ფიური არ წასულა, მხოლოდ იხუმრა
რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ფილიპინელმა მენი პაკიაომ აღიარა, რომ ყველა სახის ნარკოტიკი აქვს მიღებული. სპორტსმენის სიტყვები Sky News-მა გამოაქვეყნა.

37 წლის პაკიოამ ამგვარი აღიარება მაშინ გააკეთა, როცა კომენტარი სთხოვეს ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს გადაწყვეტილებაზე - უმკაცრესი ბრძოლა დაიწყოს ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ. დუტერტემ განაცხადა, რომ არ გაჩერდება იქამდე, სანამ "უკანასკნელი ნარკომოვაჭრე არ იქნება მოკლული".

"პრეზიდენტმა არ იცის ნარკოტიკებთან ჩემი გამოცდილების შესახებ. გამისინჯავს ნარკოტიკი. ბევრი სახეობა, ყველა სახეობა. ეს იქამდე ხდებოდა, სანამ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი", - განაცხადა პაკიაომ.

მოკრივის სიტყვებით, ფილიპინებს ღმერთმა გამოუგზავნა დუტერტე იმისთვის, რომ ხალხში დისციპლინა დაამყაროს. "ადრე ხალხი პატივს არ სცემდა პრეზიდენტს, ხელისუფლებას, კანონს. დუტერტე ცდილობს ადამიანების ცნობიერებაში დააბრუნოს აზრი იმის შესახებ, რომ აუცილებელია პატივისცემა გამოიჩინო საკუთარი ქვეყნის კანონების მიმართ", - თქვა მენიმ.

ფიური არ წასულა, მხოლოდ იხუმრა

გუშინ, სპორტული მედია გაახალისა ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ტაისონ ფიურიმ, რომელიც ორი ვერსიით ფლობს საჩემპიონო ქამრებს.

ფიურიმ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა კარიერის დასრულების შესახებ. "კრივი - ყველაზე ცუდი რამ იმათგან, რაშიც აქამდე მონაწილეობა მიმიღია. მე უდიადესი ვარ. და ვასრულებ კარიერას", - ასეთი იყო ბრიტანელის სიტყვები.

გავიდა რამდენიმე საათი და გაჩნდა ტაისონ ფიურის მომდევნო შეტყობინება. თურმე, მისი განცხადება კარიერის დასრულების შესახებ ხუმრობა ყოფილა და ის გააგრძელებს პროფესიულ რინგზე გამოსვლას.

"გეგონათ, იოლად მოიშორებდით მეფეს? მე ვრჩები. უდიადესმა უბრალოდ დაგანახათ, როგორ მუშაობს მედია. მალე უკეთ გავხდები და დავიცავ ჩემს ტიტულებს მძიმე წონაში", - დაწერა "ტვიტერზე" ფიურიმ, რომლის ბოლო დოპინგ-ტესტმა ორგანიზმში კოკაინის კვალი აღმოაჩინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
დიდი გასამრჯელო ორივეს და მოკრივეების პროგნოზები "უაილდერი - ფიური 2"-ზე
რონალდო პირველზეა - რომელმა ხუთმა სპორტსმენმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა 2024 წელს
"ნამდვილი იდიოტია" - კრივის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ბრძოლა გაიმართა [VIDEO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
"დიდი მახინჯი ტომარა ხარ" - უძლეველმა ჩემპიონმა UFC-ის ჩემპიონი გამოიწვია
კონორ მაკგრეგორი: კრივში მსოფლიო ჩემპიონი გავხდები, ბრძოლა პაკიაოს შევთავაზეთ
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
ფლოიდ მეივეზერი დიდი ბრძოლისთვის ბრუნდება? - მოკრივემ ვარჯიშის კადრები გაავრცელა [VIDEO]
ჩემპიონი 8 წონით კატეგორიაში და ახლა ფილიპინების პრეზიდენტიც? - პაკიაო პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის
უსიკისა და ფიურის ბრძოლის ახალი თარიღი ცნობილია
რევანში არ შედგა - უსიკმა ფიური კვლავ დაამარცხა [VIDEO]
უსიკმა ფიური დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა [VIDEO]