"საბურთალოს" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა პაბლო ფრანკო მარტინმა ჩემპიონატის პირველი წრე შეაფასა...
გარდამავალი ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა, "საბურთალომ" 8 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე იმყოფება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა პაბლო ფრანკო მარტინმა "საბურთალოს" ვებგვერდთან ინტერვიუში პირველი წრე შეაფასა...

"ახლა, ცხრილში მეხუთეზე ვართ, არადა თავისუფლად შეიძლებოდა, მეორე ადგილზე ვყოფილიყავით. ამბიციური ადამიანი ვარ და ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ. ამიტომ, პირველი წრის შედეგით უკმაყოფილო ვარ, რადგან მეტი ქულის მოპოვება შეგვეძლო.

მთლიანობაში, რთული წრე გამოვიარეთ - იყო ტრავმები და ცოტა უიღბლობაც. სახიფათო მომენტებს ვქმნით, თუმცა მის რეალიზებას ვერ ვახერხებთ. მაგალითად, ბათუმის "დინამოსთან" 3 ქულის მოსაპოვებლად ფეხბურთელები მაქსიმალურად დაიხარჯნენ და რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდიც გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა.

ამავე დროს, მოწინააღმდეგეები ნაკლებ საგოლე შანსებს მაქსიმალურად იყენებენ. მაგალითად, "ზუგდიდთან" 8-9 მომენტიდან ერთიც ვერ გამოვიყენეთ. ხოლო მეტოქემ ორი მომენტიდან ერთი გოლად აქცია და დაგვამარცხა. საგოლე ეპიზოდების გამოყენებაზე ბევრს ვმუშაობთ, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.

მაგრამ მჯერა მომავალში "საბურთალოსაც" გაუმართლებს. იღბალი ხომ ფეხბურთშიც დიდ როლს თამაშობს და ცხოვრებაშიც. ამ ნაკლის გამოსწორებას მეორე წრეში ვეცდებით და მჯერა, დარჩენილ 6 მატჩში მეტ ქულას ავიღებთ, უკეთ ავთამაშდებით და შესაძლებლობებს სრულად წარმოვაჩენთ", - ამბობს პაბლო ფრანკო მარტინი.

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა არასასურველი შედეგის ერთ-ერთ მიზეზად შეუთამაშებლობაც დაასახელა:

"გარკვეულწილად, იმანაც იმოქმედა, რომ 4 უცხოელი ფეხბურთელი გვიან შემოგვიერთდა: ერთი ბრაზილიელია, სამი კი - ესპანელი. უცხოელისთვის ახალ გარემოსთან შეგუება ადვილი არ არის და ეს დროს მოითხოვს.

ელვინ ტერას მაგალითს მოვიყვან - წელიწადზე მეტია, რაც ის "საბურთალოში" ირიცხება. როცა აქ მუშაობა დავიწყე, იდეალურ ფორმაში არ იყო და გუნდთან შესაგუებლად 6 თვე დასჭირდა, დღეს კი ერთ-ერთი საუკეთესოა.

ახალწვეულების ათამაშებასაც იგივე პერიოდი რომ დაველოდოთ, ჩემპიონატი მორჩება. ყველაზე ადრე "საბურთალოს" კარასკო შემოუერთდა, შემდეგ - ფრანცისკო გარსია პენა. ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სანტი ხარა და ვაგნერი დაგვემატნენ. იმედი მაქვს, ისინი მეორე წრეში უკეთ ათამაშდებიან".

პაბლო ფრანკომ მოწინააღმდეგეებიც შეაფასა და უხარისხო მოედნებიც ახსენა:

"კარგად დაბალანსებული და სტაბილურია "სამტრედია". ძლიერი გუნდები არიან ბათუმის "დინამო" და "დილა". "სიონს" ჩემპიონატის სტარტი არ გამოუვიდა, თუმცა თამაშს ყოველი მატჩის შემდეგ აუმჯობესებს.

"საბურთალო" ცუდად არც ერთ მატჩში არ გამოიყურებოდა. იმ აზრსაც ვერ დავეთანხმები, რომ საკუთარ მოედანზე უკეთ ვთამაშობთ. გასვლაზეც კარგად ვასპარეზობთ, უბრალოდ, არის მოედნები, სადაც ბურთის გაგორება და კომბინაციური ფეხბურთის თამაში ჭირს. "საბურთალო" ტექნიკური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ჩვენი მთავარი კოზირი ბურთზე კონტროლია.

"კოლხეთთან" პენალტით წავაგეთ, ფოთში საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ბოლნისსა და ზუგდიდში ნორმალურ მინდვრებზე ვითამაშეთ, "სიონს" მოვუგეთ, "ზუგდიდთან" კი დავმარცხდით, მაგრამ კარგ მინდორზე ყოველთვის საინტერესო ფეხბურთს ვთამაშობთ.

რომელი ადგილისთვის ბრძოლა შეგვიძლია? ამბიციური ადამიანი ვარ, მაგრამ რეალისტიც გახლავართ - "ზუგდიდთან" ან ბათუმის "დინამოსთან" ერთი გოლი რომ გაგვეტანა, მესამე ადგილზე ვიქნებოდით. ამჟამინდელი პოზიცია კი რეალობას არ შეესაბამება. ახლა, მეორე-მესამე ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუკა
მემისმინე აქანე პავლე ბიძიკო. მოხნულ ყანაში უნდა გააგორო ბურთი სწორ ხაზზე თუ ხარ მაგარი, თვარა ნოუ კამპის და ბერნაბეუს თარაზოზე დაყენებულ მწვანე ხავერდოვან ბალახის ხალიჩაზე მესი, რონალდო და ბრუციანი ილიკოც ქე გააგორებს სწორ პასს. ჰიჰი, გამაცინე ბოშო ძიელ, გეიხარე.
Walkabout
საბურთალო ბენდელაზე რომ თამაშობდეს ბევრად მეტი გულშემატკივარი ეყოლებოდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
კახა კაშია: ელვინ ტერას ქართული პასპორტის აღება ნამდვილად სურს
გია ჭიაბრიშვილის არჩევანი: ნაკრები თუ ისევ "საბურთალო"?
5 ყველაზე უხეში ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში
კენიელი ჟურნალისტი ეროვნულ ლიგასა და თანამემამულე ლეგიონერებზე
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
"საბურთალოს" ფეხბურთელი კენიის ოლიმპიურ ნაკრებში გამოიძახეს
გია ჭიაბრიშვილი: სიმულაცია ჩემი ფეხბურთელებისგანაც მაღიზიანებს...
პაბლო მარტინიც გაუშვეს - ესპანელი სპეციალისტი "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
გიორგი ჭიაბრიშვილი: ამხელა დანაკლისით კიდევ მეხუთე ადგილზე რომ იქნები...
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
გიორგი ხარაიშვილი: "საბურთალოს" სამეულში მოხვედრაც შეუძლია
ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი სომხეთის ჩემპიონატს უახლოვდება
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
გია ჭიაბრიშვილი: პაბლოს გუნდი კარგად იცავდა თავს, ჩვენ უკეთ ვუტევთ
"საბურთალომ" ყველა ესპანელი, მათ შორის, მანოლო იეროც გაუშვა