ესპანური ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ქართველმა ლიდერმა სეზონი შედეგიანი თამაშით გახსნა
ესპანური ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ქართველმა ლიდერმა თორნიკე შენგელიამ სეზონი შედეგიანი თამაშით გახსნა და "ლაბორალ კუჩას" გასვლითი გამარჯვება მოაპოვებინა. ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ვიტორიული გუნდი სტუმრად "მონბუსს" შეხვდა და თორნიკე შენგელიასა და ამერიკელი შეინ ლარკინის დამაჯერებელი თამაშის წყალობით იოლი გამარჯვება მოიპოვა - 92:76.

შენგელიამ სათამაშო მაისურის ნომერი შეიცვალა და 7-ის ნაცვლად 23 ნომერია. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა შეცვლაზე შესულმა მეტოქეს დიდი თავსატეხი გაუჩინა. შენგელია შეუჩერებელი გახლდათ და 20 წუთში თავი 19 ქულას, 4 მოხსნას და 2 ჩაჭრას მოუყარა. თორნიკემ 9-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

მას მარგი ქმედების კოეფიციენტით ვიტორიელთაგან მხოლოდ შეინ ლარკინმა გაასწრო, რომელმაც 27 წუთში 19 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. ლარკინმა გასული 3 სეზონი NBA-ში - "დალასში", "ნიუ იორკსა" და "ბრუკლინში" გაატარა. კიდევ ერთმა NBA-ში გამობრძმედილმა მოთამაშემ, ანდრეა ბარნანიმ 16 წუთი ითამაშა და "ლაბორალ კუჩას" 7 ქულით, 3 მოხსნითა და 2 პასით შეეწია.

მომდევნო ტურში, 7 ოქტომბერს, "ლაბორალ კუჩა" "მურსიას" უმასპინძლებს.

gbf.ge

სოსო
ეგრე განაგრძე თოკო!
დათო
ძაან მაგარი კაცი ხარ!!!! წარმატებები
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის სუპერთასზე "რეალის" ვარსკლავის რეკორდი დაამხო
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
[ვაჟა სიმონიშვილი ვიტორიიდან] ბასკურ-ქართული შეძახილი: "კარგია, კარგია!" [PHOTO]
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
თორნიკე შენგელია "ლაბორალ კუჩაში" კიდევ ერთი წლით რჩება
თორნიკე შენგელიას "პანათინაიკოსი" ეპატიჟება
ფედერაციისა და "სასკი ბასკონიას" თანამშრომლობის ფარგლებში ესპანეთში 16 ქართველი გაემგზავრა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"ლაბორალ კუჩას" თორნიკე შენგელიას სხვა გუნდში გაშვება არ სურს
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა