტელობაზე არ უნდა ილაპარაკო
გოშა
შენი ძმა არ დადიოდა დიდი ჯიპით? მგონი პრადო იყო. თუ ის მანქანა შენი არ იყო? რუსეთის ჩემპიონატს რავა გადააყოლე კარიერა...არადა შენს სჭირდებოდი საქართველოს. მის ნაკრებს... არა უშავს, ახლა ხომ ფლობ გარაჟს :D
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სიჩიოვი: ქართულ რესტორანში დანახარჯს ყოველთვის ასათიანი იხდიდა - ჯანაშია დიეტურ მაგიდაზე მწვანილს მიირთმევდა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს
მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს - ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში