ციფრებით მოყოლილი ამბები

ჩვენი ახალი რუბრიკის პირველი ნომინანტები გასულ კვირას თავგამოჩენილი უეინ რუნი, რონალდო (ოღონდ, ბრაზილიელი) და ედინსონ კავანი იყვნენ. დღეს კი ციფრებით ამ კვირის გმირების, ჟოზე მოურინიოს, დანიელ არანსუბიას, მათიას ალმეიდასა და სხვების ამბებს მოგიყვებით...

317 დღიანი საშინაო მოუგებელი სერიის შემდეგ, როგორც იქნა, მიონხენგლადბახის "ბორუსიამაც" გაახარა ქომაგები. ბუნდესლიგის მორიგ ტურში გლადბახელებმა "შალკეს" 2:1 მოუგეს. ბოლოს ამ სტადიონზე "ბორუსიამ" 2010 წლის 9 აპრილს მოიგო, როცა "აინტრახტი" დაამარცხა - 2:0. მას შემდეგ, 13 საშინაო მატჩში "დიე ვოლენმა" 8 წააგო და 5 ფრედ დაასრულა. "ხუმარებზე" მოგება განსაკუთრებით დებიუტანტი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი გაახარა - გლადბახელები თავიდან აგებდნენ ფელიქს მაგათის გუნდთან, თუმცა საბოლოოდ დაამარცხეს ჩემპიონთა ლიგაზე ყოჩაღად მოთამაშე "შალკე". სხვათა შორის, ამ სეზონში პირველად მოხდა, რომ გელზენკირხენულმა კლუბმა ისეთი შეხვედრა წააგო, რომლის განმავლობაშიც წინ იყო.

94 წუთი და 12 წამი იყო გასული "ალმერიასა" და "დეპორტივოს" მატჩში, როცა მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა მეკარე დანიელ არანსუბიამ თავით ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ამით გალისიელთა ბასკი მეკარე ლა ლიგის ისტორიაში შევიდა - პირველად მოხდა, რომ გოლკიპერმა თამაშიდან გოლი გაიტანა (პენალტით და საჯარიმო დარტყმით გაუტანიათ). ლა ლიგაში აქამდე ხუთმა მეკარემ შეძლო გოლის გატანა. ოთხმა მათგანმა ეს პენალტის ნიშნულიდან მოახერხა: ხოსე ლუის ჩილავერტი, ხუან სანტამარია, კარლოს ალბერტო ფენოი და ნაჩო გონსალესი, ხოლო ტონი პრატსმა თავი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. ტოპ ევროპულ ლიგებში ბოლოს ასეთი რამ ინგლისელმა პოლ რობინსონმა მოახერხა, 11 თვის წინათ "ტოტენჰემის" მეკარემ საკუთარი ნახევრიდან გაუტანა ""უოტფორდს". 31 წლის არანსუბიამ ამ ისტორიული გოლით "დეპორტივო" ბოლო 7 მატჩში მე-5 წაგებისგან იხსნა.

33 წუთში გაანიავა "რომამ" გენუაში 3-გოლიანი უპირატესობა კახა კალაძის "ჯენოასთან" და 3:4 წააგო. ამ სასწაულებრივ მარცხს აკი კლაუდიო რანიერის რომაული კარიერაც შეეწირა და მის ნაცვლად "პატარა აეროპლანი", ვინჩენცო მონტელა ვიხილეთ "რომას" ახალ დამრიგებლად. 60 წლის რანიერის 24-წლიან სამწვრთნელო კარიერაში მსგავსიც კი არაფერი მომხდარა, არადა მან 10 კლუბი გამოიცვალა. მსგავსი რამ შეემთხვა "ბარის" 2001 წლის 29 აპრილს, როცა 3:0-ს უგებდა "პერუჯას" და საბოლოოდ 3:4 წააგო. ამ თამაშის შემდეგ "რომას" 4-მატჩიანი წაგებათა სერია გრძელდება, ხოლო "ჯენოამ" ზედიზედ მე-4 მატჩში არ წააგო.

19 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც მათიას ალმეიდას "რივერ პლეიტში" დებიუტი ჰქონდა. ვეტერანი ახლაც, ამ კვირას დაეხმარა "ლოს მილიონარიოსს" თავი დაეღწია გავარდნის ზონიდან (მიუხედავად იმისა, რომ არგენტინაში კლაუსურა ახლახან დაიწყო, იქ გავარდნა-დარჩენა სხვა პრინციპით ითვლება და "რივერი" გავარდნის კანდიდატია). ალმეიდამ პირველად "რივერის" მაისურა 1992 წლის 21 თებერვალს მოირგო, ახლა კი ის სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ფეხბურთსა და მშობლიურ კლუბს. სხვათა შორის, ალმეიდას ხელახალი დებიუტი გამარჯვებით აღინიშნა - "რივერმა" 2:0 მოუგო სტუმრად "ურაკანს". ამ თამაშში თავი ერიკ ლამელამ გამოიჩინა, რომელიც ალმეიდას სულ პირველი დებიუტიდან რამდენიმე კვირაში დაიბადა. სხვათა შორის, ალმეიდა არც ისე "ბებერია" - მხოლოდ 37 წლისაა.

9 ჟოზე მოურინიომ საოცარი რეკორდი დაამყარა - რაც მთავარი მწვრთნელია, მის კლუბს ეროვნულ ჩემპიონატში საშინაო მატჩი არ წაუგია. მოუს ოთხმა გუნდმა, ოთხ სხვადასხვა ჩემპიონატში ჯამში 148 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 123 მოიგო, დანარჩენი კი ფრედ დაასრულა. ბოლო მარცხი ჟოზეს (რომლისთვისაც ეს პირველი საშინაო წაგება იყო სამწვრთნელო კარიერაში ჩემპიონატებში - პირველი და ერთადერთი!) 2002 წლის 23 თებერვალს შეემთხვა, როცა მისმა "პორტუმ" 2:3 წააგო "ბეირა მართან". სხვათა შორის, მაშინ "პორტუმ" თამაში 9 კაცის ამარა ჩაამთავრა. მას მერე 38 დაუმარცხებელი შეხვედრა "პორტუზე" მოდის, 60 - "ჩელსიზე", 38 - "ინტერზე" და 12 "რეალზე". შეგახსენებთ, რომ შაბათს "რეალმა" 2:0 დაამარცხა ვალენსიის "ლევანტე". "განსაკუთრებული" ერთადერთი არ იყო ამ უიქენდზე, რომელსაც "იუბილე" ჰქონდა - მისი მთავარი ვიზავი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, პეპ გვარდიოლა ლა ლიგაში მე-100 მატჩს ატარებდა "ბარსას" თავკაცის სტატუსით და 79-ე გამარჯვებაც იზეიმა.

"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!