მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა მომდევნო 15 დღეს იუქმებს.

მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა მომდევნო 15 დღეს იუქმებს. მიზეზი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში, "ლიონთან" მიღებული ტრავმაა. გერმანიის ნაკრების წევრი საფრანგეთში ლასანა დიარამ 69-ე წუთზე შეცვალა. "ლოს ბლანკოსის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხედირამ მარცხენა ფეხის ოთხთავა კუნთი გაიჭიმა. "მის მდგომარეობას სწავლობენ და ხუთშაბათს ტესტები უფრო ზუსტ დიაგნოზს დაადგენენ. ესპანურმა მედიამ დაადგინა, რომ ამ სახის ტრავმის მორჩენას დაახლოებით 15 დღე დასჭირდება. ასე რომ, "რეალის" 23 წლის ახალწვეული (ხედირა პირველ სეზონს ატარებს "სამეფო კლუბში") ლა ლიგის მომავალ სამ ტურს გამოტოვებს, "დეპორტივოსთან", "მალაგასთან" და "რასინგთან".

სტატისტიკის მიხედვით...

"ოპტა სტატისტიკსის" მიხედვით, მთელს ევროპაში ყველაზე შემოქმედი ფეხბურთელი "არსენალის" ესპანელი ლეგიონერი და კაპიტანი სესკ ფაბრეგასია. სესკი, რომელიც "მეთოფეთა" შეტევების მთავარი "რეჟისორია", უწყვეტ თამაშში (ანუ შეჩერებების გარეშე) ყოველ 29 წუთში ერთხელ ქმნის გუნდისთვის საგოლე მომენტს. ეს კი საუკეთესო შედეგია ევროპის ხუთ მოწინავე ლიგაში: სერია A-ში, ლა ლიგაში, პრემიერლიგაში, ლიგა 1-ში და ბუნდესლიგაში.

როცა "ოპტა სტატისტიკის" გამოკვლევის შედეგი სესკის ბოს არსენ ვენგერს აცნობეს, ფრანგმა დამრიგებელმა შემდეგი თქვა: "სულაც არ მიკვირს, ჩემზე უკეთ ვინ იცის, რა განსაკუთრებული ფეხბურთელია სესკი. ის ნამდვილი სენსაციაა თანამედროვე ფეხბურთში. სესკის დიდი დამსახურებაა, რომ "არსენალს" ბევრი გოლი გააქვს". პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფაბრეგასის ანგარიშზე 10 საგოლე პასია.

სილვას მანჩესტერიც მოსწონს და სიტიც

"მანჩესტერ სიტის" ესპანელი ლეგიონერი დავიდ სილვა ძალიან გაუღიზიანებია მედიის მტკიცებას, რომ ის თავს ბედნიერად ვერ გრძნობს "ისთლენდზე" და კლუბის შეცვლა სწყურია. ამ თემით უმთავრესად ესპანური მედია სპეკულირებდა. სილვამ კი გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო მოუღოს ასეთ ხმებს: "ეს სტატიები, რომ წავიკითხე, ძალიან გავვოცდი, ისევე როგორც, ჩემს ირგვლივ მყოფები. რა თქმა უნდა, ესპანელ ჟურნალისტებს ინტერვიუებს ვაძლევ ხოლმე, მაგრამ მსგავსი ფრაზები არსად მითქვამს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ "მანჩესტერ სიტიში" თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. ძალიან მომწონს მანჩესტერიც, დიდი ქალაქია და შენი ცხოვრებით ყოფის საშუალებას გაძლევენ", - განუცხადა ესპანელმა "მანჩესტერ სიტის" ოფიციალურ ვებსაიტს. 25 წლის ესპანელს სეზონის განმავლობაში ჰქონდა ჩავარდნები, მაგრამ ახლა კარგ ფორმაშია და თამაშიც ხშირად უწევს, ის კვლავ მიიწვიეს ეროვნულ გუნდშიც.

კიკე კალდერონიდან პისხუანზე?

რას აღარ გაიგებ - ესპანურ მედიაში ბოლო დროს მოხშირდა სტატიები, რომ "სევილია" მალე დაშორდება მწვრთნელ გრეგორიო მანსანოს და მის ნაცვლად ანდალუსიურ კლუბს "ატლეტიკოს" ახლანდელი თავკაცი კიკე სანჩეს ფლორესი გაწვრთნის. "მარკა" ამ ყველაფერს ცოტა მოგვიანებით, სეზონის ბოლოს ვარაუდობს, როცა კიკე ვერ შეასრულებს პირობას და მადრიდულ კლუბს ოთხეულში ვერ გაიყვანს. შესაბამისად, მას "ვისენტე კალდერონიდან" დაითხოვენ. დიდი მომავალი "სევილიაში" არც გრეგორიო მანსანოს აქვს, სამაგიეროდ, "სანჩეს პისხუანზე" მოწადინებულნი არიან გუნდი ახალგაზრდა და ენერგიულმა კიკემ ჩაიბაროს.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს