უეფას ახალგაზრდული ლიგა. პირველი წრე. პირველი მატჩი. "დინამო არენა". 20:00 სთ
დღეს, 29 სექტემბერს, "დინამო არენაზე", უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩში თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდი ალმათის "ქაირათის" თანატოლებს უმასპინძლებს. გულშემატკივარი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "სილქ უნივერსალის" ეთერში იხილავს.

მატჩის წინა დღეს ჭაბუკ დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან გვანცელაძემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, მერე გუნდი ავარჯიშა, მანამდე კი "დინამო არენაზე" ყაზახებმა გააგორეს ბურთი. საინტერესოა, რომ სტუმრებმა უარი თქვეს წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

მაშ, ვნახოთ, რა თქვა ლევან გვანცელაძემ:

- ეს იქნება პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი ჩვენი გუნდისთვის. ამის მიუხედავად, გვჯერა, გუნდში არის საიმისო რესურსი, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგი მივიღოთ.

- როგორც ვიცით, ფინეთში მოასპარეზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში გყავთ ფეხბურთელები და ისინი "ქაირათთან" მატჩში დაგაკლდებიან. რამდენად სერიოზულია ეს დანაკლისი?

- დიახ, მეკარე დემეტრე ბულისკერია და ნახევარმცველი ზურაბ დავითაშვილი ნაკრებთან ერთად ფინეთში არიან. ასევე დაგვაკლდება ცენტრალური მცველი ლუკა ქაფიანიძე, რომელიც ტრავმირებულია. ეს სერიოზული დანაკლისია, მაგრამ იმედი გვაქვს, არ დაგვეტყობა.

რაც შეეხება "ქაირათის" 19-წლამდელთა გუნდს, ეს არის ძალიან სერიოზული კლუბი და ეს გუნდი წარმოადგენს გამართულ საკლუბო ინფრასტრუქტურას. თავის ასაკში ეს გუნდი საუკეთესოა ყაზახეთში.

- პირველ ნომრად ითამაშებთ?

- სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ პირველ ნომრად ვითამაშოთ და მივაღწიოთ ჩვენთვის სასურველ შედეგს.

- გვესმის, იოლი არ არის მეტოქის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ მაინც: რა ფეხბურთს მისდევს "ქაირათის" 19-წლამდელთა გუნდი?

- კარგად ორგანიზებული გუნდია, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა ჰოლანდიელი სპეციალისტი და, აქედან გამომდინარე, შორს არ უნდა იყვნენ ევროპული ფეხბურთისგან. ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდებით.

- ცხადია, მატჩის დასაწყისში მოწინააღმდეგე უნდა "დაზვეროთ". თქვენი აზრით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი?

- ალბათ, საწყისი 10-12 წუთის განმავლობაში უკვე გვექნება სრული ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს რეალურად მოწინააღმდეგე, რა ტაქტიკა აირჩია...

მართალია, გაჭირდა ამ გუნდზე ინფორმაციის მიღება, მაგრამ ჩვენ თითოეულ ფეხბურთელზე მაინც მოვიპოვეთ ინფორმაცია. "ქაირათის" ამ გუნდის 6 ფეხბურთელი თამაშობს 21-წლამდელთა ნაკრებში. გამოვარჩევდი გუნდის კაპიტანს, ცენტრალურ მცველ კასიმს. ის ასაკობრივი ნაკრების კაპიტანია. განსაკუთრებით სახიფათოა "სტანდარტულების" შესრულების დროს. სხვათა შორის, ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც არის...

ასევე სახიფათოა საყრდენი ნახევარმცველი ორაზოვი. მას მინდვრის ცენტრში დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლია. ზემოთაც ვთქვი, რამდენიმე ფეხბურთელი "ქაირათის" 21-წლამდელთა გუნდში თამაშობს. ეს გუნდი კი ყაზახეთის ჩემპიონატს ლიდერობს...

"ქაირათი" თბილისში ასტანის გავლით ჩამოვიდა. კლუბის ოფიციალურ საიტთან კომენტარები გუნდის ორმა ლიდერმა, სოსლან ჟანდოსმა და რამაზან ორაზოვმა გააკეთა.

რამაზან ორაზოვი:

"ორი დღის წინ თამაში გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ძალები სრულად აღვიდგინეთ. თბილისში რთული თამაში გველოდება, მაგრამ ვფიქრობთ, შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი".

სოსლან ჟანდოსი: "ჩვენთვის ეს განსაკუთრებული მომენტია - "ქაირათის" სახელით პირველად გავდივართ საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ვნახეთ "დინამოს" თამაში. არ არის იოლი მოწინააღმდეგე, მაგრამ შეგვიძლია მისი გავლა. ქართული კლუბის შემადგენლობაში გამოვარჩევდი ოთხ ნომერს, ცენტრალურ მცველს. მას გრძელი ფეხები და შესანიშნავი ტექნიკა აქვს".

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე საქართველო "საბურთალომ" წარადგინა, რომელმაც ორივე მატჩი წააგო დანიურ "მიდტიულანდთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

svani
აბა ბიჭებო ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა როცა მაგალითი არ უნდა აიღოთ დიდებიდან(პირველი გუნდიდად)!!!
kaira
ბაჯო ეს სკოლები ფულს როგორ აკეთებენ? სახელმწიფო სკოლა ვიცი, ჭამს ბიუჯეტის ფულს, გააფორმებს მივლინებას 30 კაცზე და მიყავს 15, ან ჯგუფებს გააფორმებს სიაფანდზე. აი კერძო როგორ აკეთებს ფულს? ერთი ახსენი რა!!!
ბაჯო
დინამომ დგეს ტუ ცააგო ეს იქნება სრული კრახი დინამოს აკადემიისტვის.ისედაც ჰანს რო მარტუ ფულის გაკეტებას ემსახურებიან ეს აკადემია და სკოლები.

კლუბები გასაგებია ლეგიონერებით გადიან ფონს, მაგრამ ყაზახმა ბავშვებმაც თუ გაიარეს "დინამოს" რეზერვი, მაშინ მართლა არ ყოფილა ქართული ფეხბურთის საშველი და ეგ არის. ფეხბურთს მოედანზე იგებენ და არა ინტერვიუებში და პრესკონფერენციაზე.
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მთელი ოფისი ავურიე, კომპიუტერები და ლეპტოპები დავამტვრიე" - არტეტამ "არსენალში" მუშაობის პირველი დღე გაიხსენა
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"დინამოს" აკადემიის 17 წლის ფეხბურთელი "ბარსელონასა" და "ბორდოში" სტაჟირებაზე იმყოფებოდა
U19: თბილისის "დინამო" შინ ალმათის "ქაირათთან" განადგურდა
U19. საბურთალო VS ბროდარაცი - "მიხეილ მესხზე" ფეხბურთი გვიხმობს!
ლევან გვანცელაძე: "დინამო" უეფას ახალგაზრდული ლიგისთვის მზად არის!..
რევაზ გოცირიძე: "საბურთალო" ფრეზე არ ითამაშებს
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"დინამოს" ახალი სპორტული დირექტორი: შეცდომებიდან დასკვნები უკვე გამოვიტანეთ
კიდევ ერთი რევოლუცია - თბილისის "დინამოს" მედია უწამლებს?
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ვაღიარებ, რომ შევცდით! - რომან ფიფიას პრესკონფერენციის ვრცელი ვერსია
"საბურთალო" "ბროდარაცს" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს
"საბურთალო" ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას გმირულად დაემშვიდობა
რევაზ გოცირიძე: შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ გაგვიმართლა
"ბროდარაცის" მწვრთნელი: რთული გადასატანია რაც მოხდა "საბურთალოსთვის", მაგრამ ეს ფეხბურთია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა