<p>ლოტიტოს მოულოდნელი განცხადება <br></p><p>სერია A-ს უკანასკნელი ტური "ლაციოსთვის" განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა. "ბარის" ძლევით "ბიანკოჩელესტემ" სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, კონკურენტებმა კი წაიფორხილეს და საგრძნობლად გაირთულეს სატურნირო მდგომარეობა. "ლაციო" ამ დროისთვის მეოთხე ადგილზეა და მთელი ოთხი ქულით უსწრებს მეხუთე პოზიციაზე მყოფ "უდინეზეს". თუმცა, გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგის საგზური აღარ აკმაყოფილებთ და ბევრი სკუდეტოზეც თამამად საუბრობს. ეს თემა ჟურნალისტებმაც აიტაცეს და კლაუდიო ლოტიტოს სთხოვეს პოზიციის დაფიქსირება. სანამ სიტყვას გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტის პოზიციამ საფეხბურთო იტალია ძალიან გააკვირვა:</p><p>"სკუდეტო? – დავეშვათ მიწაზე და უფრო რეალისტურ გეგმებზე ვისაუბროთ. კი ბატონო, ჩემპიონატის მოგება ყველას ძალიან გაგვახარებს, ეს ისტორიული მოვლენა იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, გვყაავს კი საჩემპიონო გუნდი? – ვფიქრობ, რომ არა. როდესაც სვენ გორან ერიქსონის დროს "ლაციომ" სკუდეტო მოიგო, მაშინ მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ "ბიანკოჩელესტეში" და ობიექტურად უძლიერესი გუნდი გვყავდა. დღეს კი ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა უნდა იყოს და იმედია, ამ ამოცანას შევასრულებთ. გუნდი ვითარდება და წინ მიდის, ეს მახარებს, მაგრამ სკუდეტოზე საუბარი დღეს ძალიან ადრეა. სიმართლე გითხრათ, არ მინდა იტალიას ისეთი ჩემპიონი ჰყავდეს, როგორიც დღევანდელი "ლაციოა". ეს იმის ნათელი დადასტურება იქნება, რომ სერია A-ს დონემ საგრძნობლად დაიწია. სუსტ ჩემპიონატში პირველობას კი მირჩევნია ძლიერთა შორის მეოთხე ვიყო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს და მით უმეტეს, მთავარ მწვრთნელს სათანადოდ არ ვაფასებ – მათი მისამართით კარგის მეტი არაფერი მეთქმის. თავის საქმეს პირნათლად ასრულებენ და მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ".</p>
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს