0-12-03912-93123
00000000000000000000000

ფეხბურთი ყველასთვის: საოკუპაციო ზოლთან

რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციაში აღარ საქმიანობს, მაგრამ საფეხბურთო ცხოვრებაში დარჩა და საქველმოქმედო ფონდის საშუალებით ფეხბურთის პოპულარიზაციისა და რეგიონების ათვისებას ცდილობს. ფონდი "საფეხბურთო თერაპიის" პროექტს ახორციელებს და მისი მიზანია, ლტოლვილთა დასახლებებსა და საზღვრისპირა სოფლებში ბავშვთა საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბება, საფეხბურთო ლიგის ორგანიზება და ამაში მაქსიმალურად მეტი მოზარდის ჩართვა...

შიდა ქართლის რეგიონის 15 სოფელში 2016 წელს 15 საფეხბურთო სკოლა ჩამოყალიბდა, რომელთაც მერე პანკისის ხეობაში დაფუძნებული გუნდი დაემატა. არველაძეების ფონდის დაფინანსებით ამ გუნდების მთავარი მწვრთნელები ანაზღაურებას ყოველთვიურად იღებენ, 300-მდე მოზარდს კი საფეხბურთო ფორმები, ბურთები და ინვენტარი უფასოდ გადაეცათ.

სოფელ დიცის გუნდის მთავარი მწვრთნელი ამავე სოფლის მაცხოვრებელი, 24 წლის გიორგი დუღაძეა. ის საგულისხმო კომენტარს აკეთებს:

"ჩვენი ბავშვები სპორტში ჩართულები არ იყვნენ, რადგან გორამდე თითქმის 30 კილომეტრია და ამხელა გზაზე მარტო სიარულს ვერ ახერხებდნენ. იმიტომ, რომ სოფელში არც ისე შეძლებული ოჯახები ცხოვრობენ. ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს საკუთარ სოფელში, სახლებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით შესაძლებლობა მიეცათ, საყვარელი საქმით დაკავდნენ. პროექტმა სოფელი გამოაცოცხლა და სპორტის მიმართ ინტერესი გააჩინა", - ამბობს გიორგი დუღაძე.

საინტერესო ამბავია: თბილისს 10-დღიანი ვიზიტით ფრანგი სპორტული ჟურნალისტების ჯგუფი ეწვია და რევაზ არველაძეს ფონდის მიზნებსა და ქართულ ფეხბურთზე ელაპარაკნენ, ინტერვიუ კი ვებგვერდ ფოოტბალლსკი.ფრ-ზე ფრანგულ და ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა.

არველაძემ პროექტზე ილაპარაკა: "არველაძეების ფონდი საქართველოში პირველი საფეხბურთო საქველმოქმედო ორგანიზაციაა. მე და ჩემი ძმები პროექტებში საკუთარ ფულს ვხარჯავთ. საწყის ეტაპზე მხოლოდ სტიპენდიანტების დახმარებაზე ვიყავით ორიენტირებული, ახლა კი ფონდის არსებობის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური პროექტი - "საფეხბურთო თერაპია" დავიწყეთ. 2008 წელს რუსეთთან ომმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე იქონია გავლენა. განსაკუთრებით ბევრი პრობლემა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე რეგიონებსა და სოფლებს აქვთ. ამ დასახლებებში მცხოვრებთათვის პროექტი სწორედ ამიტომ დავიწყეთ. "საფეხბურთო თერაპია" ბავშვებსა და მოზარდებს საშუალებას აძლევს, პრობლემები ფეხბურთის თამაშით რაღაც დროით მაინც დაივიწყონ და, რაც მთავარია, საყვარელი საქმე აკეთონ. ასევე, გვინდა გავაკეთოთ პროექტი, რომლითაც ბავშვებს ინგლისური ენის შესწავლა სრულიად უსასყიდლოდ შეეძლებათ".

სფფ-ის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საკუთარ როლსა და მწირ ინფრასტრუქტურაზეც ილაპარაკა:

"უკანასკნელ წლებში ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდი და ფონდში საქმიანობისთვის დრო არ მრჩებოდა, შოთა კი ისრაელის ყველაზე პოპულარული კლუბის, თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელია. ამ ეტაპზე ყველაზე მეტი დრო მე და არჩილს გვაქვს, რადგან შარშან ფედერაციაში საქმიანობა შევწყვიტე და ახლა ამ და სხვა პროექტებზე ვარ კონცენტრირებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომავალში სხვა სამსახური მექნება, ფონდში აქტიურ საქმიანობას აუცილებლად გავაგრძელებ. ბევრ რეგიონში საფეხბურთო მოედანი არ არის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მთიან მხარეებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პროექტი არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს გამოაჩენს".

შემდეგ არველაძემ პროექტის მხარდამჭერებიც ახსენა: "საფეხბურთო თერაპიის" განხორციელებაში მთავრობისგან დახმარებას არ ვიღებთ. ზოგჯერ მათი ჩართულობაც გვჭირდება, მაგრამ არა - მატერიალური კუთხით. ფონდს უეფა ეხმარება და იმედია, ფიფაც იმავეს გააკეთებს. გარდა ამისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ და კერძო კომპანიებიც გვეხმარებიან. ჩვენი პირადი კონტაქტებიც დიდ სამსახურს გვიწევს - ძმებს ურთიერთობა არაერთ ცნობილ ფეხბურთელთან გვაქვს. ფონდთან თანამშრომლობის სურვილი დავორ შუკერმა გამოთქვა და აუცილებლად მხარში დაგვიდგება. დღესდღეობით 300-მდე ბავშვს ვეხმარებით და იმედია, ეს ციფრი 1000-მდე გაიზრდება. გვინდა მომავალში ფესტივალი ჩავატაროთ გორში. დიდი წარმატება იქნება, თუ 3-4 ბავშვი მაინც გახდება პროფესიონალი ფეხბურთელი".

არველაძე ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობასაც შეეხო: "ჩვენ დროს ქართველები ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და ჰოლანდიის ჩემპიონატებსა და ბევრად უკეთეს გუნდებში თამაშობდნენ, ვიდრე ახლა. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ჩვენი მასშტაბის ქვეყანაში ყოველთვის თანაბარი სიძლიერის თაობები არ მოდის. ასეა ბევრ სხვა ქვეყანაშიც... როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს, გულშემატკივარი სტადიონს თავისუფლად ავსებს. კლუბებს კი მაყურებლის მოზიდვა უჭირთ. ამას ცალკე სტრატეგია სჭირდება. უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა კლუბს საკუთარი ფან-კლუბი ჰყავს, თუმცა არა იმ რაოდენობის, სტადიონები რომ გაავსონ. ეს თავად კლუბებზეცაა დამოკიდებული. ერთ-ერთი პრობლემაა, რომ სტადიონები საკმაოდ დიდია. "დინამო არენაზე" დაახლოებით 55 000 მაყურებელი ეტევა, ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე კი 1000 კაცი დადის. სტადიონი 3-5 ათასს რომ იტევდეს, ასეთ შემთხვევაში იქ არსებული გარემო უკეთესი იქნება. ამაში ფეხბურთელობის დროს თავადაც არაერთხელ დავრწმუნდი. "კიოლნსა" და "მეხელენში" ვთამაშობდი, რომელთაც დიდი სტადიონები არ ჰქონდათ, მაგრამ ისინი ყოველთვის სავსე იყო, ატმოსფერო კი - შესანიშნავი. მაგალითად, თუ ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში 3000-იანი სტადიონი იქნება, მატჩის მიმდინარეობისას მაყურებელსა და ფეხბურთელებს შორის უფრო მჭიდრო კავშირი იქნება და ვფიქრობ, გუნდებიც უკეთეს შედეგს მიაღწევენ. მაგრამ ერთადერთი გზა, რომელიც ხალხს სტადიონზე დააბრუნებს, წარმატებაა".

მერაბ მამულაშვილი

000000000000000000000000

00000000000000

00000000000000000

0000000000000000000000

00000000000000000000

0000000000000

[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა