ილარი ბლაზი: სპალეტი პატარა კაცია
27 სექტემბერს ფრანჩესკო ტოტი 40 წლის გახდა. "რომას" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია და თავისი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ტოტი "რომას" მთავარ გუნდში 1993 წლიდან ასპარეზობს - ამ პერიოდში, "ჯალოროსის" მაისურით 763 მატჩი აქვს გამართული და 306 გოლი გატანილი.

სერია A-ში ფრანჩესკოს ანგარიშზე 250 გოლია და მასზე წინ მხოლოდ სილვიო პიოლაა 274 გოლით. ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ ეს სეზონი არ იქნება ტოტისთვის ბოლო "რომას" შემადგენლობაში და ის კიდევ ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. საგულისხმოა, რომ პიოლის რეკორდამდე ფრანჩესკოს 24 გოლი აშორებს და თუ მიმდინარე სეზონში მარაგი კიდევ უფრო გაზარდა და სარეკორდო მაჩვენებელს მიუახლოვდა, პიოლის გადასწრება მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და ეს კონტრაქტის გახანგრძლივების ალბათობას აუცილებლად გაზრდის.

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ღიად დაუჭირა მხარი ტოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას და ისიც კი განაცხადა, რომ თუ ფრანჩესკო წავა, გუნდში არც ის დარჩება. საგულისხმოა, რომ თავად ტოტის მწვრთნელის ამ ჟესტისთვის საპასუხო რევერანსით არ უპასუხია, ფეხბურთელის მეუღლემ კი მწვრთნელი სულაც გამოლანძღა - შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ტოტის და სპალეტის შორის კონფლიქტი მოხდა და მაშინ, მწვრთნელმა კლუბის მესვეურებს ულტიმატუმიც კი წაუყენა: ან მე და ან ტოტიო. დღეს, მწვრთნელს და ფეხბურთელს უკეთესი ურთიერთობა აქვთ, თუმცა ტოტის მეუღლე ილარი ბლაზი სპალეტიზე დღემდე ნაწყენია, რაზეც მისი კომენტარი მოწმობს:

"სპალეტი ლამაზად ლაპარაკობს, მაგრამ მისი სიტყვები აცდენილია მის საქციელს. დღეს, დასჭირდა, რომ ფრანჩესკოზე კარგი ეთქვა და იმიტომაც შეიცვალა პოზიცია. იყო პერიოდი, როდესაც ტოტი მოკვეთილი იყო მთავარი გუნდიდან და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ფრანჩესკოს რომ "ტრიგორიას" ბაზაზე არ მიესვლება, ეს იგივეა, რომ ის სახლიდან გააგდო.

რამდენიმე თვის წინ, სპალეტიმ ურცხვად განაცხადა, რომ ტოტის კი სურს უმაღლეს დონეზე თამაში, მაგრამ წლებს თავისი მიაქვს. სამწუხაროა, რომ წლებმა მწვრთნელს გონიერება არ შესძინა, ტოტი კი ისევ უმაღლეს დონეზე თამაშობს. ჩემთვის, სპალეტი პატარა კაცია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?