ვილაპარაკოთ მონტელაზე

"რომას" მთავარ მწვრთნელად რომ ვინჩენცო მონტელა დაინიშნა, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ახალგაზრდა სპეციალისტმა სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება და თუ მხარეები კმაყოფილნი დარჩნენ თანამშრომლობით, კონტრაქტი გახანგრძლივდება. თუმცა, პრესაში უკვე აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მომავალი სეზონიდან "ჯალოროსის" კარლო ანჩელოტი ჩაუდგება სათავეში. კარლიტომ თითქოს ამოწურა თავისი თავი ინგლისში და თუ მიმდინარე სეზონში ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო, დიდი ალბათობით დაემშვიდობება კიდეც "ჩელსის". ანუ, ზაფხულში თავისუფალი იქნება და თუ "რომას" მესვეურებისგან წინადადება მიიღო, წესით უნდა დათანხმდეს. მით უმეტეს, ანჩელოტი ყოველთვის ამბობდა, რომ "ჯალოროსის" გაწვრთნა მისი ერთ-ერთი მთავარი ოცმება იყო. შეგახსენებთ, რომ კარლო რვა წლის განმავლობაში ასპარეზობდა დედაქალაქურ გუნდში და ამად არის, რომ ტრიგორიაზე დაბრუნების დიდი სურვილი აქვს. აქვე აღვნიშნოთ, რომ საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ანჩელოტიმ სამ გუნდში ითამაშა, "რომას" გარდა, "მილანის" და "პარმას" ღირსებას იცავდა.

საგულისხმოა, რომ ემილიური და ლომბარდიული გუნდების მთავარ მწვრთნელად უკვე იმუშავა, დარჩა "რომა" და ვნახოთ, გამართლდება თუ არა ჟურნალისტთა პროგნოზი. თავად მწვრთნელი "კორიერე დელო სპორთან" საუბარში შემდეგს აცხადებს:

"ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ "რომას" ჩემს გულში დიდი ადგილი უკავია. მიუხედავად ამისა, ჯერ არ მომცემია ამ გუნდში მუშაობის საშუალება და არც ის ვიცი, როდის დადგება ეს დღე. ინგლისში ყველაფერი მაკმაყოფილებს, ენთუზიაზმი არ გამნელებია და ჯერჯერობით, "ჩელსის" დატოვებას არ ვაპირებ. "რომა" კი ოცნებაა, რომელიც იმედია ოდემე ასრულდება".

ანჩელოტის კომენტარი ბევრს არაფერს გვეუბნება, კლუბის პრეზიდენტ როზელა სენსის კი შემდეგი პოზიცია აქვს: "მიკვირს, რომ კარლო ანჩელოტიზე ვსაუბრობთ, რადგან "რომას" სულ რამდენიმე დღეა, რაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ვინჩენცო მონტელაზე შემთხვევით არ შეგვიჩერებია არჩევანი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოლოდინს 100%-ით გაამართლებს. კარგად ვიცნობ მის პიროვნულ თვისებებს და ვფიქრობ, რომ სწორედ მისი მენტალიტეტი უნდა დანერგოს გუნდში. რამდენიმე სხვა კანდიდატურაც გვყავდა, მაგრამ არჩევანი სრულიად შეგნებულად სწორედ ვინჩენცოზე შევაჩერეთ. რაც შეეხება ანჩელოტის, მას ვაფასებთ როგორც ნამდვილ რომანისტას – უფრო მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით".

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს