პეკინში დაიწყო ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა ჩინეთის ღია პირველობა, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელი ჩაება

პეკინში დაიწყო ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა ჩინეთის ღია პირველობა, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელი ჩაება.

ქალთა წყვილებში წარმატებით აიღო სტარტი თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ (რეიტინგით 49-ე), რომელიც ესპანელ ლარა არუაბარენასთან (61-ე) არის შეამხანაგებული.

ქართულ-ესპანურ დუეტს სტარტზე მრისხანე მეტოქეები ჰყავდა: წყვილთა კლასიფიკაციაში მეთერთმეტე და მეთორმეტე ადგილებზე მყოფი ჩეხები - ანდრეა ჰლავაჩკოვა და ლუსი ჰრადესკა. ოქსანამ და ლარამ პირველი ხელი 4:6 დათმეს, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი სეტი მოიგეს - 6:4, 10:8 და მეორე წრეში გავიდნენ, სადაც სლოვენიელებთან - ანდრეა კლეპაჩსა (28-ე) და კატარინა სრებოტიკთან (26-ე) გაარკვევენ ურთიერთობას.

გუშინ ანდრეამ და კატარინამ ამერიკელები - ატავო და სპირსი (ორივე - მე-19) ჩამოიშორეს გზიდან - 4:6, 6:2, 10:4.

ვაჟთა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცდიდა ძალებს ნიკოლოზ ბასილაშვილი (103-ე). პირველ წრეში მან სერბი დუშან ლაიოვიჩი (73-ე) დაამარცხა - 6:7, 7:5, 6:4.

გუშინ ჩვენებური 27 წლის ავსტრალიელ ჯონ მილმანს (66-ე) შეხვდა. შარშან, 31 მარტს ისრაელში ბასილაშვილმა მწვანე კონტინენტის წარმომადგენელს ორ სეტში აჯობა - 6:3, 6:1. პეკინშიც პირველი ხელი დაძაბულ პაექრობაში, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ქართველმა ჩოგბურთელმა მოიგო - 7:6, მაგრამ მეორე სეტი სულ რაღაც 25 წუთში დათმო 1:6.

ბასილაშვილმა ვერც გადამწყვეტ სეტში მოახერხა მობილიზება - 4:6 დამარცხდა და შეჯიბრებას დაემშვიდობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო