ან წესები მაინც შეიცვალოს
ნახევრადსაშუალო წონაში შოტლანდიელი მოკრივე მაიკ ტოუელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მიზეზი გახდა დეილ ევანსთან ბრძოლისას მიღებული ტრავმები, - ეს ინფორმაცია გაზეთმა The Daily Mail-მა გაავრცელა.

ბრძოლა 29 სექტემბერს, გლაზგოში გაიმართა. როგორც იტყობინებიან, ტოუელმა პირველ რაუნდში ნოკდაუნი მიიღო, მეხუთეში კი ნოკაუტში ჩავარდა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრძოლა მაშინვე შეწყდა. ტოუელი რინგიდან საკაცეთი გაიყვანეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შოტლანდიელი მოკრივის მენეჯერმა განაცხადა, რომ ტოუელმა ძლიერი ტრავმები მიიღო და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატს შეუერთეს, მაგრამ სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მოკრივე პირველ ოქტომბერს გარდაიცვალა. ის 25 წლის იყო. პროფესიულ რინგზე 12 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგანაც 11 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ბრიტანელმა დეპუტატმა პოლ ფლინმა კრივის წესების შეცვლა მოითხოვა.

"კრივში ერთადერთი მიზანია - მეტოქის უგონო მდგომარეობამდე მიყვანა. უბრალოდ, ვალდებულნი ვართ - შევცვალოთ ამ სახეობის წესები და ბოლოს და ბოლოს, მივხვდეთ, რომ თავი - სხეულის ყველაზე სუსტი ნაწილია. ჩვენი ამოცანაა - დავიცვათ სპორტსმენები და მინიმუმამდე დავიყვანოთ დარტყმების შედეგად თავის ტრავმები", - განაცხადა ფლინმა.

თავის მხრივ, ბრიტანეთისა და მსოფლიოს სამედიცინო ასოციაციებმა კრივის აკრძალვა მოითხოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა