ქართველი ცენტრი "ტორონტოს" წინააღმდეგ სათამაშოდ მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდა
"გოლდენ სტეიტში" ზაზა ფაჩულიას დებიუტი ამ გუნდის სასტარტო ხუთეულში შედგა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინასასეზონო, საგამოფენოდ წოდებულ მატჩში ქართველი ცენტრი "ტორონტოს" წინააღმდეგ სათამაშოდ მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდა ისეთ ვარსკვლავების მხარდამხარ, როგორებიც არიან სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დიურანტი და დრეიმონდ გრინი. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ეს სუპერვარსკვლავური კვარტეტი ხუთეულად შეავსო და კანადაში, ვანკუვერის დარბაზში გამართულ საგამოფენო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"გოლდენ სტეიტმა" 93:97 წააგო. ოკლენდელთა მწვრთნელმა სტივ კერიმ არც ერთი სასტარტო მეორე ტაიმში არ ათამაშა - საგამოფენო მატჩების დანიშნულება არა შედეგის ჩვენება, არამედ ახალბედების შეთვალიერება, მათი თანაგუნდელებთან ადაპტაცია, ახალ ატმოსფეროსთან შეგუება და გუნდის ლიდერების დასვენებული კუნთების ტონუსში მოყვანაა.

კევინ დიურანტმა ამ მატჩამდე მხოლოდ 3 ვარჯიში ჩაატარა "გოლდენ სტეიტთან". არც კარის და გუნდის სხვა ლიდერებს მოუკლავთ თავი ვარჯიშებით. NBA-ს სეზონი ახლა იწყება, ლიგა გამოღვიძების პროცესშია და საგამოფენო მატჩებში ნაჩვენები შედეგები არანაირად არ განსაზღვრავს მომავალი სეზონის ფავორიტსა თუ აუტსაიდერს. სიმართლე ითქვას, არც "ტორონტოა" ურიგო გუნდი და ვინძლო, შუა სეზონში შინ მართლაც გამოაძროს "ვორიორზთან" გამარჯვება, მაგრამ დღევანდელ მატჩში რომ შედეგს არც ერთი გუნდი მნიშვნელობას არ ანიჭებდა, სასტარტოთა სათამაშო დროიდანაც გამოჩნდა.

სასტარტოთაგან ყველაზე მეტი - 19-19 წუთი დიურანტმა და ტომპსონმა ითამაშეს. 17-17 წუთი დაეთმოთ სტეფ კარის და დრეიმონდ გრინს, ხოლო ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 8 წუთი გაატარა. სასტარტოთაგან 10-ქულიანი ბარიერი 16 ქულით მხოლოდ ტომპსონმა დაძლია. 9 ქულა ჰქონდა დიურანტს, 8 - კარის, 2 - გრინს, ხოლო ქართველმა ცენტრმა 1 ქულა მიითვალა. ზაზამ 2 ორქულიანი ააცილა და 2 საჯარიმოდან 1 გამოიყენა. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. პასივში ზაზას 1 დაკარგვა ჰქონდა, მთლიანობაში კი ამ კომპონენტში "საუკეთესო შედეგი" დიურანტმა, ანდრე იგუდალამ და დევიდ ვესტმა აჩვენეს, რომლებმაც ბურთი 3-3-ჯერ დაკარგეს.

მთლიანობაში მოედანზე "გოლდენ სტეიტის" 18 მოთამაშე გავიდა, რომელთაგან საუკეთესო შედეგი ახალბედა უკანახაზელმა პატრიკ მაკაუმ აჩვენა - 11 ქულა, 5 ჩაჭრა და 4 პასი 22 წუთში. ოკლენდელთა შემადგენლობაში ფაჩულიას გარდა კიდევ ერთი ცენტრი - ჯავალ მაკგი გამოჩნდა, რომელმაც 16 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა, 3 დაფარება და 1 პასი მიითვალა.

"ტორონტოს" მოთამაშეებზე უპირველესად იონას ვალანჩიუნასზე უნდა ვთქვათ, რომელიც ფაჩულიას ოპონენტია. ლიტველი ცენტრი, ცხადია, თავისი გუნდის სასტარტო იყო, რომელმაც 15 წუთში 3 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. საუკეთესო შედეგი დემარ კეროლმა დააფიქსირა, რომელმაც 19 წუთში ტორონტოელებს 14 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა შემატა.

მომდევნო საგამოფენო მატჩს "გოლდენ სტეიტი" 5 ოქტომბერს, "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" გამართავს.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს